Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - სააკაშვილი ნიკოლა სარკოზის შეხვდება


Recommended Posts

6 ივნისს მიხეილ სააკაშვილი 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა, სადაც შეხვდება საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის, საფრანგეთის პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს. ამის გარდა, იგეგმება პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში- იუწყება საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური.

 

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ამ შეხვედრის ძირითადი მიზანი საფრანგეთის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის გაგრძელება და ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ეტაპია. ვიმედოვნებთ, რომ ივნისში ხელი მოეწერება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამარტივებას. ასევე ვიმედოვნებთ, რომ მალე მოხდება ამ დოკუმენტის რატიფიცირებაც",- განაცხადა 4 ივნისს პრეზიდენტისპრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

 

პოლიტიკურ–ეკონომიკური საკითები განიხილა სააკაშვილმა რუმენეთში, ბუქარესტში, ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ. პრეზიდენტს კონსტანცას პრეფექტმა უმასპინძლა. მათ საკურორტო ქალაქის 8 –კილომეტრიანი ზოლი დაათვალიერეს. სააკაშვილმა ბათუმში მიმდინარე მშენებლობებზეც ისაუბრა:

 

„კონსტანცა, ბურგასი, ოდესა, იალტა, სევასტოპოლი, სოჭი, ტრაპზონი, სამსუნი, აი, ეს ის ქალაქებია, რომლებსაც, პრინციპში, მაინცდამაინც ბათუმს ვერ შეადარებ, მაგრამ, გარკვეულწილად, კონკურენტები არიან. ,პირველად რომ ჩამოვედით, დაახლოებით 5 წლის წინათ, ბათუმი იყო ნანგრევებში. რა თქმა უნდა, კონსტანცამ მოახდინა დიდი შთაბეჭდილება, მაგრამ ამას იმიტომ ვამბობ, რომ უნდა ყველამ გაიგოს, თუ რა გზა გამოვიარეთ. ზოგიერთი იტყვის, ნუ, დიდი ამბავი, მერე რა მოხდა, წაჭამეს ამათ ტვინი ტრაბახითო. დიდი ექსკურსია მოვაწყოთ სკეპტიკოსების, ყველა ეს ქალაქი, რომელიც ჩამოვთვალე, მოვატაროთ და შემდეგ კიდევ ერთხელ დავანახოთ, ის, რაც კეთდება აჭარაში, ჩვენი კონკურენტები არიან კანი, ნიცა, სანტროპე, ბარსელონა, სწორედ მათ უნდა მივბაძოთ და ვნახავთ, რომ შესაძლებელი ყოფილა ამ გზის გავლა. დარწმუნებული ვარ, შესაძლებელია შემდგომი გზის გავლაც, ჩვენი შავიზღვისპირეთის უფრო მეტი ბრწყინვალებისთვის “, -განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...