Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) რაფას ტრიო არ ეთმობა


Recommended Posts

http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/06_01/RafaPlayers0306_482x449.jpgსტივი, “ელ ნინიო” და მასკე - შესაძლოა “ინტერში” ბენიტესს გადაჰყვნენ.

 

რაფაელ ბენიტესი გუნდიდან გაუშვეს. ეს უკვე ცნობილია და ამ ფაქტით ზოგი ქომაგი გახარებულია, ზოგი პირიქით – შეფიქრიანებული.

 

დიდი შანსია იმისა, რომ დათხოვილი ბენიტესი სათავეში მილანის “ინტერს” ჩაუდგეს. არახალია ის ფაქტი, რომ ფერნანდო ტორესს მოსწონდა ესპანელი მწვრთნელი და იმასაც ამბობდა, რომ თუკი ბენიტესი “ენფილდს” დატოვებდა, იგიც იმავეს გაიმეორებდა. ასევე მოგეხსენებათ, რომ ხავიერ მასკერანომ ცოტა ხნის წინათ უკმაყოფილება გამოთქვა ქალაქ ლივერპულში ყოფით.

 

“ინტერში” ბენიტესის შესაძლო გადასვლას ისიც უწყობს ხელს, რომ ფაბიო კაპელომ (რომელიც, მილანური გრანდის მესვეურებს თავიანთი კლუბის მწვრთნელად ჰყავდათ შეგულიანებული) ინგლისის ნაკრებთან ორი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი, რამაც “ინტერს” მასზე ოცნების შანსიც არ დაუტოვა.

 

როგორც La Gazetta Dello Sport-ი იტყობინება, რაფაელ ბენიტესს გადაწყვეტილი აქვს, რომ მასკერანო თავისთან წაიყვანოს. სტივენ ჯერარდის მომავალი მერსისაიდულ კლუბში ჯერ კიდევ გაურკვეველია, ხოლო ტორესის მილანში გადაბარგებას შესაძლოა ხელი შეუწყოს იმ ფაქტმა, თუკი “ინტერი” დიეგო მილიტოს, ან სამუელ ეტო’ოს გაყიდის (მსურველად მადრიდის “რეალი” სახელდება). Daily Mail-ი კი წერს, რომ “რეალიდან” დათხოვილი მანუელ პელეგრინი სწორედ რაფაელ ბენიტესის შემცვლელად განიხილება.

 

ო:www.Dailymail.co.uk

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...