Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- ნინო ბურჯანაძე ძალებს “ალიანსის” ხარჯზე იკრებს


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/02/alasania_516739956-300x235.jpgთვითმმართველობის არჩევნებმა, “ჭექა–ქუხილის“ გარეშე ჩაიარა. უკვე ცნობილია ცესკოს წიმნასწარი შედეგებიც, რომლის მიხედვით, თბილისის მერი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი, გიგი უგულავა გახდა. სახელისუფლებო კანდიდატის, გიგი უგულავას მთავარმა კონკურენტმა, “ალიანი საქართველოსთვის” მერობის კანდიდატმა, ირაკლი ალასანიამ 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხება აღიარა და გიგი უგულავას ამომრჩეველს, წინასაარჩევნოდ მიღებული დაპირებების ასრულება უსურვა.

 

“თბილისში არჩევნები შედგა. თბილისელებმა არჩევანი უკვე გააკეთეს. მე პატივს ვცემ ყველა იმ მოქალაქის თავისუფალ არჩევანს, ვინც ჩემს ოპონენტს დაუჭირა მხარი. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველამ, ვინც ამ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, საქართველოში ახალი პოლიტიკური აზროვნებს ჩამოყალიბებადს ჩაუყარა საფუძველი,  თავად ალიანსი კი უალტერნატივო, მთავარ პოლიტიკურ ძალად გამოიკვეთა. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და სწორედ ახლა გადავდივართ ბრძოლის ახალ, ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე. ვიბრძოლებთ როგორც საარჩევნო სისტემის სრულყოფისათვის, ასევე ქვეყანაში არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად და ხალხის იმედებს აუცილებლად გავამართლებთ. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დიდი წარმატებით დასრულდება” – განაცხადა ალასანიამ.

 

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/sozar.subari-08-09-09-newalliance-300x249.jpgდამარცხების აღიარების შემდეგ, ალიანსში ბზარი გაჩნდა. “ალიანსის“რიგები დატოვეს, სოზარ სუბარმა ირაკლი ბათიაშვილმა და კოკა გუნცაძემ.  სუბარმა აღნიშნა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მან ჯერ კიდევ მაშინ მიიღო, როდესაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე უარი თქვა. “მაშინ ამაზე ღიად არ ვსაუბრობდი, რადგან არ მსურდა, ალიანსის წინასაარჩევნო კამპანიისთვის ზიანი მიმეყენებინა. მე არც გუშინ ვიყავი ალიანსში და თუ შეამჩნიეთ, წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც იშვიათად ვჩნდებოდი, თუმცა ვინმეს რომ ეჭვი არ გასჩენოდა, საარჩევნო კამპანიაში გარკვეული დოზით მაინც ვმონაწილეობდი” – აღნიშნა ალიანსის ყოფილმა წარმომადგენელმა. მისივე შფასებით, “ალიანსს გამარჯვების შანსი ჰქონდა, თუმცა ეს შანსი არ გამოიყენა”. “თავის დროზე “ალიანსი საქართველოსთვის” სწორედ გამარჯვებისთვის შეიქმნა, რაც ვერ მოახერხა და მე მასში ჩემს ადგილს ვერ ვხედავ”, – დასძინა სუბარმა.

 

ბოლო დღეების განმავლობაში, პოლიტიკურ კულუარებში აქტიურად საუბრობენ, რომ შესაძლოა სოზარ სუბარი ირაკლი ბათიაშვილი და კოკა გუნცაძე, რადიკალურ ოპოზიციაში გადავიდნენ და ნინო ბურჯანაძის პარტიის რიგებს შეუერთდნენ. დემოკრატიული მოძრაობის – ერთიანი საქართველოს” ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე პარტიის რიგების მოსალოდნელ გაზრდას ადასტურებს და აცხადებს, რომ “ახალ სახეებს ელის”.

 

“უახლოეს დღეებში პარტიის მხარდამჭერებს სიურპრიზი ელით, რადგან ძალიან ღირსეული ადამიანები შემოგვიერთდებიან” – განაცხადა ოპოზიციონერმა ლიდერმა, თუმცა ახალი წევრების ვინაობის გამხელა ჯერჯერობით არ ისურვა. საგულისხმოა, რომ ბათიაშვილი და გუნცაძე არათუ ალიანსის საარჩევნო სიაში, არამედ მის წინასაარჩევნო კამპანიაშიც კი არ იღებდნენ მონაწილეობას.

 

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/burjanadze.jpgამის პარალელურად, “დემოკრატიული მოძრაობის – ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ ძალები კიდევ ერთხელ გააკრიტიკადა განსაკუთებით “ალიანსს საქართველოსთვის” დაუპირისპირდა. 3 ივნისს მოძრაობის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ბურჯანაძემ 30 მაისის არჩევნებში მონაწილე ძალები არა მარტო “არათანმიმდევრულ მოქმედებაში” არამედ “ხელისუფლების წინაშე ქულების ჩაწერის მცდელობაში” დაადანაშაულა.

 

“მიკვირს ასევე, როცა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალა გამოდის, ხელისუფლებას გამარჯვებას ულოცავს, მეორე დღეს კი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. მათი მარცხის ჩვენთვის გადმობრალებას არ მივიღებთ! მათ ვერ მოახერხეს საერთო კანდიდატზე შეთანხმება და დამარცხდნენ, ხოლო თუკი აცხადებენ, რომ “არჩევნებში გაიმარჯვეს”, მაშინ შეცვალონ ქვეყანაში არსებული გარემო და გაათავისუფლონ უკანონო პატიმრები! ხომ ამბობდნენ, რომ “აღადგენენ  სამართლიანობას”?! – ჰოდა აღადგინონ!” – განაცხადა ბურჯანაძემ,

 

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/soso-300x222.jpg“დემოკრატიული მოძრაობის – ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის მხრიდან “ალიანსის საქართველოსთვის” კრიტიკა მოულოდნელი არ ყოფილა პოლიტოლოგ სოსო “ბურჯანაძის მხრიდან მსგავსი განცხადებებ არ გამკვირვებია. მან დროით ისარგებლა და არჩევნებში დამარცხებული “ალიანსის” მისამართით კრიტიკული განცხადებები გაააქტიურა, რათა ახლა საზოგადობისა და დანარჩენი ოპოზიციის მხარდაჭერა უფრო ადვილად მოიპოვოს. “ალიანსსა” და ბურჯანაძეს შორის ასეთი ურთიერთობები მანამ იქნება, სანამ რომელიმე მხარე ბრძოლის ტაქტიკას მეორეს სასარგებლოდ არ შეცვლის”, – განაცხადა ცინცაძემ. ამასთან, ექსპერტი ნინო ბურჯანაძის ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ “ეს უბრალოდ არარეალურია, რადგან ბურჯანაძის მიერ არჩეული ბრძოლის სტრატეგია ბევრი ოპოზიციონერისთვის მიუღებელია”.

 

რომან ქევხიშვილი

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...