Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

რამდენიმე დღის წინ, ჩემი ვარაუდი შემოგთავაზეთ იმისა თუ რა მოხდა რეალურად 30 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას და ირაკლი ალასანიასა და "ალიანსს" წარმატებაც მივულოცე. ანუ ალასანიას გუნდს მივულოცე ის ფაქტი, რომ არჩევნების შედეგად ფაქტიურად შედგა "ლეგენდა" თითქოს "ალიანსი" ძირითადი/წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური ძალაა საქართველოში და ირაკლი ალასანია ძირითადი/წამყვანი ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერი. ვფიქრობ სწორედ ეს (ალასანიასთვის/ალიანსისთვის პოლიტიკური ლეგენდის გამყარება) იყო ვაშინგტონის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ალასანას გუნდისთვისა და სააკაშვილის რეჟიმისთვის მიცემული "საშინაო დავალება", რომელიც სულ ცოტა ნაწილობრივ მაინც შესრულებულ იქნა.

 

აღნიშნული თემის ლინკი:

ვულოცავ ირაკლი ალასანიას და ალიანსს წარმატებას!

 

დღეს შემოგთავაზებთ ინფორმაციას, რომელიც ალასანიას "წარმატებაში" (ლეგენდის შექმნაში) სახელისუფლებო რესურსების როლზე მიუთითებს, ანუ ინფორმაციას, რომლის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში/დღეებში ტელეკომპანიების ეთერში, თბილისის მერის კანდიდატებთან დაკავშირებით გასული სიუჟეტების მიხედვით, საეთერო დროის ძირითადი ნაწილი ირაკლი ალასანიას და შესაბამისად მისი კანდიდატურის/პიროვნების პირდაპირ/ღია თუ ფარულ რეკლამას დაეთმო..

 

P.s. დასკვნები თქვენთვის მომინდვია http://www.smiles.ge/smile/2d/colours/red/boly.gif

 

ლინკი

post-1231-008922000 1275523939_thumb.png

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშას დედის გიული ალასანიას ნათესავობამ ამერიკის სპეცსამსახურების პატრონობამ თავისი შედეგი გამოიღო აბა ძიძიგურს ან ლაღიძეს ვინ დაუთმობდა მაგდენ დროს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

მიშას დედის გიული ალასანიას ნათესავობამ ამერიკის სპეცსამსახურების პატრონობამ თავისი შედეგი გამოიღო აბა ძიძიგურს ან ლაღიძეს ვინ დაუთმობდა მაგდენ დროს

ძიძიგური არ ვიცი, მაგრამ არიან ნათესავები ბოლო ბოლო თუ არ არიან ალასანია და სააკაშვილი?

 

 

მერეა და მე მხოლოდ ფაქტი მოვიტანე, რომლის მიხედვითაც, კონტროლირებად მედიასივრცეში სწორედ ორაკლი ალასანიას ეთმობოდა ძირითადად საეთერო დრო და არა სხვა ოპო კანდიდატებს ან იგივე გიგი უგულავას მაგალითად, რომელსაც იასნია იმთავითვე ჯიბეში ქონდა მერის თანამდებობა, მაგრამ პაკაზუხობის ჰამბავში მაინც უნდა ეაქტიურა ტელეეთერებში..

 

კანდიდატებისთვის საეთერო დროის დათმობის მხრივ "ბალანსი" რომ დარღვეული იყო და ალასანიას პიარზე მუშაობდა ელექტრონული მედია, თავისთავად საინტერესო მომენტია არა, როგორც ეგეთი? კითხვა "რატომ?" ხომ არის ლოგიკური და სამართლიანი?

 

ხოდა ეგრე..

 

 

http://www.smiles.ge/smile/2d/colours/red/chu.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

asds

არიან ნათესავები ბოლო ბოლო თუ არ არიან ალასანია და სააკაშვილი?

არიან!!!

