planetanews Posted June 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2010 http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01365/steven_gerrard_1365600c.jpg რაფაელ ბენიტესი – ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო შეენარჩუნებინა გუნდის ლიდერები. ახლა კი “ლივერპულის” კაპიტანმა შესაძლოა დატოვოს გუნდი. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა ესპანელი სპეციალისტის განთავისუფლების შესახებ, ესპანურმა გამოცემა Marca-მ განაცხადა, რომ სტივენ ჯერარდის “რეალში” გადასვლა გაცილებით რეალური გახდა, ვიდრე აქამდე. “ბლანკოსი” უკვე დიდი ხანია ცდილობს ჯერარდთან აწარმოოს მოლაპარაკებები, მაგრამ 50 წლის ესპანელი სპეციალისტის დიდი წინააღმდეგობის შედეგად ამას აქამდე ვერ ახერხებდა, ახლა კი გზა ხსნილია. ბენიტესის განთავისუფლების შემდეგ, მრავალ ესპანურ და ბრიტანულ პრესაში გამოჩნდა შესაძლო ტრანსფერის ახალი დეტალები: ფლორენტინო პერესი 30 მილიონ ევროს იხდის 30 წლის ფეხბურთელში, “ლივერპულის” ხელმძღვანელობა კი მზადაა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და განიხილოს ეს შემოთავაზება. თავად ფეხბურთელი კი, რომელიც უარზეა დატოვოს მშობლიური კლუბი სხვა ინგლისური კლუბის გამო, არ უარყობს მადრიდის “რეალს”. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts