Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ფანები საპროტესტო აქციებს იწყებენ


Recommended Posts

http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01650/fans2_1650046c.jpgყველაფერი ეს, რაც ახლა ლივერპულის თავს ხდება, ცუდი სეზონები და ბენიტესის გაშვება, ფანების აზრით, მხოლოდ და მხოლოდ ამერიკელი მფლობელების ბრალია. ისინი გამოდიან ქუჩაში და მოითხოვენ მხოლოდ ერთს: იანკებმა დატოვონ კლუბი, თანაც ახლავე! …

 

ყველა დარწმუნებული იყო, რომ რაფაელ ბენიტესი დარჩებოდა კლუბში, ამაში არც თავად ეპარებოდა ეჭვი და აქტიურად ეძებნდა ახალ ფეხბურთელებს.

 

 

მას შემდეგ, რაც იგი ერთ ღამეს დაიბარეს და აუწყეს, რომ ტრანსფერებისთვის გამოყოფილი თანხა იქნებოდა მინიმალური, მწვრთნელმა თავისი პოსტი დატოვა.  წელისადში საშუალოდ 10 მილიონი ევრო, ეს სწორედ ის თანხა იყო, რასაც ბენიტესს ტრანსფერებისთვის აძლევდნენ. ამის მოთმენას კი ესპანელი აღარ აპირებდა. როდესაც კლუბს სათავეში “ჩელსის” გულშემატკივარი, მარტინ ბრაუტონი უდგას, ალბათ გასაკვირი არც არაფერია … შეიძლება ითქვას, მის დაკისრებულ მოვალეობას სრულებით არ ასრულებს, რადგან ისეთი კლუბი, როგორიც “ლივერპულია” ძნელი გასაყიდი არ უნდა იყოს, მითუმეტეს ისე იაფად, როგორც ამერიკელები აფასებდნენ, სხვა გრანდებთან შედარებით, თუნდაც ავიღოთ “მილანი”, რომელიც ახლა ორჯერ ძვირია “წითლების” გუნდზე. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი, ავტორის აზრია …

 

 

ლივერპულელებმა დაიწყეს აქციები. – რას ითხოვენ ისინი? – ამერიკელების წასვლას! – როდის? – ახლავე!

 

 

500 კაციანმა მომიტინგე ჯგუფმა გუშინ პროტესტის ნიშნად დაწვა ამერიკის დროშები.

http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/06/03/article-0-09E07D08000005DC-274_233x401.jpg

განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ S.O.S. -ის წევრები (Spirit Of Shankley), რომლებიც აქტიურად ითხოვენ ამერიკელების გადაყენებას რაც შეიძლება მალე. მათი თქმით ყველაფერი, რაც ახლა ხდება სწორედ ჯილეტისა და ჰიკსის ბრალია.

 

<p style="text-align: left;">

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...