planetanews Posted June 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2010 პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქართული მხარე ითანამშრომლებს ყველა დაინტერესებულ ქვეყანასთან ასევე წარმომადგენელს აგზავნის ესპანეთში, რათა შედგეს მჭიდრო კონტაქტი და გაღრმავდეს თანამშრომლობა ესპანელ სამართალდამცველებთან ორგანიზებულ დანააშაულის წინააღმდეგ ერთობლივად ბრძოლის წარმოებაში. ეს განცხადება სააკაშვილის სახელით პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგაკლაძემ დღეს გააკეთა. მისივე თქმით ჩატარებული სპეცოპერაციის გამო საქართველოს პრეზიდენტი მადლობას უხდის იმ პოლიციელებს, რომლებიც ჩართული იყვნენ და მონაწილეობდნენ ამ ოპერაციაში. 3 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დამნაშავეთა კარგად ორგანიზებული ჯგუფი, რომელსაც სამართალდამცავების ცნობით, ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან - პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერებები შემოქონდათ. შემოსული კოკაინი ფოთის პორტიდან ფარულად ქუთაისში იყრიდა თავს, საიდანაც კოკაინი გარკვეული პერიოდის შემდეგ მცირე პარტიებით უკვე სარფის გავლით თურქეთში გადაჰქონდათ. შემდეგი მარშუტი კი ევროპაში იყო. ამჯერად საქართველოში შემოტანილი კოკაინი გემზე ჯართში იყო დამალული. სამართალდამცველებმა 3 ივლისს გეგუთში ერთერთი ეჭვმიტანილის სახლის ეზოში სათბურში დამარხული მილიონ შვიდასიათასი ევრო ამოიღეს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ამოღებული თანხა, რომელიც მილიონ შვიდასიათას ევროს შეადგენს, მოხმარდება პირველკლასელებისთვის კომპიუტერების შეძენას. ქართველი სამართალდამცველები დღეს დილით ესპანეთში გაემგზავრნენ, სადაც გამართავენ შეხვედრებს თავიანთ ესპანელ კოლეგებთან, რათა მოხდეს ნარკოტრაფიკის ერთერთი მთავარი ორგანიზატორის ნუგზარ ბოჭორიშვილის დაკავება. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts