Jump to content
Planeta.Ge

დღეისთვის 60 000 დევნილია რეგისტრირებული


Recommended Posts

დღეისთვის 60 000 დევნილია რეგისტრირებული

 

ბოლო პერიოდში განვითარებულიმოვლენების შემდეგ საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან დევნილი 60 000 ადამიანია რეგისტრირდა.

 

იძულებით გადაადგილებული პირები ხუთასამდე ობიექტში არიან შესახელულნი.

 

საქართველოს პარლამენტის წევრის კობა სუბელიანის განცხადებით, დევნილტა ახალი ნაკადით ჩასახლებული 300 ობიექტებისთვის საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთების დარიგება თბილისის მერიამ და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ სახელმწიფოს ხარჯებით უზრუნველყო, ხოლო დანარჩენ ობიექტების ჰუმანიტარული დახმარებით მომარაგებას შემოწირულობების საშუალებით ახარხებენ.

 

კობა სუბელიანმა თბილისის მოსახლეობას თხოვნით მიმართა, შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება გაუწიონ ობიექტებში შესახლებულ დევნილებს, რადგან ჰუმანიტარული დახმარების მოძრაობა საჭირო ტემპით ვერ ხერხდება.

 

სუბელიანმა ასევე თხოვნით მიმართა სამშენებლო ობიექტებს, ხელი შეაშველონ სახელმწიფოს დევნილებისთვის განკუთვნილი ობიექტების მოწესრიგებაში, ვინაიდან 500 ობიექტზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებას, სახელმწიფო ერთდროულად ვერ ახორციელებს.

 

http://itnexclusive.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...