Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - მოძრაობა “წინ” თავისუფლების ინსტიტუტს პროვოკაციებისგან ტავის შეკავებას ურჩევს


Recommended Posts

ახალგაზრდული მოძრაობა “წინის” თავმჯდომარე ზუკა ჩაჩანიძის განცხადებით, ბოლო დროს გააქტიურებულ ბრძოლას “თავისუფლების ინსტიტუტის” წინააღმდეგ ტელეკომპანია “იმედის” მხრიდან შესაძლო პროვოკაციის მცდელობა მოჰყვა.

 

“იმედის ჟურნალისტებმა, გადაცემა “სიმართლის დროსათვის” ინტერვიუს ჩაწერა შემომთავაზეს. ინტერვიუ კი ირაკლი დეისაძესთან ერთად უნდა ჩაწერილიყო ღამის პირველ საათზე,” – განაცხადა ზუკა ჩაჩანიძემ.

 

მისივე თქმით, კითხვაზე, თუ რატომ მაინცდამაინც ღამის პირველ საათზე, მათ პასუხი არ გაუციათ.

 

“ჩვენ ახალგაზრდები, რომლებიც გავერთიანდით სარწმუნოებისა და ეროვნული ღირებულებების და ფასელობების დასაცავად ბრძოლაში, ნურავინ ნუ შეეცდება ჩვენს ჩათრევას წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციებში. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება “თავისუფლების ინსტიტუტს”, – განაცხადა ზუკა ჩაჩანიძემ.

 

შეხვედრა “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ოფისში” გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ შეკრებილი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული მოძრაობები 7 მაისს ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის დროს დაპატიმრებული ახალგაზრდების გათავისუფლებას მოითხოვენ.

 

მათ დაკავებაში კი “თავისუფლების ინსტიტუტს” ადანაშაულებენ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...