planetanews Posted June 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2010 კომპანია ”ელიტ ელექტრონიქსი,” რომელიც თიბისი ბანკმა 2008 წელს 80 მილიონ ლარად შეაფასა, ორი წლის შემდეგ, 2010 წლის 7 მაისს, 116 ათას ლარად, თვითონვე შეისყიდა. ანზორ ქოქოლაძე, ”ელიტ-ელექტრონიქსის” დამფუძნებელი და ამჟამად აქციების 15 პროცენტის მფლობელი, აქციების 55 პროცენტის გასხვისების ბათილად ცნობის შესახებ საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. მანამდე თიბისი ბანკმა ”ელიტ-ელექტრონიქსის” გადახდისუუნარობაზე აღძრა საქმე და მოიგო. 23 თებერვალს კი, ბანკმა არსებული მენეჯმენტი დაითხოვა და ახალი სამეურვეო საბჭო დააკომპლექტა. ქოქოლაძე აცხადებს, რომ ეს იყო ”არაკეთილსინდისიერი” ქცევა ბანკისგან, რადგან მათ არასოდეს დაურღვევიათ საკრედიტო ხელშეკრულება. ასე რომ, ქოქოლაძისთვის სასამრთლოს განაჩენი ”კომიკურიც” კი იყო და თვლის, რომ მოსამართლე მიკერძოებული იყო. ანზორ ქოქოლაძე ამბობს, რომ არსებობის 14 წლის მანძილზე კომპანიას არასოდეს არ გადაუვადებია კრედიტების გადახდა, მაშინაც კი, როდესაც ომი იყო და კომპანიის გაყიდვები 60-65 პროცენტით დაეცა. მისივე თქმით, სანამ ეს სასამართლო პროცესი შედგებოდა, 2009 წლის მაისში, თი-ბი-სი ბანკმა კომპანიის ხელმძღვანელობას აქციების 51 პროცენტის, ანუ საკოტროლო პაკეტის, შეძენა შესთავაზა, რაზეც, კომპანიამ უარი განაცხადა. სასამართლოში საქმის მოგებით, ბანკმა მიიღო მართვის უფლება და აქციების 55 პროცენტი, რაც კომპანია ”ელიტ ელექტრონიქსს” თიბისი ბანკში დაგირავებული ჰქონდა 5,5 მილიონ დოლარად. ”ჩვენს მიერ გააზრებული იყო, რომ 55 პროცენტს რომ ვდებდით გირაოში, ვიცოდით, რომ გადავიხდიდით”, -ამბობს თენგიზ ნაგერვაძე, ”ელიტ-ელექტრონიქსის” ყოფილი ფინანსური მენეჯერი. ქოქოლაძის თქმით კი, კომპანიის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანა და ხელმძღვანელობის შეცვლა იმისათვის დასჭირდა, რომ, საქმის მოგების შემთხვევაში, საკუთარ მენეჯმენტს მოიყვანდა და საკრედიტო ხელშეკრულებას განგებ დაარღვევინებდა. ხელშეკრულების პირობების დარღვევა პირველად სწორედ ახალი მენეჯმენტის მოსვლას დაემთხვა. “ელიტ ელეტქრონიქსის” ყოფილმა თანამშრომელმა ნეტგაზეტს მიაწოდა დოკუმენტი, სადაც თიბისი ბანკის დირექტორი ვახტანგ ბუხრიკიძე სწერს ანზორ ქოქოლაძეს, რომ პირველად კომპანია “ელიტ ელექრტონიქსმა” კრედიტით დადებული ხელშეკრულება 2010 წლის 15 მარტს დაარღვია, ანუ ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ. შემდეგ, ბანკმა ხელახლა გადაწყვიტა კრედიტის გაცემა 500 ათასი ლარის ოდენობით. ”ეს ალოგიკურია, რადგან თუ ”ელიტ ელექტრონიქსმა” არსებული სესხის დაფარვა ვერ მოახერხა, მასზე ახალი სესხი რატომ გაიცა?” - კითხულობს ქოქოლაძე. თიბისი ბანკი კონრეტული კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს. ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, თამარ კირვალიძე აცხადებს: “თუ ანზორ ქოქოლაძეს მიაჩნია, რომ რომელიმე გადაწყვეტილება უკანონოდ იქნა მიღებული, მას შეუძლია სასამართლოში წავიდეს”. კირვალიძე დასძენს, რომ ყოფილმა ხელმძღვანელობამ კომპანია გაკოტრების პირას მიიყვანა და ამიტომ მოხდა ძველი მენეჯმენტის ჩანაცვლება ახლით. ამის საპასუხოდ, ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, რომ ახალი მენეჯმენტის მოსვლამდე, მათ არასოდეს არ დაურღვევიათ საკრედიტო პირობები, რასაც კირვალიძე არ ეთანხმება, თუმცა არგუმენტის გასამყარებლად დოკუმენტაციის მოწოდებაზე უარს აცხადებს. აქციების 55 პროცენტის გასხვისების შესახებ ანზორ ქოქოლაძეს 28 მაისს, აქციების გასხვისებიდან 21 დღის შემდეგ, შეატყობინეს. ”თიბისი ბანკის შვილობილმა კომპანია ”თიბისი ბროკერმა” თითქოს ეძება კლიენტი და სხვა ვერავინ იპოვა, გარდა თიბისი ბანკისა და 116 ათას ლარად გაასხვისა კომპანია”, - ამბობს თენგიზ ნაგერვაძე - ”ელემენტერული ჭეშმარიტებაა, რომ პირველი შეთავაზება მაინც არსებულ მფლობელზე უნდა გაკეთებულიყო, რაც არ მომხდარა ”თიბისი ბანკის მხრიდან.” თიბისი ბანკის ყოფილი ფინანსური მენეჯერის ინფორმაციით, ამჟამად კომპანია ”ელიტ-ელექრონიქსის” დავალიანება თიბისი ბანკის მიმართ შეადგენს დაახლოებით 6 მილიონ ლარს, რომელსაც, ქოქოლაძე იმედოვნებს, რომ კომპანია 2012 წელს დაფარავს. ამჟამად, კომპანია ”ელიტ-ელექრონიქსის” აქციების 55 პროცენტს ფლობს თიბისი ბანკი, 30 პროცენტს - ბანკი რესპუბლიკა (აქციები კომპანიას დაახლოებით 2 მილიონი ლარის სესხის დაბრუნების შემდეგ დაუბრუნდება) და 15 პროცენტი ეკუთვნის დამფუძნებელს - ანზორ ქოქოლაძეს. ახალი სარჩელით, ქოქოლაძე 55 პროცენტის გასხვისების შესახებ გარიგების გაბათილებას და ძველი მენეჯმენტის დაბრუნებას თხოვს. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts