Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველოში და მოლოდვაში წუხან, რომ შეიძლება დამცველების, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების გარეშე დარჩნენ


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg

 

ვალენტინა ურსუ, მარინა ვაშაყმაძე   

 

მოლდოვას და საქართველოს ჩინოვნიკები შეაშფოთა იმ ცნობამ, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობების შესახებ გავრცელდა, რომ თითქოს ბლოკი ამ რეგიონებიდან მისი სპეციალური წარმომადგენლების თანამდებობებს აუქმებს.

 

ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ცხადი გახდება, რომ ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესი კიშინოვისა და სამხრეთ კავკასიის მიმართ მკვეთრად შემცირდა.

 

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელ ჩინოვნიკებს მოსალოდნელი ცვლილების შესახებ არანაირი მინიშნება არ გაუკეთებიათ, როდესაც გასულ კვირაში „აღმოსავლური პარტნიორობის“ წევრი, ექვსი პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

პირიქით, სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდავეთის, უკრაინის და ბელორუსის ჩინოვნიკები  დაარწმუნეს, რომ ევროკავშირის აღმოსავლელი მეზობლები ბლოკის „მთავარ პრიორიტეტად“ რჩებიან.

 

ერთგვარი გაოცებითა და ბრაზით 31 მაისს ამ ქვეყნებმა შეიტყვეს, რომ ევროკავშირი რეგიონში მისი ორი საკვანძო პოსტის გაუქმებას გეგმავს.      

 

ეშტონის ყუმბარა

 

28 მაისს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის კეტრინ ეშტონის თანაშემწემ ბლოკის ელჩებს განუცხადა, რომ  მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ის ბლოკის სპეციალურ წარმომადგენელთა თანამდებობების გაუქმებას გეგმავს.   

 

ასეთი ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეამცირებს ევროკავშირის ადგილზე ყოფნის ხარისხს ამ ორ რეგიონში, რომლებიც პოლიტიკურად არასტაბილურია და მოწყვლადია მცოცავი რუსული გავლენისთვის.

 

არანაირი ოფიციალური განცხადება ამის შესახებ არ გაკეთებულა არც ევროკავშირის და არც იმ ორი ჩინოვნიკის მხრიდან, რომლებსაც ეს ცვლილება ეხებათ – კალმან მიჟეი, ევროკავშირის წარმომადგენელი მოლდოვაში და პიტერ  სემნები, რომელსაც ეს პოსტი სამხრეთ კავკასიაში უკავია.

 

იულიან ფრუნტაშუმ, მოლდავეთის პრემიერ–მინისტრის ვლად ფილატის მრჩეველმა, „რადიო თავისუფლების“ მოლდავეთის ბიუროს განუცხადა, რომ ის შეწუხებულია იმით, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ნაბიჯი მოლდავეთის, როგორც ერთ–ერთი აღმოსავლელი პარტნიორის წინსვლისთვის ევროკავშირის ინტეგრაციის გაზაზე.     

 

„ვფიქრობ კალმან მიჟეის საქმიანობისთვის საუკეთესო პირობები არ არსებობდა. მაგრამ მიმაჩნია, რომ თავად წარმომადგენლის პოსტი არ შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ იმიტომ, რომ კეტრინ ეშტონს ევროკავშირის დიპლომატიური სტრუქტურის გამარტივება სურს“, – განაცხადა ფრუნტაშუმ. „ვფიქრობ რეგიონში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების არსებობა იმის დემონსტრირებაა, რომ ბლოკი პრიორიტეტად განიხილავს რეგიონში მოლდავეთს, საქართველოს და სხვა ქვეყნებს. ჩვენ პირველ რიგში დაინტერესებულები ვართ აღმოსავლური პარტნიორობით და მასში მოლდოვეთის ადგილით და მიმაჩნია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლის პოსტის შენარჩუნება მოლდავეთისთვის  სასარგებლო იქნება“.      

