planetanews Posted June 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 3, 2010 ევროკავშირმა 37 მილიონი ევრო გამოუყო საქართველოს ქვეყნის რეგიონებს შორის უთანასწორობის შემცირებისა და რეგიონალურ განვითარებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. თანხა ევროკომისიამ საქართველოსთვის 2010 წლის სამოქმედო გეგმისთვის გამოყო. სამოქმედო გეგმა, რომელიც ყოველწლიურია, ევროკავშირმა 2010 წლის 1 ივნისს დაამტკიცა. ”ევროკავშირის დახმარება მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს უფრო ღრმა ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში და ასევე პროგრამებს, რომელთა მიზანია დაუცველი სოციალური ჯგუფებისათვის სოციალური დახმარების აღმოჩენის ეფექტურობის გაზრდა”- ნათქვამია წაქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შტეფან ფულემ, ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში აღნიშნა: “ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოში რეფორმების პროცესის დაჩქარებას, იმ მიზნით რომ საქართველოს ყოველმა მოქალაქემ მიიღოს კონკრეტული სარგებელი ევროკავშირთან დაახლოების, საყოველთაო თავისუფლებებითა და ადამიანის უფლებებით სარგებლობის, ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის შედეგად. ვიმედოვნებ რომ დღეს მიღებული გეგმა ამ მიზნების განხორციელებას შეუწყობს ხელს". 37 მილიონი ევროს მოცულობის დახმარება ევროკავშირის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტიდან (ENPI) გამოიყო, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ და ხმელთაშუა ზღვის აუზის მეზობელი სახელმწიფოებისთვის (სულ 16) გაწეული დახმარების ძირითადი წყაროა. ამ დახმარების მიზანია ევროკავშირსა და მის პარტნიორ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისა და პროგრესული ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. დახმარებამ ასევე ხელი უნდა შეუწყოს პარტნიორი სახელმწიფოების შემდგომ ნაბიჯებს კარგი მმართველობისა და დაბალანსებული სოციალური და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ევროკავშირის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსების გარდა საქართველო დახმარებას იღებს ,,დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის ევროპული ინსტრუმენტიდან (EIDHR)და სხვა თემატური პროგრამებიდან. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts