planetanews Posted June 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 3, 2010 გაზიარება[19:40 03.06.2010]http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TAfMrRMQ03I/AAAAAAAADuo/EpfQGYsfIZI/s200/17950_104363242920979_100000419115569_114671_773153_n.jpgროგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2010 წლის 26 მაისს ჩვენი ორგანიზაციების წარმომდგენლებმა (ირმა ინაშვილი, ნინო ცხოიძე, ნანა კაკაბაძე, ირაკლი კორძაია, ბონდო მძინარაშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი) ფრანგი კოლეგების (ორგანიზაცია "ჟურნალისტები- ჟურნალისტებისათვის") მიწვევით ბრიუსელში, სასტურმო "ქროუნ პლაზაში" გამართეს 8 დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია ("ქალაქში მკვლელია", "6 მაისი", "დემოკრატიის გისოსები", "ჩიხი", "ტყვიის გარეშე", "საქართველო არის ესე", "შეთქმულების მისტერია", "15 ივნისის დარბევა"). აღნიშნული ფილმები განეკუთვნება საგამოძიებო, დოკუმენტური ჟურნალისტიკის ჟანრს და ასახავენ საქართველოში 2004-2010 წლებში სააკაშვილის რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტები. ფილმების ჩვენებამდე საქართველოს კონსულმა ბენელუქსის ქვეყნებში ქალბატონმა მაია ბართაიამ გაავრცელა შემდეგი შინაარსის მოწოდება: "დღეს, ბრიუსელში, სასტუმრო "ქროუნ პლაზაში" 15-დან 19 საათამდე დაგეგმილია საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება, რომელიც ორგანიზებულია რუსეთის საელჩოს მიერ. მოგმართავთ თხოვნით, თავი შეიკავოთ აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებისაგან. საქართველო საელჩოსა და ქართული დიასპორის სახელით, მაია ბართაია." ამ მოწოდების გავრცელების ფაქტი ქალბატონმა კონსულმა ვიდეოკამერის წინ აღიარა. (იხილეთ WWW.OBIEKTIVI.NET). ჩვენ და ჩვენმა ფრანგმა კოლეგებმა გავაპროტესტეთ ეს აღმაშფოთებელი ქმედება და ვამზადებთ შესაბამის სარჩელს, როგორც თბილისში, ასევე ბრიუსელში.2010 წლის 1 ივნისს, გვქონდა ბედნიერება, გავცნობოდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის კომენტარს, ამ მოვლენებთან დაკავშირებით. კომენტარი ვიხილეთ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ვებ-გვერდზე. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ გუშინ, 2010 წლის 2 ივნისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ის საერთოდ არ გაცნობია "ობიექტივის" მიერ საჯაროდ გავრცელებულ დოკუმენტურ ვიდეომასალას, ანუ კომენტარი გააკეთეს, ხოლო ჩვენს მიერ წამოდგენილ მტკიცებულებებს კი, არ იცნობენ (?!), რაც თავისთავად ამ სამსახურისა და მისი ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობაზე, არაპროფესიონალიზმსა და მიკერძოებულობაზე მიგვანიშნებს.საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის კომენტარი ჩვენი დისკრედიტაციის მიზნით ბრიუსელში გავრცელებული დეზინფორმაციის ლოგიკური გაგრძელებაა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა და, უბრალოდ, უსინდისო ტყულია. კომენტარი სტილისტურად და აზრობრივად გაუმართავია, ზოგიერთი წინადადების ლოგიკას, ძალიანაც რომ მოისურვო, ვერ ჩასწვდები. ამასთან, არ არის ცნობილი ამ კომენტარზე პასუხისმგებელი პირის ვინაობაც. მიუხედავად ამისა, ამ "შემოქმედებას" უპასუხოდ ვერ დავტოვებთ. ინკოგნიტო კომენტატორი პირველი აბზაციდანვე გვაუწყებს: "26 მაისს, საქართველოს საელჩოს ბელგიაში დაუკავშირდა ბრიუსელში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელი, რომელმაც საელჩოს აცნობა, რომ 25 მაისს დაესწრო ღონისძიებას, რომელზეც მიპატიჟებული იქნა ბელგიაში საქართველოს დიასპორული ორგანიზაციის ოფიციალური დაფუძნების მიზნით. 