Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge შეერთებული შტატების და ევროპის ბატონობა დასასრულს უახლოვდება


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_monde.jpg

 

ჟერარ შალიანი

 

ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ, ვინ წარმოიდგენდა იმას, რომ ბრაზილია და თურქეთი ირანის საკითხის გადაწყვეტაში საკუთარი შუამავლობის ინიციატივით გამოვიდოდნენ? როგორი შედეგებიც არ უნდა ჰქონდეს ამ წინააღმდეგობრივ ინიციატივას, ის მკაფიოდ ადასტურებს იმას, რომ ახალი რეგიონალური სახელმწიფოების გავლენა იზრდება, იმ სახელმწიფოების, რომლებსაც ამოძრავებთ არსებული სტატუს–ქვოს შეცვლის სურვილი, რომელიც მათ საერთაშორისო არენაზე სერიოზული როლის თამაშის საშუალებას არ აძლევს.

 

ისტორიას ჩაბარდა 2003 წლის ბალანსის განცდა, როდესაც ვაშინგტონი თავს ფაქტიურად ყოვლისშემძლედ მიიჩნევდა. საბჭოთა კავშირის დაშლა, ნატოს გაფართოება და „ფერადი რევოლუციები“ – ეს ყველაფერი „რბილი ძალის“ დახმარებით ხორციელდებოდა. ნავთობსადენ ბაქო–თბილისი–ჯეიჰანს დასავლეთისთვის ნახშირწყალბადი უნდა მიეწოდებინა, რომელსაც მანამდე მოსკოვი აკონტროლებდა. ერაყში ომით აშშ ახლო აღმოსავლეთის მოცვას იმედოვნებდა. ყველაფერი სრული მარცხით დასრულდა.     

 

რუსეთის ჩახშობისა და იზოლაციის პოლიტიკა 2008 წელს დასრულდა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა სერიოზული სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც მოსკოვთან კონფლიქტში ჩაება. უკრაინა ნატოში ვეღარ შევა, და სერიოზული სირთულეების მიუხედავად, რუსეთი კავკასიაში უდაო ავტორიტეტად რჩება და საკუთარ გავლენას ინარჩუნებს შუა აზიაში, ჩინეთთან ახლოს მდებარე ყირგიზეთის ჩათვლით, სადაც აშშ–მ ასევე მოახერხა საკუთარი სამხედრი ბაზის შენარჩუნება.    

 

და აქაც აშშ, ხოლო შემდეგ ევროპა კრიზისმა მოიცვა. კრიზისით გამოწვეულმა ეკონომიკურმა და ფინანსურმა სირთულეებმა ხაზი გაუსვა ახალი განვითარებადი ქვეყნების  მნიშვნელობას (რომელთაგან ყველა ბრაზილიის გარდა, აზიაში მდებარეობს) და განსაკუთრებით ჩინეთის, რომელიც მსოფლიოს ერთ–ერთ უმსხვილეს მოთამაშედ იქცა. სამ ათწლეულზე ნაკლებ დროში  ამ ქვეყანამ ბისმარკის მოდელის მიხედვით საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა, რამაც თავის მხრივ შეცვალა სტატუს–ქვო, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში დასავლეთის ქმედებები განსაზღვრავდა. ასეთმა ნახტომმა  ბევრი ადამიანი უკიდურესად რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. მაგრამ უძრაობა ხომ სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება? გადაიკითხეთ ახალგაზრდა ენგელსი: „ინგლისის მუშათა კლასის მდგომარეობა“ 1845 წელს. და არ დაივიწყოთ, რომ საუბარია იმ დროის ყველაზე დემოკრატიულ და მძლავრ სახელმწიფოში შექმნილ სიტუაციაზე.  

 

ინდოეთმა ცალსახად გაუსწრო მის მუდმივ მოწინააღმდგე პაკისტანს, რომელიც იმის ნაცვლად, რომ საკუთარი ეკონომიკა განავითაროს, უკვე მეორე ათეული წელია, რაც „სტრატეგიული ზურგის“ განმტკიცებაზე ზრუნავს ავღანეთში და რეგიონალური კრიზისის ეპიცენტრად რჩება. დღეს ვაშინგტონი ინდოეთში მნიშვნელოვან მოკავშირეს ხედავს, რომელიც ნაწილობრივ შეიძლება აზიაში ჩინეთის გავლენის საპირწონედ გამოდგეს.   

 

ცხადი ხდება, რომ ბრაზილიის, ამ ქვეყანა–კონტინენტის გარდა, რომელიც უზარმაზარ იმედებს იძლევა (თუმცა შესაძლოა ყოველთვის  გამართლებულს არა), ძირითადი პარტიის გათამაშება ევრაზიის კონტინენტის და კერძოდ კასპიის ზღვის აუზის ირგვლივ ხდება. გარდა ამისა, სწრაფად მზარდი ეკონომიკები (ჩინეთი და ინდოეთი) და განვითარებული ინდუსტრიული ქვეყნები (აშშ, იაპონია და ევროპა) დღეს ისე როგორც არასდროს განიცდიან ნახშირწყალბადის აუცილებლობას და მისთვის საბრძოლველად მზად არიან.  

