planetanews Posted June 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 3, 2010 http://1.bp.blogspot.com/_FOUnA3YBgxQ/SGjtPqf4YPI/AAAAAAAAC6U/Sl9pKsmHUZ4/s400/372.jpg “ბარსელონას” ვიცე-კაპიტანმა ხავი ერნანდესმა მეტად საყურადღებო ინტერვიუ მისცა ბარსელონაში გამომავალ გაზეთ SPORT-ს. მან ფერნანდო ტორესზე ისაუბრა.- ”ხავი,-მუნდიალზე ყველაზე მეტად რომელი ვარსკვლავი გაიბრწყინებს”?- ”ლეო მესი. ვფიქრობ, ეს “მისი” ჩემპიონატი იქნება. თუმცა, პარტნიორთა სათანადო მხარდაჭერის გარეშე ისეთი საფეხბურთო გენიოსიც კი ვერაფერს გახდება, როგორიც მესია.”- ”ესპანეთის ნაკრებს თუ ჰყავს “თავისი მესი”?- ”ფერნანდო ტორესი. “ელ ნინიო” “ფურია როხას” გამორჩეული მოთამაშეა. ისე კი, ვილიასაც შეუძლია კონკრეტული მატჩის ბედის განსაზღვრა.”- ”მომდევნო მუნდიალის მსვლელობისას 34 წლისა იქ¬ნებით, ამიტომ, წესით და რიგით, საუკეთესო თვისებების გამოვლენას სამხრეთ აფრიკის სტადიონებზე უნდა ეცადოთ”…- ”ასეც იქნება, მაგრამ ბრაზილიის მუნდიალზე ასპარეზობაც მწადია. მომავალ ტურნირს რაც შეეხება, ვფიქრობ, ფორმის პიკს მივაღწიე. 2002-ის მუნდიალზე არ მითამაშია, ევროპის გასულ პირველობას ტრავმისგან ახალი მორჩენილი შევხვდი, წლევანდელ ჩემპიონატს განსაკუთრებული იმედით ვხვდები.”- ”მართალია, თითქოს ნაკრების წევრებს ეგრეთ წოდებულ სოციალურ ქსელებში შესვლა აგიკრძალეს”?- ”გითხრათ სიმართლე, ფაესებოოკ-ის მოყვარული არასდროს ვყოფილვარ. ინტერნეტში ახალ ამბებს ვეცნობი ხოლმე. არ გაგიკვირდეთ და “ბარსას” თაობაზეც ბევრ სიახლეს კომპიუტერის მეშვეობით ვიგებ.” View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts