Jump to content
Planeta.Ge

კოკა გუნძაძე აბობოქრდა

Recommended Posts

კოკა გუნცაძე "ალიანსს" "გარანტირებული დამარცხების დაგეგმვაში" ადანაშაულებს .

"ალიანსიდან" წასვლის შემდეგ კოკა გუნცაძემ "დაიცავი საქართველოს" ოფისში პირველი განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ყოველთვის მიაჩნდა, რომ ქვეყანას მართავს რეპრესირებული რეჟიმი და ამ რეჟიმის დამსხვრევა შესაძლოა მხოლოდ ოპოზიციური ერთობით.

"არჩევნები ყოველთვის დარჩება დღის წესრიგის აუცილებელ შემადგენელ ნაწილად, მაგრამ მოცემულ პირობებში გამარჯვება შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთიანობით, ერთიანი ფრონტით და კანდიდატით. "ალიანსმა" ვერ უზრუნველყო ერთიანობა, საერთო ეროვნული თანხმობა და თავად არ აღმოაჩნდა საკმარისი ძალა, რათა ჩამოყალიბებულიყო ხელისუფლების ალტერნატივად", – აღნიშნა კოკა გუნცაძემ.

მისივე თქმით, არასოდეს მოუთხოვია გარანტირებული გამარჯვება, მაგრამ არასოდეს გახდებოდა გარანტირებული დამარცხების ნაწილი.

"შეიძლება, დამარცხდე ღირსეულად, უთანასწორო ბრძოლაში, მაგრამ ფაქტია, არ შეიძლება დაგეგმო დამარცხება და ხალხს გამარჯვებას დაპირდე. მით უმეტეს, მე ვერ გავხდებოდი მოდელირებული გამარჯვების ნაწილი. მთავარი, რასაც ვებრძოდით მე და ჩემი მეგობრები ამ ხნის პერიოდში, ეს იყო მუდმივი სიმულაცია და იმიტაცია ხელისუფლების მხრიდან", – აღნიშნა გუნცაძემ.

კოკა გუნცაძის თქმით, ხალხს ყველამ უნდა აუხსნას, რომ თუ არჩევნები გაყალბდა, რატომ არის ის დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი; თუ არჩევნები ფალსიფიცირებული არ არის, მაშინ რატომ აქვს თბილისში "ალიანსს" ამომრჩეველთა ხმების 19%, ხოლო საქართველოში - 9% და შესაბამისად, ოპოზიციურად განწყობილი თბილისის ხელისუფლებისთვის ჩაბარება რატომ არის გამოცხადებული გამარჯვებად.

http://new.interpressnews.ge/ge/politika/136575-koka-guncadze-qalianssq-qgarantirebuli-damarckhebis-dagegmvashiq-adanashaulebs.html

პ.ს. არ იქცევა ეს კაცი ლამაზად... ნოღაიდელის ფულებ მოუნდა და...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დეპრეს,რა დაპირებები გააკეთა ალიანსმა არჩევნების წინ,ხალხი რომ გაჰყოლოდა?

გუნცაძე რას ამბობს,მკიდია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაა მარტლაც რომ პროსტიტუციაზე უარესია ეს პოლიტიკოსობა.....ბავშვობიდან ვიცნობო ახლობელი ეს წლები სულ აქებდა მაგ ბიჭს....ამდროს კი პოლიტიკურ ცირკთან დადგა კაბააწეული :(
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დეპრეს,რა დაპირებები გააკეთა ალიანსმა არჩევნების წინ,ხალხი რომ გაჰყოლოდა?

გუნცაძე რას ამბობს,მკიდია.

კიდევ ოდნავ მოითმინეთ და გამართლდება ალბათ ის რასაც არჩევნების წინ ვწერდი. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"მე ვხედავ მზეს, როცა შენ ვერ გხედავ". :givi:

:) ბევრი თემა იხსნება, ალიანსმა რაჰქნა ჰა, გვიღალატა, ძალით წააგო თუ საერთოდ დაუკარგა ხალხს ბრძოლის წყურვილი?

გუბაზა ჯიგარი ტანკი რას იზამს, დაეტაკება მიშას და გაჭლიტამს? :givi:

ეხლა ვის ვეძებთ არის ჰორიზონტზე რამე ამომავალი ვარსკლავი?

ბოლო-ბოლო შეიქმნება ამ ნამსხვრევებისგან რამე ნორმალური ძალა, რამე პარტია ან თუ გნებავთ რომელიმე პარტია გამოვა და იტყვის "აგერ ვართ ჩვენ, ვაღიარებთ ძველ დანაშაულს და შეცდომებს".

