Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ბენიტესი – მნიშვნელოვანი თარიღები…


Recommended Posts

http://fc02.deviantart.net/fs44/i/2009/092/7/c/Rafa_Benitez_by_LittleChief87.png

 

სამწუხაროდ დასრულდა რაფა ბენიტესის 6 წლიანი კარიერია ლივერპულში. მოდით ერთად გადავხედოთ მის ისტორიას და მნიშვნელოვან თარიღებს…

 

16 ივნისი 2004 წელი

 

ლივერპულმა ოფიციალურად დანიშნა ვალენსიას ყოფილი მენეჯერი – რაფაელ ბენიტესი ლივერპულელთა ისტორიაში 17-ე მთავარ მწვრთნელად

 

26 ივნისი 2004 წელი

 

პირველი შენაძენი – ჯოსემი, მალაგადან 2 მილიონად…

 

10 აგვისტო 2004

 

პირველი მატჩი ლივერპული მენეჯერის რანგში – ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის მესამე რაუნდზე “გრაზერთან” ა 2-0

 

14 აგვისტო 2004

 

პირველი შავი ლაქა ლივერპულში მოსვლის შემდეგ – ოუენი მადრიდის რეალში გადავიდა

 

20 აგვისტო 2004

 

ლივერპულის ახლო ისტორიის ორი გამორჩეული ფეხბურთელის ტრანსფერი – ალონსო და ლუის გარსია, ბარსელონადან და რეალ სოსიედადიდან… რაფას მეორე და მესამე შენაძენები…

 

http://images.icnetwork.co.uk/upl/liverpoolecho/jul2009/9/1/image-3-for-liverpool-fc-s-xabi-alonso-image-gallery-gallery-490386100.jpg

 

12 დეკემბერი 2004

 

უმნიშვნელოვანესი მატჩი ოლიმპიაკოსთან, სადაც ლივერპულს ორი გოლის სხვაობით გამარჯვება სჭირდებოდა ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფში გასასვლელად. პირველი ტაიმის შემდეგ კი 0-1 ს აგებდა. თუმცა მერსესაიდელებმა მატჩი შემოაბრუნეს და 3-1 გაიმარჯვეს

 

13 იანვარი 2005

 

ბენიტესი მადრიდის რეალიდან 6,3 მილიონად ყიდულობს ფერნანდო მორიენტესს

 

18 იანვარი 2005

 

ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მარცხი – ჯიმი ტრაორეს ავტოგოლის წყალობით ბარნლიმ 1-0 მოუგო ლივერპულს ინგლისის ფა თასზე

 

27 თებერვალი 2005

 

ლივერპულმა 3-2 დაამარცხა დამატებულ წუთებზე ჩელსი, კარლინგის თასის ფინალში…

 

5 აპრილი 2005

 

ლივერპულმა მერვედფინალში დაამარცხა იუვენტუსი და გასული წლის ფინალისტი გამოთიშა ჩემპიონთა ლიგას…

 

3 მარტი 2005

 

ლივერპული ძალიან მძიმე მატჩში 1-0ს ამარცებს ჩელსის და გადის ჩემპიონტა ლიგის ფინალში!

 

25 მაისი 2005 წელი

 

უდიდესი დღე ლივერპულის ისტორიაში და ბენიტესის კარიერაში. პირველი ტაიმის 3-0 წაგების შემდეგ ლივერპულმა მილანს მეორე ნახევარში 3 გოლი გაუტანა და პენალტების სერიაშიც გამარჯვება მოიპოვა… მეხუთე თასი მერსესაიდელებისთვის!

 

http://i.dailymail.co.uk/i/pix/2009/03/19/article-0-02A513900000044D-505_468x286.jpg

 

4 ივლისი 2005

 

ბენიტესს ლივერპულში 6 მილიონად გადმოყავს ვილიარეალის მეკარე – პეპე რეინა

 

7 ივლისი 2005

 

7 მილიონად რაფა ყიდულობს საუთჰემპტონის ფორვარდს – პიტერ კრაუჩს

 

15 დეკემბერი 2005

 

ლივერპულმა 11 მატჩიანი რეკორდი დაამყარა საკუთარი კარის მშრალად შენახვაში. მერსესაიდელთა ისტორიაში ბენიტესის მიღწევა საუკეთესო იყო…

 

18 დეკემბერი 2005

 

ლივერპული მარცხდება სან პაულოსთან 1-0, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე…’

 

27 იანვარი 2006

 

ბენიტესი რობი ფაულერს აბრუნებს ლივერპულში, თავისუფალ აგენტად მანჩესტერ სიტიდან…

 

http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/05/12/article-1277822-041951430000044D-814_468x325.jpg

 

21 მარტი 2006 წელი.

 

ლივერპული გადის ინგლისის ფედერაციის თასის ნახევარფინალში, მას შემდეგ რაც 7-0 დაამარცხა ბირმინგემი

 

22 აპრილი 2006

 

რაფას და მაურინიოს დუელი ბენიტესის გამარჯვებით დასრულდა და 2-1 მოგების შემდეგ ლივერპულის ინგლისის ფედერაციის თასის ფინალში გავიდა

 

13 მაისი 2006

 

ლივერპულმა კვლავ დაძაბულ ბრძოლაში, 3-3ის შემდეგ პენალტების სერიაში მოიპოვა გამარჯვება და დაეუფლა ინგლისის ფედერაციის თასს

 

13 აგვისტო 2006

 

ლივერპულმა კვლავ 2-1 დაამარცხა ჩელსი და ქომუნითი შილდის მფლობელი გახდა…

 

18 აგვისტო 2006

 

ბენიტესს ლივერპულში დირკ კიუიტი გადმოჰყავს ფეინოორდიდან 9 მილიონად…

 

http://www.dirkkuytofficialwebsite.com/Images/1995/dirk_kuyt_liverpool_rafael_Benitez_melwood.jpg

 

 

პ.ს. 2007-2010

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...