 

asds

ერეა და მე მხოლოდ ფაქტი მოვიტანე, რომლის მიხედვითაც, კონტროლირებად მედიასივრცეში სწორედ ორაკლი ალასანიას ეთმობოდა ძირითადად საეთერო დრო და არა სხვა ოპო კანდიდატებს

ლოგიკური კითხვა რატომ რა დამსახურებებისთვის რის საფუძველზე რატომ დაჩაგრეს ალასანიას ხარჯზე სხვა ოპო კანდიდატები

 

asds

კანდიდატებისთვის საეთერო დროის დათმობის მხრივ "ბალანსი" რომ დარღვეული იყო და ალასანიას პიარზე მუშაობდა ელექტრონული მედია, თავისთავად საინტერესო მომენტია არა, როგორც ეგეთი? კითხვა "რატომ?"

ლოგიკური კითხვა რატომ?

 

asds

ხოდა ეგრე..

 

http://s10.rimg.info/7c216fe7819b2232cb508c5a19c34b42.gif

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

არიან!!!

ეს საინტერესოა..

 

 

დანარჩენს ვერ მივხვდი.. მეთანხმები არ მეთანხმები თუ საერთოდ სხვა რამეს უბნობ? http://www.smiles.ge/smile/2d/colours/red/idea.gif

 

კითხვა რატომ რომ ლოგიკურია და პასუხებს ითხოვს ეგ ცხადია მამენტ, არადა რა პასუხი უნდა გასცენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

მეთანხმები არ მეთანხმები

გეთანხმები

 

asds

ითხვა რატომ რომ ლოგიკურია და პასუხებს ითხოვს ეგ ცხადია მამენტ, არადა რა პასუხი უნდა გასცენ

სხვა იუზერებმაც უნდა დაადასტურონ რომ მართლაც ლოგიკური და სამართლიანი პრეტენზია წაუყენე ალასანიას

http://s10.rimg.info/7c216fe7819b2232cb508c5a19c34b42.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სხვა უზერებო მამენტ ჩართული გაქვთ მიკროფონი http://www.smiles.ge/smile/2d/colours/red/p.gif

 

განსაკუთრებით ალასანიას მომხრეებს http://www.smiles.ge/smile/2d/colours/red/spy.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალასანიაზე ნაიეზდი იმას არ ნიშნავს რომე დანარჩენები უკეთესები არიან.. ერთი ნაგავია ყველა, ალასანიას უბრალოდ ზურგი და უკანა ფონი აქვს უფრო საინტერესო ვიდრე ძიძიგურს და თარგამაძეს მაგალითად, თორემა პო ბოლშომუ სჩოტუ ერთი კანტორის კლიენტები არიან..

 

 

უძილობის დედაც კიდო ცალკე http://www.smiles.ge/smile/2d/colours/red/boly.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ეგეთი რამეც განვიხილოთ კიდო..

 

არჩევნებამდე და დღესაც, ვფიქრობდი და ვფიქრობ, რომ ცალსახად პრორუსულ პოლიტიკურ ძალას ნომინალურად მაინც პროდასავლური ალასანია ჯობია და პრინციპში ამით ვამართლებდი არჩევნებში ალსანიას მხარდამჭერებს.. მაგრამ.. არჩევნებმა ჩაიარა, ალასანიამ სასურველი შედეგი მიიღო, ძირითადი/წამყვანი ოპო ლიდერის მანტიას დღე დღეზე მოირგებს და რა მერე?

 

არის კი ალასანია პროდასავლური? ან არის კი ალასანია ადამიანი რომელიც სააკაშვილის ჩანაცვლების შემთხვევაში ანტისახელმწიფოებრივ რეჟიმსაც შეცვლის და ნაბიჯ ნაბიჯ სოციალური სახელმწიფოს მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს?

 

კითხვაზე პასუხი მარტივი არ არის, რადგან ხვალ რომ ნებით თუ უნებლიედ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნოს და ალასანიას ბელადის პოზიცია არგუნოს ვაშინგტონმა, იქნება თუ არა ეს ნაბიჯი შეთანხმებული ევრაზიის რეგიონში თეთრი სახლის ძირითად მარიონეტ მოსკოვთან? ალბათ იქნება ხო? რათქმაუნდა..

 

თუ ეს ნაბიჯი მოსკოვთან შეთანხმებული იქნება მაშინ რა იცვლება ფუნდამენტალური გაგებით საქართველოსთვის? ნომინალურად ისევ ვაშინგტონის მარიონეტად დარჩება ქვეყანა ან რაც მისგან დარჩება ამ დროისთვის და რეალურად მოსკოვიდან დაიწყება მითითებების მიღება?

 

მოსკოვმა რა მითითებები შეიძლება მისცეს თბილისს? ან რაში აინტერესებს მოსკოვს თბილისი?

 

1. სრული ანექსია?

ვგონებ გამორიცხულია..

 

2. ეკონომიკის ხელში ჩაგდება?

ისედაც ხელში აქვს..

 

3. რეგიონში საკუთარი და ვაშინგტონის/დასავლეთის პოზიციების გამყარება?

ისედაც მყარია..

 

 

მაშინ რა შეიძლება იყოს მოსკოვის ინტერესი საქართველოში? იქნებ მოსკოვის ინტერესი უფრო საქართველოს შემდგომი დეზინტეგრაცია და სამცხე ჯავახეთის, აჭარის, სამეგრელოს რეგიონებისა და ყაზბეგისა და ახმეტის რაიონების კონტროლია?

 

პრინციპში მოსკოვში ალბათ კარგად ესმით, რომ საქართველოს მოსახლეობაში რუსეთისადმი ანტაგონისტური დამოკიდებულება ხელისუფლებაში პრორუსული პოლიტიკური ძალის მოსვლას გამორიცხავს.. ამდენად ალასანიას გაბელადების შემდეგაც ხომ არ გაგრძედება რუსეთთან დაპირისპირება?

 

ანდა რაში ჭირდება მოსკოვს პრორუსული პოლიტკური ძალა საქართველოს ხელისუფლებაში? ეს რას შეცვლის კრემლისთვის?

 

1. საქართველო რუსეთის სტრატეგიული და სანდო პარტნიორი გახდება?

არა..

 

2. ტერიტორიებს დაუბრუნებს საქართველოს და საქართველოს დაიბრუნებს?

არა..

 

3. ეკონომიკურად დაეხმარება საქართველოს და ეკონომიკურად მოიგებს?

არა.. (არა, რადგან როგორც უკვე ვთქვი შეძლებისდაგვარად ეკონომიკურად ისედაც აკონტრლებს რეგიონს.. უფრო მეტის მოგების საშუალებას ობიექტური რეალობა და დანარჩენ საკითხებში მოუგვარებელი პრობლემები არ მისცემს)

 

მაშინ რა იცვლება ხელისუფლებაში პრორუსული ძალის მოყვანით მოსკოვისთვის?

 

 

რაზე შეიძლება ითანამშრომლოს დღეს საქართველომ და რუსეთმა? კონფედერაცია ალბათ ერთადერთი თემაა სადაც თეორიულად მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, მაგრამ წავა ამაზე მოსკოვი?

 

არა მგონია, რადგან პრაგმატული მოსაზრებებიდან და საქართველოსთან ურთიერთობების ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ოფიციალურ თბილისს გაძლიერებისა და გაერთიანების საშუალებას მოსკოვი აღარ მისცემს. ვაშინგტონი კი არ შეეწინააღმდეგება კრემლს, რადგან საქართველოს სახელმწიფოებრიობა ყველაზე ნაკლებად ადარდებს სადარდებელ საკითხთა შორის..

 

მაშინ სად ან რაშია ქართულ რუსული ურთიერთობების პერსპექტივა?

ასეთი პერსპექტივა დღეს არ არსებობს.

 

მოკლედ, გინდა გაწიე გინდა გამოწიე რაღაცა სხვა "თამაშთან" გვაქვს საქმე და ეს "თამაში" საქართველოს შემდგომი დეზინტეგრაციის საბაბი შეიძლება გახდეს..

 

სხვა ვარიანტი არ ჩანს, რადგან მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების დარეგულირების პერსპექტივა, როგორც დღეს არ არსებობს ასევე არ იარსებებს სააკაშვილის ნეიტრალიზების შემდეგ, ვიდრე საქართველო, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი კონფედერაციულ სახელმწიფოს არ შექმნიან და თბილისსა მოსკოვს შორის დაპირისპირების ერთ ერთი ძირითადი მიზეზი არ ამოიწურება.. კონფედერაცია კი არც ვაშინგტნის, არც მოსკოვის და არც თბილისის დღის წესრიგში არ დგას, უფრო მეტიც, მოსკოვის ძირითადი პრობლემა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობაა და კონფედერაციის შექმნაში კი არა სახემწიფოებრიობის მოშლაში თუ დაეხმარება მხოლოდ..

