planetanews Posted June 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 3, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/03-300x225.jpgმალხაზ გულაშვილი ყველა პოლიტიკურ ძალასათან ითანამშრომლებს, ვისთვისაც მართლმადიდებლური ღირებულებები უმთავრესია. ამის შესახებ “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” ლიდერმა მალხაზ გულაშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში მოსკოვიდან ჩართვისას განაცხადა. გულაშვილმა შესაძლო და სასურველ მოკავშირეებად “კონსერვატორები”, “ლეიბორისტები” და “თეთრები” დაასახელა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> “ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისთვისაც მართლმადიდებლური საქართველოს შექმნა საფუძველთა საფუძველი იქნება. ერთად ვიბრძოლებთ, რათა საქართველო სატანის მარწუხებისგან გავათავისუფლოთ~, – განაცხადა გულაშვილმა. მისივე თქმით, მართლმადიდებლობის მთავარი მტერი დღეს “თავისუფლების ინსტიტუტია”, რომელიც “ისევე მართავს საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ამას თავის დროზე “ცეკა” და”კომპარტია” აკეთებდნენ”.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> გულაშვილის განცხადებითვე, რუსეთში ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ’საქართველოსთან, კავკასიასთან ურთიერთობაზე რუსეთში ჯერ არ ჩამოყალიბებულან. ის გვარები, ვისთანაც მე შეხვედრა მქონდა მოსკოვში, თქვენთვის არაფრისმთქმელია. თუმცა, მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები, პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლებიც”, -აღნიშნა გულაშვილმა. IPN Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts