Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge „ჩვენ რუსი ტურისტები გვინდა და არა რუსული ტანკები“


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/berlinen_zeitung.jpg

 

ოლივია შოლერი 

 

ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან

 

2008 წელს რუსეთ–საქართველოს დაპირისპირებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში კონფლიქტის ესკალაცია მოჰყვა. ევროკავშირმა საკუთარ ანგარიშში რუსეთი ხანგრძლივი პროვოკაციებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა. ომის უშუალო დაწყებაზე ოპოზიციამ ბრალი დასდო პრეზიდენტ სააკაშვილს და საპროტესტო აქციებით მის გადადგომას მოითხოვდა. ახლახანს ჩატარებული მუნიციპალური არჩევნები საქართველოში 2008 წლის ომის შემდეგ მისი მთავრობის შესაძლებლობების პირველ ტესტად განიხილებოდა.

 

ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ადმინისტრაციის მისამართით არსებული კრიტიკის მიუხედავად, ადგილობრივ არჩევნებში  საკუთარი ძალაუფლება განამტკიცეთ. „ვარდების რევოლუციიდან“ შვიდი წლის შემდეგ ბევრი ქართველი იმედგაცრუებულია

ეს ქორწინების მსგავსად არის, როდესაც გარკვეული დროის შემდეგ წყვილები ერთმანეთს ეჩვევიან. სინამდვილეში, სანერვიულო ნაკლებადაა. გამოკითხვების მიხედვით ჩემს წინააღმდეგ მოსახლოების 20%–ია. თუმცა არის კი ეს ასეთი გასაკვირი არსებულ გარემოებებში? ომის და რამდენიმე დიდი საპროტესტო აქციის შემდეგ? ორი წლის წინ ჩვენ მკვდრებად გამოგვაცხადეს. 10%–ზე მეტი გადარჩენის შანსი არ დაგვიტოვეს. ახლა სხვაგვარადაა. 

 

თქვენ ოპოზიცია სიმწიფისთვის შეაქეთ. რას გულისხმობდით?

 

ჩვენ ამ არჩევნებით გავიზარდეთ. ოპოზიციური პარტიების უმრავლეოსობამ პირველად აღიარა შედეგი. მეტიც, პარტიებმა კონკრეტულ თემებზე ორიენტირებული კამპანია აწარმოეს. ჩვენ ნორმალური ევროპული ქვეყანა გავხდით.

 

მაგრამ არჩევნებამდე ოპოზიცია უკმაყოფილო იყო და პრეტენზიები ჰქონდა საარჩევნო კამპანიაში ფულის გამოყენებასა და მედიის ხელმისაწვდომობაზე

ისინი ჩივიან იმაზე, რომ ჩვენ ქუჩებს და საავადმყოფოებს ვაშენებთ. ჩვენ ინვესტიციებს ვახორციელებთ. ეს პოლიტიკაა. არავინ აგვირჩევს, დაპირებებს რომ არ ვასრულებდეთ. ოპოზიციას სრულად მიუწვდება ხელი მედიაზე, თუმცა ნაკლებად – სახელმწიფო სახსრებზე. ეს მთავრობის პრივილეგიაა.

 

საერთაშორისო თანამეგობრობაში არსებობს გარკვეული შეშფოთება საქართველოს ირანთან დაახლოების გამო. არ გეშინიათ რომ საკუთარ თავს იზოლაციაში მოაქცევთ?

ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც სხვა ქვეყნები აკეთებენ: ჩვენ მეზობლებთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ვზრუნავთ. ირანელების არ უნდა გვეშინოდეს. მე არ მჯერა საქნციების, რომელიც მიმართულია ხალხის წინააღმდეგ, და არა მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ.

 

რას გააკეთებთ თუკი გაერო ირანის წინააღმდეგ სანქციებზე გადაწყვეტილებას მიიღებს?

გავიზიარებთ. თუკი ეს ეხება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას, ჩვენ ამ სფეროში ისევე ვართ დაინტერესებული, როგორც აშშ და დასავლური სამყარო.   

 

ხომ არ შეცვალეთ თქვენი პოლიტიკა ირანის მიმართ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ობამას დროს შეიცვალა პოლიტიკა საქართველოს მიმართ?

 

აშშ–ს და საქართველოს ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა. ჩვენ დღესაც იმაზე მეტი მხარდამჭერა გვესმის, ვიდრე წინა მთავრობის დროს. სულ ახლახანს ჩვენ ვისაუბრეთ ამერიკის ელჩთან პრეზიდენტ ობამას და რუსეთის პრეზიდენტის მედვედევის მოახლოებულ შეხვედრაზე. ჩვენ გვჯერა, რომ ამერიკის პრეზიდენტი საქართველოსთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციას დაიკავებს და ამას საჯაროდაც გამოთქვამს.

 

მაგრამ კურსის ცვლილება თავად შეერთებულ შტატებშიც ცხადი გახდა. ობამა მკაცრად გააკრიტიკეს საქართველოს პოლიტიკის გამო.

