Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- ოპოზიციის ერთი ნაწილი თბილისში, გულაშვილი კი მოსკოვიდან იმუქრება


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/download-8-300x209.png“სახალხო მართლმადიდებლურმა მოძრაობამ” პირობა შეასრულა და არჩევნების დასრულებისთანავე,  “მართლმადიდებელი ვარ მეც! დამაპატიმრეთ!” – ამ ლოზუნგით  ”თავისუფლების ინსტიტუტის” შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა. საგულისხმოა, რომ ამ აქციას “კონსერვატიული”, “ლეიბორისტული”, პარტია “თავისუფლების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა 7 მაისს ტელეკომპანია “კავკასიის” დარბევასთან დაკავშირებით დაპატიმრებული “სახალხო მართმლმადიდებლური მოძრაობის” და “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრების გათავისუფლებას მოითხოვეს. პარტია “თავისუფლების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის, ლადო სადღობელაშვილის განცხადებით, ისინი მიმართვას პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნიან. “ჩვენ ასევე თხოვნით მივმართავთ პატრიარქს, რომ ჩაერიოს და დაგვეხმაროს ამ საკითხის გადაწყვეტაში. იმ ბიჭების გათავისუფლებაში, რომლებიც “თავისუფლების ინსტიტუტის” პატიმრები არიან”, – განაცხადა სადღობელაშვილმა.

 

მართლმადიდებლობას ამოფარებული ორგანიზაციებისა და “კრემლთან დაახლოებული” პარტიების მიერ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას, საეჭვოდ დაემთხვა ოკუპირებული ტერიტორიის გავლით, მოსკოვში გაქცეული, გაზეთ “ჯორჯიან თაიმსისისა” და “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” დამფუძნებლის, მალხაზ გულაშვილის პირდაპირი ჩართვა მოსკოვიდან ტელეკომპანია “მაესტორს ეთერში.

 

“ჩემი გააქტიურება საქართველოში მიმდინარე პროცესებმა განაპირობა. ეს არის აგდებული დამოკიდებულება ქართული სარწმუნოების, ეკლესიის, ტრადიციების მიმართ. ქრისტიანები 21-ე საუკუნეშიც იდევნებიან”, – განაცხადა ტელეკომპანია “მასეტროში” მოსკოვიდან ჩართვისას გულაშვილმა. მისივე თქმით, იგი მოძრაობის ფილიალს ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში დააფუძნებს. ასევე გულაშვილი “საერთაშორისო მართლმადიდებელ ხალხთა ლიგის” ჩამოყალიბებას გეგმავს, რომელშიც ჟურნალისტები, პოლიტოლოგები და საზოგადოებისათვის ცნობილი წარმომადგენლები შევლენ.

 

გულაშვილს არ დაუკონკრეტებია, ვინ იგულისხმა იმ ჟურნალისტებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებში, ვინც “საერთაშორისო მართლმადიდებელ ხალხთა ლიგაში” გაწევრიანდებიან. სამაგიეროდ გულაშვილს არ გასჭირვებია, იმ პოლიტიიკური პარტიების ჩამოთვლა, ვისთანაც ითანამშრომლებს. გულაშვილმა  ”სასურველ მოკავშირეებად” “კონსერვატორები”, “ლეიბორისტები” და “თეთრები” დაასახელა.

 

“ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისთვისაც მართლმადიდებლური საქართველოს შექმნა საფუძველთა საფუძველი იქნება. ერთად ვიბრძოლებთ, რათა საქართველო სატანის მარწუხებისგან გავათავისუფლოთ~, – განაცხადა გულაშვილმა. მისივე თქმით, მართლმადიდებლობის მთავარი მტერი დღეს “თავისუფლების ინსტიტუტია”, რომელიც “ისევე მართავს საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ამას თავის დროზე “ცეკა” და”კომპარტია” აკეთებდნენ”.

 

გულაშვილი საქართველოს გათავისუფლებას “სატანის მარწუხებისგან” კრემლის დახმარებით გეგმავს, თუმცა როგორც მან ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში მოსკოვიდან ჩართვისას განაცხადა, რუსეთში ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

 

რადგან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა, კრემლთან დაახლოებულ ოპოზიციის ნაწილს, საპროტესტო აქციების ტალღის აგორების საბაბი არ მისცა, რუსული გეგმის განსახორციელებლად, დღის წესრიგში კვლავ რელიგიური გრძნობებით მანიპულირება დადგა.

 

რომან ქევხიშვილი

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...