planetanews Posted June 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 3, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/30290_118751784811551_100000301896777_190709_4277226_n-300x242.jpg“მართლმადიდებელი ვარ მეც! დამაპატიმრეთ!” – ამ სახელწოდების აქცია-ბრიფინგი “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წევრებმა თავისუფლების ინსტიტუტის შენობასთან გამართეს . აქციას “კონსერვატიული”, “ლეიბორისტული”, პარტია “თავისუფლების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები 7 მაისს ტელეკომპანია “კავკასიის” ინცინდენტთან დაკავშირებით დაპატიმრებული თანამოაზრეების გათავისუფლებას მოითხოვენ. პარტია “თავისუფლების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის, ლადო სადღობელაშვილის განცხადებით, ისინი მიმართვას პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც გაუგზავნიან. `ჩვენ ასევე თხოვნით მივმართავთ პატრიარქს, რომ ჩაერიოს და დაგვეხმაროს ამ საკითხის გადაწყვეტაში. იმ ბიჭების გათავისუფლებაში, რომლებიც “თავისუფლების ინსტიტუტის” პატიმრები არიან~, – განაცხადა სადღობელაშვილმა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />მისივე თქმით, ისინი უახლოეს დღეებში “თავისუფლების ინსტიტუტისთვის” საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ. “მართლმადიდებელი ვარ მეც! დამაპატიმრეთ!” – ეს წარწერები აქციის მონაწილეებმა დღეს “თავისუფლების ინსტიტუტის” შენობის შესასვლელ კარზეც დატოვეს. IPN Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts