FIORENTINO Posted August 16, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 16, 2008 სამეგრელოში რუსეთის ოკუპაციური ჯარები პოზიციებს ინარჩუნებენ მიხეილ სააკაშვილის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მიუხედავად რუსეთის ოკუპაციური ჯარები სამეგრელოში კერძოდ ზუგდიდში, წალენჯიხაში, სენაკსა და ფოთში პოზიციებს ინარჩუნებენ. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს რეგიონების გამგეობიდან მიაწოდეს. ცნობისათვის: ზუგდიდში რუსი სამხედროები პოლიციის შენობაში, ქართველთა სამშვიდობო შტაბში და სამთავრობო სახლში იმყოფებიან. წალენჯიხაში კი სოფელ ფოცხოში კაშხალის ტერიტორიაზე, ჭალასა და ფახულანში. ასევე ფოთის პორტში სასაზღვრო ბაზაზე. ხოლო სენაკში სოფელ თეკლათში, მენჯსა და სენაკის სამხედრო აეროდრომის ასაფრენ ბილიკზე არიან დაბანაკებული. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.