Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - მსოფლიო ბანკმა 2010 წლის სამოქალაქო საზოგადოების ფონდის პროგრამის გამარჯვებულები დაასახელა


Recommended Posts

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობამ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ფონდის 2010 წლის გამარჯვებულების ვინაობა დაასახელა.

 

მიმდინარე წელს მცირე გრანტების პროგრამისათვის მსოფლიო ბანკის გამოყოფილი თანხა შეადგენს 45 ათასი აშშ დოლარს, რომელსაც ემატება ფონდი – “ღია საზოგადოება საქართველო” და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის გამოყოფილი დამატებითი დაფინანსება.

 

წელს 36 საგრანტო განაცხადიდან შერჩეულ იქნა 10 პროექტი.

 

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკის ოფისში დღეს, ტრადიციული შეხვედრა გაიმართა, სადაც გამარჯვებულები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლების წინაშე წარსდგნენ.

 

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი მხარს უჭერს იმ ღონისძიებებს, რომლებიც გაზრდიან და გააძლიერებენ მოქალაქეთა უფლებამოსილებს, რათა მათ შეძლონ ინიციატივის გამოჩენა და განვითარების პროცესებზე ზეგავლენა.

 

თითოეული გრანტის ოდენობა 7, 000 აშშ დოლარის ფარგლებშია.

 

როგორც მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ასად ალამმა “ექსპრესნიუსს” განუცხადა, ეს ყოველწლიური კონკურსია, რომელსაც საქართველოში მსოფლიო ბანკი 1999 წლიდან ატარებს.

 

“სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მიზანია მხარი დაუჭიროს ისეთ საქმიანობებს, რომელიც აძლევს მოქალაქეებს შესაძლებლობას გაზარდონ და ზემოქმედება მოახდინონ განვითარების შედეგებზე. 3 წლის წინ მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებით, ფოკუსი მოვახდინეთ ახალგაზრდების განვითარებაზე. მიმდინარე წელს ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნულ თემას და მის ფარგლებში გადავწყვიტეთ კონკრეტულად იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდა პირების დასაქმებაზე გაგვეკეთებინა აქცენტი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ გამარჯვებული პროექტები გაამართლებენ მოლოდინს და ახალგაზრდების ამ კონკრეტული ჯგუფისათვის დასაქმების ინოვაციურ მეთოდებსა და გზებს შემოგვთავაზებენ” – განაცხადა ასად ალამმა.

 

აღსანიშნავია, რომ უკვე სამი წელია, რაც მსოფლიო ბანკი თანამშრომლობს ფონდი – “ღია საზოგადოება საქართველო” და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან, რომელთა დახმარებით მოხდა უფრო მეტი ორგანიზაციის დაფინანსება, ვიდრე ეს მსოფლიო ბანკის ბიუჯეტით იქნებოდა შესაძლებელი.

 

მსოფლიო ბანკმა დააფინანსა შემდეგი ორგანიზაციები: იმერეთის რეგიონული ცენტრი, ქუთაისში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების დასაქმების პროგრამა, არასამთავრობო ორგანიზაცია “წამი” , ტყიბულის რაიონის განვითარების ცენტრი, შიდა ქართლის სამოქალაქო განვითარების ოფისი, ასოციაცია “ქალი და ბიზნესი”, ბიზნესის განვითარების ცენტრი “კავკასია”, “ქართლი 21”, და არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰედინგ ჰელფი”.

 

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა საქართველოში მცირე გრანტების პროგრამას 1999 წლიდან ახორციელებს.

 

ამ პერიოდში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოდგენილი პროექტებიდან 90 პროექტი წარმატებით დაფინანსდა, რომელიც დაახლოებით 550, 000 აშშ დოლარამდე ღირებულებას შეადგენს.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...