Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) “ლივერპულში” ბენიტესი დასრულდა


Recommended Posts

 

 

http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01239/rafael-benitez_1239030c.jpg

 

ბენიტესი “ენფილდს” 3 მილიონი ფუნტით დაემშვიდობა.რაფაელ ბენიტესი ინგლისის “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია გუშინ, გვიან ღამით Daily Mirror-ma, BBC-მ და კიდევ რამდენიმე პრესტიჟულმა გამოცემამ გაავრცელა, კლუბის ხელმძღვანელობა კი, ჯერ ოფიციალური განცხადების გაკეთებას არ ჩქარობს.

ბრიტანული პრესის მტკიცებით, ბენიტესი, რომელიც სარდინიაზე ისვენებდა, ინგლისში ოთხშაბათს “მერსისაიდელთა” მესვეურებთან შესახვედრად დაბრუნდა. აუდიენციის მიზანი საკომპენსაციო თანხის ოდენობის გარკვევა იყო. ესპანელი სპეციალისტის კონტრაქტში იყო ერთი პუნქტი, რომელიც “ლივერპულის” მხრიდან ხელშეკრულების ნაადრევად გაწყვეტის შემთხვევაში, კლუბს მწვრთნელისთვის 16 მილიონი ფუნტის გადახდას ავალდებულებდა. თუმცა, როგორც ბრიტანელი მიმომხილველები წერენ, მხარეებმა ერთმანეთში სიტუაციის დაძაბვა არ ისურვეს და საბოლოოდ 3-მილიონიან კომპენსაციაზე შეთანხმდნენ.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ბენიტესის შეგირდებმა 19 შეხვედრა წააგეს და სეზონი უტიტულოდ დაასრულეს. უფრო მეტიც – “ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაც ვერ შეძლო. კლუბის ხელმძღვანელობას ყველაზე მეტად ის ადარდებდა, რომ ესპანელმა გუნდზე კონტროლი დაკარგა. “მერსისაიდელთა” ლიდერები – სტივენ ჯერარდი, ფერნანდო ტორესი და ჯეიმი კარაგერი ხშირად თავკაცის გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ აყენებდნენ და რაც მთავარია, ამას საჯაროდ აკეთებდნენ.

ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით, კლუბის მფლობელებმა – პრეზიდენტმა მარტინ ბროტონმა და კიდევ რამდენიმე მსხვილმა აქციონერმა, ბენიტესის გუნდიდან გაშვება გადაწყვიტა. ბრიტანულ პრესაში უკვე სახელდება ესპანელის სავარაუდო შემცვლელთა ვინაობაც – მათ შორის, ყველაზე ხშირად როი ჰოჯსონის, ლუის ვან გაალისა და “ბენფიკას” თავკაცის ჟორჟე ჟეზუსის სახელ-გვარებს ასახელებენ.

რაც შეეხება თვითონ ბენიტესს, მან შესაძლოა, კარიერა “ინტერში” განაგრძოს, რომელიც აქტიურად ეძებს ჟოზე მოურინიოს მემკვიდრეს.

 

ინფორმაციის წყარო:bb.co.uk და dailymail.co.uk

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...