25 მაისის ღონისძიებაზე მისულმა ქართველმა სტუმრებმა აღმოაჩინეს, რომ ბელგიაში არსებული არც ერთი დიასპორული ჯგუფის წარმომადგენელი შეხვედრაში არ მონაწილეობდა, მაგრამ მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი რუსეთის საელჩოს თანამშრომლები – საელჩოს ინფორმაციით, დაახლოებით 35 ადამიანი, რომლებიც დამსწრე სტუმრების შესახებ ინფორმაციას (მათ შორის ფოტო–მასალას) აგროვებდნენ. შეხვედრა საპროტესტო აქციის ხასიათს ატარებდა და საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული ." ეს ღრმა ნააზრევი, პირველ რიგში, საბჭოთა დროს გვაგონებს, როცა ინკოგნიტო მშრომელთა მოთხოვნით, უდანაშაულო ადამიანებისთვის განაჩენი გამოჰქონდათ. დღეს კი, როდესაც უცხოეთში ჩვენი საელჩოები ათასობით ჩვენივე თანამოქალაქის მიმართვებს უყურადღებოდ და უპასუხოდ სტოვებენ, გასაოცარია, რომ სწორედ ინკოგნიტო ქართველის შეტყობინებას დაუთმეს ეგზომ დიდი ყურადღება პირადად კონსულმა და ელჩმა. ჩვენთვის უცნობია, თუ რა ღონისძიებას დაესწრო ბრიუსელში საქართველოს საელჩოს ინკოგნიტო ინფორმატორი და, საერთოდ, დაესწრო, თუ არა იგი რაიმე ღონისძიებას, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ ჩვენ 2010 წლის 25 მაისს არ ვმონაწილეობდით ინკოგნიტო ინფორმატორის მიერ ასე ხატოვნად აღწერილ ღონისძიებაში და ამგვარი ღონისძიების თაობაზედ არაფერი ვიცით. ისე, ბრიუსელში ათასობით რუსი ყოველდღე ათასობით შეხვედრას მართავს. ისევე როგორც პოლონელები, ესპანელები, თუ პორტუგალიელები და ჩვენთვის გაუგებარია, რა კავშირი ჰქონდა, ან აქვს ასეთი ტიპის შეხვედრებს ჩვენთან. თუმცა ნათქვამია: "მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო". გასაკვირია, რატომ "დაავიწყდა" საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის ინკოგნიტო კომენტატორს, რომ ელჩმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძესთან საუბარში აღიარა, თურმე, საელჩოს ჩვენი ღონისძიება სხვა ღონისძიებაში აერია და ბრიუსელის თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიაში საჯაროდ ბოდიშის მოხდას დაპირდა, რაც რა თქმა უნდა, არ შეასრულა.კომენტარის მეორე აბზაცში ჩამოყალიბებულ "ღრმა მოსაზრებას" ვერ ჩავწვდით. ციტატა: "შეცდომაში შეყვანილმა საქართველოს მოქლაქეებმა 25 მაისის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი დაუკავშირდნენ საელჩოს და მიმართეს თხოვნით, რომ ამ უკანასკნელს საქმის კურსში ჩაეყენებინა ბელგიაში მცხოვრები ქართველები, რომ 26 მაისს არ იგეგმებოდა მათი მიწვევა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებაზე, რადგან 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე, ქართველებს, სწორედ, როგორც დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ისე ეპატიჟებოდნენ, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს." უნდა ვივარაუდოთ, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დამკარგველი ხელისუფლება, ინკოგნიტო კომენტატორის საშუალებით, გვარიგებს: 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას უნდა დაესწროთ და არა აქა-იქ იხეტიალოთო.კომენტარის დანარჩენი აბზაცების ციტირება საჭიროდ არ მიგვაჩნია, მაგრამ აუცილებლად მიგვაჩნია განვაცხადოთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის კომენტარში „ბელგიაში ქართველთა კავშირი“ მოიხსენიება, ხან არარსებულ ორგანიზაციად, ხან - ორგანიზაციად, რომელიც რეალურად არ მოქმედებს, ხან ორგანიზაციად, რომელსაც, თურმე, დიასპორის სახელით მოქმედების უფლება არ გააჩნია. სინამდვილეში კი, ამ წლის თებერვლიდან დღემდე, ორგანიზაციას „ბელგიაში ქართველთა კავშირი“ ბრიუსელის ცენტრალურ მოედანზე, სწორედაც რომ რეალური და არა ვირტუალური აქციები აქვს ჩატარებული, ქართველი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად. ამის შესახებ სიუჟეტები ტელეკომპანია „მაესტროთიც“ გადაიცა და ინტერნეტ-სივრცეშიცაა განთავსებული. რაც შეეხება იმას, თუ ვის რისი უფლება აქვს - აქ საელჩო არ ღალატობს სააკაშვილის რეჟიმს, რომელმაც ექვსი წლის განმავლობაში საზოგადოებას ყველაფრის, მათ შორის სიცოცხლის უფლებაც წაართვა.კვლავ აღვნიშნავთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის კომენტარი ჩვენი დისკრედიტაციის მიზნით ბრიუსელში გავრცელებული დეზინფორმაციის ლოგიკური გაგრძელებაა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა და უბრალოდ, უსინდისო ტყულია. [საინიციატოვო ჯგუფის სახელით, ჟურნალისტთა კავშირის "ობიექტივი"]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts