planetanews Posted June 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 3, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/9983-300x250.jpgაშშ საქართველოში ჩატარებული 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დადებითად აფასებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ ქროულიმ განაცხადა. “ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ძალისხმევას გამჭვირვალობის განმტკიცებასა და არჩევნების დროს აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირებაში, თუმცა ვეთანხმებით ეუთოს, რომ დაფიქსირებული ხარვეზები აუცილებლად უნდა მიეთითოს ქართულ მხარეს”, – განაცხადა ქროულიმ. მან საქართველოს არჩევნების ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ “30 მაისმა ქვეყნის მიერ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გზაზე ეუთო-სა და ევროპის საბჭოს სტანდარტებისკენ წინსვლა დაადასტურა”. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts