Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) “ლივერპული” არ ჩქარობს


Recommended Posts

http://static.guim.co.uk/sys-images/Guardian/Pix/pictures/2009/5/21/1242896579037/Martin-Broughton-the-CBI--002.jpg

 

ინგლისური “ლივერპული” ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნას შეუდგა, თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობა ამ საკითხის გადაწყვეტას არ ჩქარობს.მათი განცხადებით, გუნდის დამრიგებლის ვინაობას კარგად მოფიქრების შემდეგ დაასახელებენ.

ლივერპულელებმა, ექვსწლიანი მუშაობის შემდეგ რაფაელ ბენიტესის გათავისუფლება ოფიციალურად ხუთშაბათს დაადასტურეს. მის შესაძლო შემცვლელად რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ჰოლანდიელი გუს ჰიდინკი სახელდება.

აღსანიშნავია, რომ “ლივერპულის” გულშემატკივრებმა, კლუბის მფლობელთა წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ამერიკელების – ტომ ჰიკსისა და ჯორჯ ჯილეტის მმართველობის პერიოდში, “წითლების” ვალი 351 მილიონ გირვანქამდე გაიზარდა.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...