Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ჭორი თუ რეალობა-ტორესი მიდის?!


Recommended Posts

http://a.pix.ge/j/11zen.jpg

 

რა ეშველება ლივერპულს? – ესაა კითხვა, რომელიც აგერ უკვე რამოდენიმე თვეა გვაწუხებს ლივერპულის გულშემატკივრებს.  რაფაელ ბენიტესი წავიდა და როგორც ირკვევა, გუნდის ერთ–ერთი წამყვანი ფეხბურთელი, ფერნანდო ტორესი სერიოზულად ფიქრობს  კლუბის დატოვებას…

 

სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ თემაზე – რომელი ფეხბურთელები დატოვებენ ლივერპულს.

 

ადრე თუ ვინმეს სჯეროდა 100%–ით, რომ ფერნანდო კლუბს არ დატოვებდა, ახლა ეს ფაქტი მხოლოდ და მხოლოდ წარსულის საკუთრებაა…

 

არავისთვის იყო უცნობი ის, რომ ფერნანდო ტორესს ბენიტესთან ყოველთვის იდეალური ურთიერთობა ჰქონდა. ამბობდნენ, რომ თუ ესპანელი მწვრთნელი კლუბს დატოვებდა, ტორესსაც თან გაიყოლებდა. წაიყვანს თუ არა თავისთან რაფა, ჯერ უცნობია, თუმცა ლივერპულისთვის ამ მძიმე პერიოდში ფერნანდო ტორესით დაინტერესებული კლუბები რომ გააქტიურდნენ, ეგ უკვე ცნობილია.

 

მანჩესტერ სიტი კვლავ ჩაება ტორესისთვის ბრძოლაში, თუმცა პოზიციების დათმობას არც იუვენტუსი და მილანის ინტერი აპირებენ. რაც შეეხება ჩელსის, ის საკმაოდ მაღალ თანხას სთავაზობს ლივერპულს. ბარსელონა, კლუბი, რომელიც კვლავ გააქტიურდა.  სურს არსენალის კაპიტანი–ცესკ ფაბრეგასი იყიდოს ტორესთან ერთად. მიზანს მიაღწია და ვალენსიიდან უკვე იყიდა დევიდ ვილა, ახლა ფერნანდოს ყიდვა სურს –დუეტის შექმნა აქვთ გადაწყვეტილი. თურმე ინანეს იბრაჰიმოვიჩის ყიდვა. ნათქვამია “ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო”,  ხოდა ეტყობა  ”გაზომეს უკვე ასჯერ” და დარწმუნდნენ რომ  კლუბს, ტორესი ზლატანივით იმედებს არ გაუცრუებს.

 

ფერნანდოს აზრი ყოველთვის იყო და არის ყველასათვის ცნობილი – მას უზომოდ უყვარს ენფილდი და საერთოდ მთელი ლივერპული. ბენიტესის წასვლა არ სურდა. ის ყოველთვის ამბობდა, რომ ბენიტესი მაღალი დონის მწვრთნელია და ლივერპულს სწორედ ეს კაცი სჭირდებაო.

 

წყარო: guillembalague.com

 

P.S. გამორიცხული არაა, მიუხედავად იმისა, რომელიღაც არაოფიციალური სტატია წერს თუ არა, რომ ტორესმა თავად სურვა დარჩენა. ასე რომ, უაზრო კომენტარებისგან თავი შეიკავეთ და ყველაფერს რეალურად შეხედეთ!

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...