planetanews Posted June 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/2e2d82c0fbd6.jpg12:00 საათი იყო, ოპერის წინ შუა მზეში გაჩერებაზე ვიდექი. თმაგაჩეჩილი, საზაფხულო ფეხსაცმლითა დახეული ჯინსებით, რომელსაც მარცხენა ტოტზე, კალმით გაკეთებული წარწერები აქვს. სიცხისგან გათანგული, მიჩერებოდი რუსთაველის გამზირზე მიმავალ ავტობუსებს. ყვითელი ავტობუსები მიდი–მოდიოდა, თითქმის ყევლა ნომერი მოვიდა გარდა იმისა, მე რომ ველოდებოდი. ამ ლოდინში, ოპერასთან მრიგი ავტობუსი გაჩერდა, ყურადღებას არ მივაქცევდი, რომ არა მისი ერთერთ მგზავრის დაჟინებული მზერა. თეთრ პერანგიან ახალგაზრდაში, რომელიც გამჭვირვალე მინიდან მიყურებდა, პარტია “თავისუფლების” წევრი, ლადო სადღობელაშვილი შევიცანი. ინტუციამ არც მას უღალატა. მიცნო, ყვითელი ავტობუსიდან ჩამოვიდა და სწრაფი ნაბიჯებით ჩემსკენ გამოემართა. – გამარჯობა. – გაგიმარჯოს! – ვუპასუხე მე. – მიცანი? – დიახ, გიცანი… – როგორ ხარ? – კარგად, შენ? კითხვაზე აღარ მიპასუხა და მაშინვე მორალის კითხვა დამიწყო: - შენზე დიდი ვარ, ორ თვეში 28 –ის ვხდები. – მერე არ გრცხვენია? – რისი? – რასაც შენ აკეთებ… – მე სასირცხვილოს არაფერს ვაკეთებ. – სადაური ხარ? – კახელი, თელავის რაიონიდან. – მერე კახელ კაცს არ გრცხვენია, მართლმადიდებლობას რომ ებრძვი და “ლიბერასტებს”იცავ?! – მე ძალადობას ვაპროტესტებ, არავის არ ვებრძვი! – კარგი, ჩემს ოჯახის წევრებს რატომ ეხები? – უკაცრავად, სად ვახსენე შენი ოჯახის წევრები? მე შენს ჰომოფობიურ განცხადებებს ვაკომენტარებდი, თუმცა უკვე წაგშალე “ფრინდებიდან”! –იმასს რასაც შენ აკეთებ, პროვოკაციაჰქვია! შენმა მეგობრებმა, გიორგი გოცირიძემ და ვიღაცეებმა დაწერეს ჩემს ოჯახზე შენი “ფეისბუქის”ანკეტაზე. გაფრთხილებ, აღარ განმეორდეს, თორემ… – ჩემს “კედელზე” სიტყვის თავისუფლებაა. რასაც ფიქრობენ იმას წერენ, მოიცა, შენ რა მემუქრები? – მემუქარა სხვანაირი ვიცი! – გაფრთხილებ თორემ.. ეს მუქარა არაა? – ჩავეკითხე პატივცემულ სადღობელაშვილს. – ჩვენი სტატუსები არ მაძლევს ამის უფლებას, თორემ რა პროვოკაციებსაც შენ მიწყობ “ფეისბუქში” სხვანაირად დაგელაპარაკებოდი. ჰო მართლა, ეხლა ამშეხვედრასაც დაწერ? დაინტერესდა სადღობელაშვილი. – კი, აუცილებლად დავწერ! –ვუპასუხე ლადოს და ყვითელი ავტობუსების მწკრივს, თვალი გადავავლე, რომელიმე ის ნომერი ხომ არ იყო, რომელსაც სადრობელაშვილის “შემოფეთებამდე” ველოდებოდი. ამასობაში, ლადომსიგარეტის მოკიდება სცადა, მაგრამ სანთებელმაუმტყუნადამთხოვა მომეკიდებინა. – ხო მართლა, ერთი თხოვნა მექნება შენთან თუ შეიძლება? – ვუთხარი და სიგარეტზე მოვუკიდე. – დაბალი ხმით, ხალხია გარშემო. – იყოს, ხალხი რას მიშლის? ოპერის ფონზე სურათი რომ გადაგოღო, შეიძლება? – სტატიისთვის დამჭირდება. – აი, ისევ პროვოკაციაზე მოდიხარ, მიპასუხა ნერვიულად და იქვე ჩამომდგარ ყვითელი ავტობუსისკენ წავიდა. ვიდრე სადღობელაშვილი ავობუსში ვიდოდა, შეჩერდა, მომიბრუნდა და მკითხა: – ჩემი ნომერი გაქვს? – არა. – კარგი, “ფეისბუქში” მოგწერ ნომერს, (ნეტა რად მინდა)? – მითხრა სადღობელაშვილმა და # 55 ყვითელ ავტობუსში ავიდა. რომან ქევხიშვილი Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts