Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge თბილისის პროგრესი


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/economist.jpg

 

ლოკალური არჩევნები ლოკალურ საკითხებზე და არანაირი ლანძღვა-გინება

 

მუნიციპალური არჩევნები ისეთ ქვეყანაში, სადაც 5 მილიონზე ოდნავ ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, იშვიათად იპყრობს ხოლმე უცხოური მედიის, მსოფლიოს პოლიტიკოსების და საერთაშორისო დამკვირვებლების ყურადღებას, მაგრამ თუკი რომელიმე არჩევნები ამ მხრივ იმსახურებს იყოს გამონაკლისი, ეს საქართველოს არჩევნებია – ადგილი სადაც 2003 წელს „ვარდების რევოლუცია“, ორი წლის წინ კი რუსეთთან ხანმოკლე ომი იყო და დღემდე ეკალივითაა გაჩხერილი რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებში.

 

ეს არჩევნები საქართველოს პოლიტიკური ტემპერატურის გამოცდად, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რეფერენდუმად და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების რეპეტიციად გამოცხადდა. ის მოიცავდა თბილისში მერის პირველ პირდაპირ არჩევნებს – ქალაქში რომელსაც ქართული პოლიტიკის ბევრი წარმატება და მარცხი უკავშირდება. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ბატონმა სააკაშვილმა მთლიანობაში გაიმარჯვა, თუმცა ვერ მიიღო დედაქალაქის ამომრჩევლების მხარდაჭერა.

 

ამჯერად თბილისის მერმა და ბატონი სააკაშვილის ახლო მოკავშირე გიგი უგულავამ, ხმების 55%-ით მეორე ვადით გაიმარჯვა. მისმა მთავარმა მეტოქემ, ახალგაზრდა და პატივსაცემმა ყოფილმა დიპლომატმა ირაკლი ალასანიამ, ხმების 20%-ზე ნაკლები მოიპოვა.

 

არჩევნები იდეალური არ ყოფილა (მოქმედი მერის მხარდასაჭერად აშკარად იქნა გამოყენებული სახელმწიფო სახსრები), თუმცა საქართველოსთვის ის მაინც ყველაზე სამართლიანი გახლდათ. ბატონი ალასანია ამბობს, რომ მთავრობამ მისი ფინანსური მხარდამჭერი დააშინა, თუმცა აღიარებს რომ კამპანიის სატელევიზიო გაშუქება დაბალანსებული იყო. მთავრობა ოპოზიციასთან ერთად მუშაობდა ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებაზე, თუმცა ცოტა რამ დათმო.

 

ბატონი უგულავას გამარჯვების მიზეზი სერიოზულია: ადამიანების უმრავლესობა გრძნობს, რომ მთავრობა ადგილობრივ პრობლემებს კარგად აგვარებს. მან დააგო გზები, უზრუნველყო ელექტროენერგიით მომარაგება და ფაქტობრივად მოსპო პოლიციის კორუფცია, მაგრამ მთავრობის საქმიანობას უფრო მაღალი შეფასება აქვს, ვიდრე თავად სააკაშვილს. ეს შესაძლოა ბატონი ალასანიას უპირატესობაცაა, რომელიც ბევრის თვალში მშფოთვარე სააკაშვილზე უკეთესი ვერსიაა და რომელიც როგორც სჩანს, სამი წლის შემდეგ პრეზიდენტად იყრის კენჭს.

 

და მაინც, ამ არჩევნების მთავარი შედეგი საქართველოს პოლიტიკურ კულტურაში ცვლილებაა. ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც უპირატესობას ქუჩის პოლიტიკას ანიჭებენ და ერთი წლის წინ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით თბილისის ქუჩებში კარვები გაშალეს, მარგინალიზებულები არიან. მერობის ეს ორი კანდიდატი კამპანიას არა ერთმანეთის ლანძღვა- გინებით და ჩხუბით, არამედ ისეთი საკითხების ირგვლივ აწარმოებდა, როგორებიცაა დასაქმების და ჯანდაცვის პრობლემები.

 

„ჩვენ იმის დემონსტრირება მოვახდინეთ, რომ მთავრობის გამოწვევა მხოლოდ არჩევნების გზით შეიძლება. ნებისმიერი სხვა რამ ქაოსის და ანარქიის მომტანია“ – ამბობს ბატონი ალასანია. ქვეყანაში სადაც საპრეზიდენტო ხელისუფლება მშვიდობიანად არასდროს შეცვლილა საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ, ამგვარი რეპლიკა რეალური პროგრესის მაჩვენებელია.

 

საქართველოს ბობოქრობისთვის ბევრი ობიექტური მიზეზი გააჩნდა: ომი რუსეთთან, ქუჩის საპროტესტო აქციები და მარტში, პრო-სამთავრობო ტელევიზიის უგუნური გადაწყვეტილება, როდესაც მან ეთერში მოდელირებული  რეპორტაჟი გადასცა რუსეთთან მორიგი „ომის“ შესახებ, ისე რომ მაყურებელი სიყალბის შესახებ არ გაუფრთხილებია. ასეთ პირობებში, ქვეყანას თავი საკმაოდ კარგად უჭირავს, თუმცა ყველაფერი არც ისე უსაფრთხოდაა. კვლევებმა ცხადყო, რომ საქართველოს გადაუდებელი პრობლემები – სამუშაო ადგილები და მათი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა, ორი რამ რისი მოგვარებაც მთავრობას გაუჭირდება.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...