 

აშშ ღრმა კრიზისშია, რომლის შედეგების გადალახვის პერსპექტივები დასავლეთის მასშტაბში ჯერ კიდევ შორსაა.  არანაკლებ პრობლემურია მათთვის ერაყის და ავღანეთის ოპერაციებიც. ჰუსეინის დამხობის შემდეგ დაყენებული არცერთი საკითხი ბოლომდე არ გადაჭრილა. სამოქალაქო ომის წარმოქმნის ყველა წინაპირობა კვლავ ძალაშია. ვინ იქნება პრემიერ–მინისტრი? რომელი მყიფე კოალიციის საფუძველზე? სახელმწიფოს მოწყობა ფედერალური იქნება თუ ცენტრალიზებული? და საერთოდ, ხომ არ გაუჩნდება ბაღდადში ხელისუფლებაში მოსულ ძალას შიიტურ პოპულისტური ცდუნება, რომ ქურთების წინააღმდეგ ქვეყნის არაბული მოსახლეობა გააერთიანოს?

 

სამხედრო მოქმედებებს ავღანეთში დღეს მზარდი ტენდენცია ახასიათებს, ერთი შეხედვით მოლაპარაკებების შენარჩუნების ფონზე. ჰამიდ კარზაის მთავრობა და ადმინისტრაცია სწრაფად მიღებული სტრატეგიის აქილევსის ქუსლია. შეიძლება კი ისევ სიტუაციიდან ოდნავ მაინც ღირსეული გამოსავლის პოვნა?  

 

შედეგად, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო დემოკრატიებს შორის ვერ გაიმარჯვებს კონფლიქტში, რომელშიც ომს ბაბუების მეთოდით ადამიანების პატარა ჯგუფი აწარმოებს (საუბარი არ არის მასობრივ აჯანყებაზე, როგორც ეს ვიეტნამში იყო). ღირს კი იმის შეხსენება, რომ რვაწლიანი ომის განმავლობაში აშშ–მ და ნატომ საერთო ჯამში 1 700–ზე ოდნავ ნაკლები ადამიანი დაკარგა, მაგრამ ჩვენი ქვეყნების საზოგადოებრიობისთვის ესეც უზარმაზარი ციფრი აღმოჩნდა?    

 

რეგიონალური კრიზისი ისრაელს და პალესტინას შორის ტერიტორიული კონფლიქტის ირგვლივ, ირანს და მის ბირთვულ პროგრამასაც ეხება. ბარაკ ობამა ახლა ირანის პრობლემაშია ჩაფლული და უბრალოდ არ ძალუძს საკმარისი ყურადღება დაუთმოს ისრაელის მთავრობის მოლაპარაკებებს პალესტინის ხელისუფლებასთან. „ლიკუდი“ თავის მოკავშირეებთან ერთად თავის არიდების პოლიტიკას აწარმოებს იმის მოლოდინში, რომ ბარაკ ობამა პოლიტიკურ სცენას დატოვებს ან ვერანაირი ზეწოლის განხორციელებას ვერ შეძლებს. გამოდის, რომ ეს სტრატეგია უფრო ლოგიკურია, ვიდრე ციპი ლივნის მიერ შემოთავაზებული პროექტი პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესახებ იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე? ძალიან საეჭვოა.

 

ახლო აღმოსავლეთში დიდი გავლენა მოიპოვა თურქეთმა. მის პოლიტიკაში შეიძლება სამი ძირითადი მიმართულების გამოკვეთა: ევროკავშირი, რომლისთვისაც ის გარდაუვალი ენერგეტიკული დერეფანია, მუსულმანური ქვეყნები, რომელთა ლიდერადაც გახდომას ის იმედოვნებდა, და შუა აზიის თურქულენოვანი სახელმწიფოები ჩინეთის პროვინციის სინცზიანის ჩათვლით. მთლიანობაში, თურქეთის ინტერესები აშშ–ს ინტერესებს ემთხვევა და მიმართულია შუა აზიასა და კავკასიაში რუსეთის გავლენის შესუსტებაზე.

 

წინ მიიწევს აღმოსავლეთ აზიაც, რეგიონი ინდოეთიდან ჩინეთამდე, სადაც 3,5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. სხვათაშორის, ჩვენი ცოდნა მათ შესახებ ძალიან მწირია. მაგალითად, იცით თუ არა ის, რომ მარტო ცალკე აღებულ  სამხრეთ კორეაში მსოფლიოს სავაჭრო ფლოტის მესამედი იქმნება?        

 

ჩვენ ისეთ კრიზისში გავეჩხირეთ, რომელიც ძალიან სერიოზულ რეფორმებს მოითხოვს, იმ დროს როდესაც განვითარებადი ქვეყნები ჩქარი ტემპებით აღწევენ პროგრესს და საკუთარი თავისთვის ახალი თამაშის წესებს ითხოვენ.  

 

დემოგრაფიული ბალანსის ცვლილების ფონზე ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანა პირველ რიგში ეკონომიკაში მდგომარეობს და ეხება ენერგეტიკას, განათლებას და ინოვაციურ კვლევებს. აშშ–ს, როგორც ჩანს, მასთან გამკლავება შეუძლია, თუკი მის მორგების უნარს და დინამიზმს გავითვალისწინებთ. სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენ ასე არ გვყოფნის, და ჩვენ ვერ შევძლებთ სირთულეებთან გამკლავებას კონსერვატიული კორპორატიული სისტემით, ხმამაღალი განცხადებებით საერთაშორისო არენაზე, მოსახლეობით, რომლის ნაწილსაც მუშაობა არ სურს და უმუშევრობით ახალგაზრდებს შორის.     

 

უკვე სამი საუკუნის განმავლობაში არსებული ევროპისა და აშშ–ს უპირობო ბატონობა დასასრულს უახლოვდება. თუკი კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება გვსურს, მაშინ ყველას მოგვიწევს მკაცრი ზომებისა და მუხლმოუხრელი მუშაობის აუცილებლობასთან შეგუება. გერმანიაში ეს როგორც ჩანს უკვე გააცნობიერეს.

 

ორიგინალი 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...