 

იტოგში არ ვიცი ალასანიას როდის და როგორ საქართველოს ჩააბარებენ თუ ჩააბარებენ საერთოდ, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ რუსეთი და აშშ საქართველოს სახელმწიფოებრიობის, საქართველოს კონფედერაციის იდეისა და საქართველოს მოსახლეობის ძირითადი მტერია.. http://www.smiles.ge/smile/2d/colours/red/yes.gif

 

 

 

ამ ხუმრობა ხუმრობაში რამხელა პოსტი გამოსულა მამენტ.. http://www.smiles.ge/smile/2d/colours/red/boly.gif

post-1231-045931100 1275533383_thumb.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

დავბოლდეთ რომ ტელევიზია ირაკლიოს მხარეს იყო?

გიგის სახე გვამნაგნიტებდა ყოველდრე. გვეყოს რა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტელევიზიით ვინც გინდა ის აჩვენონ ოცდაოთხი საათი.. თუ გააყალბე არჩევნები მაგას რა მნიშვნელობა აქვს? არანაირი. ამას საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის შეიძლება ქონდეს რაიმე აზრი, თორე რეალობაში არაფერი იცვლება. ყველალაფერი ხო სხვაგან წყდება და რასაც ჩვენ ტელევიზორში ვხედავთ ეს ილუზიაა მეტი არაფერი...თვალში ნაცარი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

3. რეგიონში საკუთარი და ვაშინგტონის/დასავლეთის პოზიციების გამყარება?

ისედაც მყარია..

საკუთარი თუ ვაშინგტონის? აააა გაამხსენდა, რუსეთს და აშშ-ს ხო ერთი და იგივე ინტერესები აქვთ, პარტნიორები არიან :018:

 

 

2. ეკონომიკის ხელში ჩაგდება?

ისედაც ხელში აქვს..

აბა არ გვაქვს ეკონომიკაო? თუ არ გვაქვს რა აქვს ხელში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

დღეს შემოგთავაზებთ ინფორმაციას, რომელიც ალასანიას "წარმატებაში" (ლეგენდის შექმნაში) სახელისუფლებო რესურსების როლზე მიუთითებს, ანუ ინფორმაციას, რომლის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში/დღეებში ტელეკომპანიების ეთერში, თბილისის მერის კანდიდატებთან დაკავშირებით გასული სიუჟეტების მიხედვით, საეთერო დროის ძირითადი ნაწილი ირაკლი ალასანიას და შესაბამისად მისი კანდიდატურის/პიროვნების პირდაპირ/ღია თუ ფარულ რეკლამას დაეთმო..

ხელისუფლებას კი არ ებრძვი , ალასანიას

 

ნეტა რატომ? :read:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

asds

დავბოლდეთ რომ ტელევიზია ირაკლიოს მხარეს იყო?

გიგის სახე გვამნაგნიტებდა ყოველდრე. გვეყოს რა

ვახ, მე ხომ ვერ უყურებ აქედან ვისი სახე იყო ეკრანეზე პასტაიანნა.

 

აგერ რაღაც ჯგუფმა გამოიკვლია და ირაკლი იყოო და ეგ ინფო დავდე თავის ლინკებით და ჰამბებით..

 

მერეა და ისედაც ბოლდებით მე რომ მკითხო. არა ბატონო, იმაზე პრეტენზია არ მაქვს რომ ჭეშმარიტებას ვღაღადებ, მაგრამ იმას კი ვხედავ, რომ ადამანები რომელთაც (თქვენივე სიტყვებით) ალიანსთან არაფერი საერთო არ გაქვთ, ჩემი აზრით სრუალად არაარგუმენტირებული პოზიციით იცავდით და მხარს უჭერდით ალიიანსს და დღესაც იგივეს აკეთებთ.. პლუს სერიოზული მსჯელობა საკითხზე და საერტოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ფორუმის ფორმატში სამწუხაროდ არ იმართება..