 

ეს ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირის სხვა 11 წარმომადგენლობასაც შეეხება, ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის რეორგანიზაციის მცდელობით აიხსნება. თუმცა ეშტონის წერილში, სადაც ამ გეგმების შესახება არის საუბარი და განმარტებებსაც შეიცავს, ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ძალიან არაკორექტულია.

 

ერთი მხრივ, ამ წერილის მიხედვით, ბლოკმა უნდა გააუქმოს ისეთი წარმომადგენლობები, რომლებიც გეოგრაფიულად შორს მდებარეობს. თუმცა, როგორც მოლდავეთი, ასევე სამხრეთ კავკასია ევროპასთან ცენტრალურ აზიაზე ან დიდი ტბების აფრიკის რეგიონზე ახლოს არიან. ორივეგან ევროკავშირი ამ პოსტებს  ინარჩუნებს.  

 

წერილში ასევე ნათქვამია, რომ ბლოკმა უნდა შეინარჩუნოს მხოლოდ ის თანამდებობები, რომლებიც ევროკავშირისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – საგანგაშო გზავნილი იმ ქვეყნებისთვის, სადაც არანაკლებ ოთხი პოსტ–საბჭოთა „გაყინული კონფლიქტია“.   

 

სამშობიარო ტანჯვა

 

შეთავაზებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც ევროკავშირის ჩინოვნიკები რუს კოლეგებთან ერთად ქალაქ როსტოვი–დონის სამიტზე იკრიბებოდნენ, რომელიც მოსკოვის და ბრიუსელის ურთიერთობებში დათბობას მოასწავებდა.          

 

ეშტონის გეგმის თანახმად, მიჟეის დღევანდელი პოსტი  ევროკომისიის წარმომადგენლისას შეერწყსმება და საბოლოო ჯამში მოექცევა ახალ კონსოლიდირებულ დიპლომატიურ სტრუქტურაში, რომლის ორგანიზებაზეც დღეს ეშტონი ირჯება.       

 

ანალოგიური ცვლილება ელის სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს. სემნების ზედამხედველობის დაკარგვის გარდა, რომელიც ამ თანამდებობაზე ოთხ წელზე მეტი დროა რაც მუშაობს და რეგიონში ძალიან საპატივცემულო ადამიანია,  ცვლილება სამხრეთ კავკასიის მიმართ ევროკავშირის ერთიანი მიდგომის დასრულებაზეც მიუთითებს.

 

მოვლენების ამგვარი განვითარება მოსკოვის წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ რეგიონში არსებულ დავებს ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რაიონის დესტაბილიზაციისთვის იყენებს.     

 

თემურ იაკობაშვილი, საქართველოს რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი, საკვანძო ფიგურაა თბილისის ბრძოლაში აღადგინოს კონტროლი მის პრო–მოსკოვურ გამოყოფილ რეგიონებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. „რადიო თავისუფლების“ საქართველოს ოფისთან საუბრისას, მან თქვა, რომ იმედი აქვს, რომ გადაწყვეტილება „საბოლოო“ არ არის, მაგრამ გამოხატა შეშფოთება, რომ ამ პოსტებთან დაკავშირებული ცვლილებები ნეგატიურ გავლენას იქონიებს რეგიონში კონფლიქტების გადაწყვეტაზე.

 

„მნიშვნელოვანი საკითხია არა ის, თუ რა დაერქმევა ახალ პოსტს“, განაცხადა იაკობაშვილმა. „არამედ ის, თუ როგორ განაწილდება ფუნქციები, და ვფიქრობ, ის ელემენტი, რომ პიტერ სემნების პოსტი მთელს კავკასიას მოიცავდა, ძალიან მნიშვნელოვანია“.

 

მან დასძინა: „კონფლიქტები არსად გამქრალა. მეტიც, საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ საქმე (საკუთარი ტერიტორიის) ოკუპაციასთან გვაქვს. შესაბამისად, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ფუნქციების განაწილება ამ ტიპის  თანამდებობებისთვის“.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...