მოკლედ ესენი კაი ბოზი ქალებივთ არ გაიტეხენ იხტიბარს. ყველა მართლალია ბლინ, ყველამ ყველაფერი იცის და საბოლოო ჯამში დურდომია და ქაოსი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაა მარტლაც რომ პროსტიტუციაზე უარესია ეს პოლიტიკოსობა.....ბავშვობიდან ვიცნობო ახლობელი ეს წლები სულ აქებდა მაგ ბიჭს....ამდროს კი პოლიტიკურ ცირკთან დადგა კაბააწეული :(

გენიალურია :018:

კოკა გუნცაძეს პოლიტიკოსობა არ გაიშვას რა არსად..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

დეპრეს,რა დაპირებები გააკეთა ალიანსმა არჩევნების წინ,ხალხი რომ გაჰყოლოდა?

თქვენ ხმებს დავიცავთო...ძალიან კარგად მახსოვს...200ზე მეტი სარჩელია შეტანილი...ყოვედღიურად ახალ-ახალი ინფო მოდის გაყალბებების შესახებ...და ვიღაცას ესენი მწარედ მოხვდება ცხვირში...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

დეპრეს ერთ რამეს ვერ ვიგებ რა.

მე რატომ ვიცოდი კვირას სჰუადღისას ( შეგიძლია გადაამოწმო როდის გავხსენი თემა ), რა და როგორ ხდებოდა.

და ამოდენა ალიანსმა თურმე არ იცოდა? :D

არ მჯერა.

და ვიღაცას ესენი მწარედ მოხვდება ცხვირში...

არჩევნები შედგაო მე ხომ არ მითქვამს? :)

აწი კარგად...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

მე რატომ ვიცოდი კვირას სჰუადღისას ( შეგიძლია გადაამოწმო როდის გავხსენი თემა ), რა და როგორ ხდებოდა.

და ამოდენა ალიანსმა თურმე არ იცოდა?

ერთია იცოდი, მეორეა დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტები...

dire

არჩევნები შედგაო მე ხომ არ მითქვამს?

არც ალასანიას! კარგად მოუსმინე!

თქვენმა შეფასებამ შემდგარ არჩევნებთან დაკავშირებით, ბევრი მითქმა–მოთქმა გამოიწვია. მართლა თვლით, რომ ეს არჩევნები დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო?

–ეს არჩევნები ზოგადად საზოგადოებისთვის არის წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენ პროცესები ქუჩის დაპირისპირებიდან საარჩევნო პროცესებში გადმოვიტანეთ და ეს არის გამარჯვება. რაც შეეხება თვითონ არჩევნების შეფასებას, ეს იყო არასამართლიანი არჩევნები, რადგან ხელისუფლებამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ კიდევ არჩევნებამდე გამოიყენა უპრეცედენტო მასშტაბების ადმინისტრაციული თუ ფინანსური რესურსი და მედიაკონტროლი, რის გამოც კანდიდატები უსამართლო პირობებში იყვნენ ჩაყენებულნი.

http://presa.ge/index.php?text=news&i=11247

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

15:48 04-06-2010

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, სამწუხაროა, რომ არჩევნებში გარკვეული წარმატებისა და, როგორც ოპოზიციის ლიდერის წარმოჩენის გამო, "ალიანსს", ხელისუფლების გარდა, ყოფილი თანაგუნდელებიც დაუპირისპირდნენ.

როგორც ცისკარიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, უკვე ნათელია, რომ ალასანიასა და "ალიანსის" კრიტიკა აღმოჩნდება ის პლატფორმა, რომლის საფუძველზეც ახალი ოპოზიციური ერთობის ჩამოყალიბდება იგეგმება.

მისივე აზრით, კოკა გუნცაძის მიერ "ალიანსის" ხმაურიანად დატოვება თვითონ მას ვერ წარმოადგენს სერიოზულ საყრდენად იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომელშიც გაერთიანებას სამომავლოდ აპირებს.

პოლიტოლოგის თქმით, გუნცაძის მხრიდან "ალიანსის" ხმაურიანი დატოვება გაუგებარია იმ ფონზე, როცა საზოგადოება "ალიანსიდან" კარის გაჯახუნების საფუძველს ვერ ხედავს.