 

დებატებში გამამიწვიეთ ბატონო და დაგბომბავთ! :018:

 

 

 

eksprofi84

ტელევიზიით ვინც გინდა ის აჩვენონ ოცდაოთხი საათი.. თუ გააყალბე არჩევნები მაგას რა მნიშვნელობა აქვს? არანაირი. ამას საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის შეიძლება ქონდეს რაიმე აზრი, თორე რეალობაში არაფერი იცვლება. ყველალაფერი ხო სხვაგან წყდება და რასაც ჩვენ ტელევიზორში ვხედავთ ეს ილუზიაა მეტი არაფერი...თვალში ნაცარი.

 

ის მნიშვნელობა აქვს ჩემო კარგო ტელეკრანებზე "ციმციმს" რომა საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების ძირითად ინსტრუმენტს დღეს სწორედ ტელევიზია წარმოადგენს..

 

ალასანია მეორეზე გავიდა ხო? კითხვა რატომ ან როგორ არ უნდა დაისვას?

 

რატომ ან როგორ მოხდა, რომ 3 და 4 პროცენტიანი მხარდაჭერის მქონე პარტიების ალიანსმა/ალიანსის კანდიდატმა თბილისის მერის არჩევნებში მეორე პოზიცია დაიკავა?

 

მოკლედ საზოგადოებას აგუებენ იმ აზრს, რომ ალასანია აქ არის და არის აქ დიდი ხნით.. ეს არც ისეთი სახუმარო და მით უმეტეს ადვილი ჰამბავია, როგროც ბევრს შეიძლება ეგონოს..

 

 

გახსოვს საპარლამენტო ე.წ. არჩევნები? გახსოვს ქრისტიან დემოკრატებს რამდენი პროცენტი დაუხატეს? არადა გჯერა რომ ქრისტიან დემოკრატებს და პრასტიტუტკა თარგამაძეს დაბოლილ და გაუგებრობაში მყოფი ადამიანის გარდა ვინმე მხარს დაუჭერდა ან დაუჭერს? ან გჯერა რომ 12-14% შეიძლება ქონდეს მაგ მედროვე იდიოტების ჯგროს?

 

ასე რომ გაყალბება მარტო პირველი ადგილისთვის არ ხდებადა და არც მეორე და მესამე ადგილიც ნიშნავს ყოველთვის დამარცხებას.. http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

 

 

 

Saturn

საკუთარი თუ ვაშინგტონის? აააა გაამხსენდა, რუსეთს და აშშ-ს ხო ერთი და იგივე ინტერესები აქვთ, პარტნიორები არიან :018:

მამენტ ამ პარტნიორობას ლამის ოფიციალურ დონეზე აღიარებენ და შენ რაია რომ ამის პრინციპულად დანახვა არ გიმდა?

 

საერთო ინტერესები აქვს ვაშინგტონსა და მოსკოვს აბა რა აქვთ? დღემდე იმ ილუზიაში ცხარ რომ მტრები არიან?

მტრები არიან და დასავლეთი მაინც ასეულობით მილიარდი დოლარის ინვესტიციებს ტენის რუსეთს ათწლეულიდან ათწლეულამდე?

 

შენ ჯიგარსონ ანგლოსაქსები დებილები გგონია თუ რავაა შენი საქმე? :018:

 

აბა არ გვაქვს ეკონომიკაო? თუ არ გვაქვს რა აქვს ხელში?

რა ეკონომიკაც აქვს საქართველოს იმ ეკონომიკას აკონტროლებს.. პრინციპში ნავთობზე და გაზზე დღეში აკეთებენ იმდენს, საქართველო წელიწადში რომ ვერ აკეთებს, მაგრამ პრინციპში რა ეკონომიკაც არის მანდ იმ ეკონომიკას (ძირითადად ენერგოსექტორი) აკონტრლებს..

 

 

რამე კონტრ არგუმენტი დადე ისეთი რომ დაფიქრებად ღირდეს.. აუცილებელი ხომ არ არის უაზროთ ვიკამათოთ, იქნებ თქვენი არგუმენტები მივიღო კიდეც..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ პარტნიორობას ლამის ოფიციალურ დონეზე აღიარებენ

პარტნიორები არიან ტი შტო? მხოლოდ რაკეტები აქვთ ერთმანეთზე დამიზნებული და არც ერთი მხარე შანსს არ მაზავს, რომ მეორე ჩაძიროს

Reagan_Gorbachev.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...