 

კარგი ამბავი ის არის, რომ საქართველო ამერიკის საშინაო პოლიტიკის ნაწილი გახდა. ეს საქართველოს მნიშვნელობას ადასტურებს. პარტიები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დაგვიჭერს მხარს.

 

ნუთუ თქვენთვის შოკისმომგვრელი არ იყო, როდესაც ობამამ განაცხადა, რომ საქართველო აღარ იქნება დაბრკოლება, თუკი აშშ–რუსეთის ურთიერთობები ახლებურად ჩამოყალიბდება?

 

არ ვფიქრობ, რომ ობამამ ეს განაცხადა. როგორც ჩანს, ეს იდიოტური წინადადება რომელიღაც ქაღალდზე ვიღაც ბიუროკრატების დაწერილია. აშშ–ს მთავრობამ ჩვენ დაგვარწმუნა, რომ მათი პოლიტიკა იმის საპირისპიროა რაც სავარაუდოდ ამ ანგარიშის მიხედვით იგულისხმება. და მე არ მაქვს ამაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

თქვენ ცვლით თქვენს პოლიტიკას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. გსურთ ადგილობრივ ხელისუფლებებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა. შეხედულებები როდის შეიცვალეთ?

 

ოკუპირებულ ტერიტორებზე ხალხს შეუძლია დაინახოს ის, რომ ქართველები არ არიან ისეთები, როგორც მათ რუსეთის მთავრობა წარმოადგენს. ჩვენ მკაფიოდ გვინდა ვთქვათ, რომ მრავალეთნიკური საზოგადოება ვართ. ჩვენ ამ ყალბი წარმოდგენების და შიშების გადალახვა გვსურს.

 

თქვენ დასასვენებელი კურორტის მოწყობას გეგმავთ შავი ზღვის სანაპიროზე, აფხაზეთის მეზობლად. პროვოცირებას ახდენთ?

 

ჩვენ აფხაზი ხალხისთვის ორი განსხვავებული ცხოვრების წესის ჩვენება გვსურს. ერთი მხრივ, თავისუფალი საქართველოსი, და მეორე მხრივ თანამედროვე რუსეთის. ეს დაახლოებით ისეთივე სიტუაციაა, როგორიც იყო კედლის დროს აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის. ჩვენი გზავნილი ასეთია: ჩვენი ყველას მივესალმებით.

 

ეს რუსებსაც ეხებათ?

 

რაც მეტი რუსი გვეწვევა, მით უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნობთ თავს. მაგრამ ჩვენ რუსი ტურისტები გვსურს და არა რუსული ტანკები.

 

ივნისის ბოლოს, რუსეთთან ომის შემდეგ პირველად  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბერლინში მის კოლეგას შეხვდება. ოფიციალურ ვიზიტის ხელახლა განხორციელებას ორი წელი რატომ დასჭირდა?

ეს ფედერალურ მთავრობას უნდა კითხოთ. ვფიქრობ, ომმა ყველა შოკში ჩააგდო. მას შემდეგ ბევრ ევროპულ ქვეყანაში ვიყავი. და იმის მიუხედავად, რომ ბერლინში არ ვყოფილვარ, ორმხრივი ურთიერთობები მტკიცე გახლდათ. ანგელა მერკელი და მე ერთმანეთს საერთაშორისო შეხვედრებზე შევხვდით. ერთადერთი რაც არ ყოფილა, ოფიციალური ვიზიტებია.

 

თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი არის თუ არა ერთგვარი გარღვევა?

 

არ არის აუციელებელი ამ ვიზიტის ზედმეტად შეფასება. მაგრამ ეს იმის მკაფიო სიგნალია, რომ საქართველო იზოლირებული არ არის, რასაც სიამოვნებით ამტკიცებს რუსეთის პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი.

 

2008 წელს ანგელა მერკელმა დაბლოკა საქართველოს ნაბიჯი ნატოში გაწევრიანებისკენ. ბრაზობთ მასზე ამის გამო?

 

არა. ანგელა მერკელი ყოველთის ძალიან გულწრფელი იყო. როდესაც 2008 წლის თებერვალში ვაშინგტონში ბუშთან შესახვედრად გახლდით, მან დამირეკა და მითხრა, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა ჩვენ ორნი რას განვიხილავდით, რადგან ის პოზიციას არ შეიცვლიდა. მაგრამ ბუში იმედოვნებდა, რომ მოგვარებდა. მაგრამ ვერ შეძლო. ის ძალიან სწორხაზოვანი გახლდათ.      

 

ახლა რას ელით ფედერაციული რესპუბლიკისგან?

 

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გერმანია აღმოსავლეთ ევროპაში წამყვან როლს ითამაშებს. საქართველო არ არის ევროკავშირში და არც სხვა თანამეგობრობაში. მაგრამ ჩვენ არ გვსურს ამ ნაცრისფერ ზონაში დარჩენა. ერთი შესაძლებლობაა ისეთი ქვეყნების კავშირი, როგორებიც არიან ბელორუსი, უკრაინა და მოლდავეთი, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“. ფედერალური რესპუბლიკა ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ხელმძღვანელობითაც მსგავსი თანამეგობრობა შეიძლება რეალობად იქცეს.     

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...