მისივე თქმით, ერთი პოლიტიკური ჯგუფიდან მეორეში გადაბარგებას არავინ არავის არ უკრძალევს, მაგრამ "ალიანსის" მისამართით კრიტიკული განცხადებების გაკეთება მხოლოდ იმათ ინტერესში შეიძლება იყოს, ვისთვისაც არჩევნების შედეგებით ოპოზიციის ლიდერად ალასანიას ჩამოყალიბება მიუღებელია.

"პოლიტიკოსებს ავიწყდებათ, რომ შემდეგ არჩევნებამდე ქვეყანაში პოლიტიკური გვალვის დრო დგება და ერთმანეთის წინააღმდეგ ამგვარი განცხადებების კეთება თავად პოლიტიკოსისთვის იქნება საზიანო", _ აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.

აქ ერთი მომეტია საინტერესო.

წარმოიდგინეთ ის რომ ალასანიას არჩევნები მოეგო და ეხლა თბილისის მერი ყოფილიყო.

გეუბნებით ასიანი დაერხეოდა ალასანიას და ალიანსაც.

შეიძლება უფრო უარესი ამბე ამტყდარიყო.

მოკლედ არ აღმოჩნდა ეს ალიანსი "ალიანსი".

პ.ს. ალასანია შეეშვი პოლიტ-მომთაბარე ცხოვრებას. ჩამოაყალიბე პარტია და გააკეთე კარგი გუნდი. შეცადე აარიდო თავი ბელადათ წარმოჩენას.

პირველ რიგში მოიცილე ის ქალები რომ გყავს (Facebook-ზე ვნახე) ყოფილი თანამშრომლები საელჩოდან. ესენი უფრო გიფუჭებენ სახელს ვიდრე რეკლამას აკეთებენ.

პიარის გაგებაში არაა ეს ხალხი ვინც გვერდში გიდგას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

16:11 04-06-2010

ნინო ბურჯანაძე ოპოზიციაზე "პოლიტიკურად ნაწყენია".

ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა "პრაიმთაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციამ დაუშვა შეცდომა, რადგან საარჩევნოდ ფოკუსირებული იყო თბილისზე და რეგიონები, პრაქტიკულად, გადააბარა ხელისუფლებას..

"ეს არა მარტო საწყენი, არამედ ტრაგედიაა. ოპოზიციამ თავისი ქმედებებით სააკაშვილის რეჟიმს პოლიტიკური სიცოცხლე გაუხანგრძლივა. რა მოიგო იმით ოპოზიციამ, რომ ადგილობრივი არჩევნები ვადაზე სამი თვით ადრე ჩატარდა?", – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე აზრით, ოპოზიციამ საზოგადოებას მისცა ცრუ დაპირებები, რომ გაიმარჯვებდა და ხელისუფლებას შეცვლიდა, რაც ვერ მოახერხა.

"არათანმიმდდევრულობა იყო ყველაზე დიდი პრობლემა, რამაც საზოგადოებაში ნიჰილიზმი გამოიწვია. ოპოზიცია ებრძოდა არა ხელისუფლებას, არამედ ერთმანეთს ოპოზიციაში ადგილის მოსაპოვებლად", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ითანამშრომლებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ვინც რეალურად იბრძვის ხელისუფლების შესაცვლელად და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად.

"კონსულტაციები მიდის ყველასთან, თუმცა ალიანსის შექმნაზე არ ვსაუბრობთ. ხელისუფლების შეცვლა ალიანსის შექმნის აუცილებლობას არ გულისხმობს. მნიშვნელოვანია, ყველანი სახალხო კრების ფორმატში გავერთიანდეთ, ცალკე პოლიტიკური ბლოკის ჩამოყალიბებას არ ვაპირებ", -აღნიშნა ბურჯანაძემ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

რაც შეეხება თვითონ არჩევნების შეფასებას, ეს იყო არასამართლიანი არჩევნები, რადგან ხელისუფლებამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ კიდევ არჩევნებამდე გამოიყენა უპრეცედენტო მასშტაბების ადმინისტრაციული თუ ფინანსური რესურსი და მედიაკონტროლი, რის გამოც კანდიდატები უსამართლო პირობებში იყვნენ ჩაყენებულნი.

ეს და

–ეს არჩევნები ზოგადად საზოგადოებისთვის არის წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენ პროცესები ქუჩის დაპირისპირებიდან საარჩევნო პროცესებში გადმოვიტანეთ და ეს არის გამარჯვება

ეს რაღაც აბსურდია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...