Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის აღდგენილი ვერსია შესანახად საქართველოს ეროვნულ არქივს გადაეცა


Recommended Posts

საქართველოს კინოცენტრის წარმომადგენლებმა და დოკუმენტური ფილმის “აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” რესტავრაციის ინიციატორებმა, კინორეჟისორმა ნანა ჯანელიძემ, მარინა კერესელიძემ და ნინო ნატროშვილმა კინოფილმის აღდგენილი ციფრული ასლი, პოზიტივი და ნეგატივი შესანახად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს გადასცეს.

 

კინოდოკუმენტის პრეზენტაცია ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. უხმო ფილმის ნახვა უკვე მუსიკის თანხლებით არის შესაძლებელი, რომელიც სპეციალურად შექმნა კომპოზიტორმა მიშა მდინარაძემ.

 

“დღეს ეროვნულ არქივს გადაეცა პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის აღდგენილი კინოფირი, როგორც ნეგატივი, ისე პოზიტივი. ფირის აღდგენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის. ამავე პროექტის ფარგლებში დამზადდა ფილმის ციფრული ასლი, რაც ხელმისაწვდომს გახდის ამ უნიკალურ კადრებს კინომკვლევარებისა და ფართო საზოგადოებისთვის”, – აღნიშნა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა.

 

კინორეჟისორმა ნანა ჯანელიძემ ისაუბრა კინოფილმის მნიშვნელობაზე და ეროვნულ არქივს მადლობა გადაუხადა პროექტის მიმდინარეობისას აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის.

 

პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ქრონიკალურ-დოკუმენტალური ფილმის აღდგენაზე ავტორებმა 2 წლის განმავლობაში იმუშავეს, ხოლო ავსტრიაში მისი რესტავრაცია 6 თვე მიმდინარეობდა. კრებულად ქცეული ახალი პროექტი სამი ნაწილისგან შედგება: DVD დისკზე განთავსებულია ორიგინალი და ციფრული აღდგენილი და რესტავრირებული ვერსია, გზამკვლევი და მულტიმედიური დანართი.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...