Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველო: არასაიმედო დასაყრდენი შეერთებული შტატებისათვის


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/03/globalist_1-150x39.gif

 

მარტინ სიფი

 

შეერთებული შტატბი ამჟამად ახლო აღმოსავლეთში ორ ძალიან ძვირადღირებულ ომშია ჩართული. გაუძლებს კი ის საქართველოს ტერიტორიის გამო რუსეთთან იმავეს გაკეთებას, თუ საქმე აქამდე მივიდა? მარტინ სიფი ამტკიცემს, რომ პრეზიდენტმა ობამამ ისტორიის გაკვეთილები უნდა ყურად იღოს და გადააფასოს მისი პოლიტიკა საქართველოს მიმართ.

 

დიდი კონტინენტური ქვეყნისა და გლობალური სუპერსახელმწიფოსათვის ყოველთვის ცუდია, როდესაც ის თავის ბედს პატარა, არსტაბილურ და სახიფათოდ უპასუხისმგებლო ქვეყანას მჭიდროდ უკავშირებს. ის, რასაც პრეზიდენტი ობამა, თავისი წინამორბედის, ჯორჯ ბუშის მსგავსად, დღემდე აკეთებს საქართველოს რესპუბლიკასთან (კავკასია) მიმართებაში, შეცდომაა.

 

საქართველო, მიუხედავად მისი ქაოტურობისა,  თავისი მდებარეობის წყალობით მართლა სტრატეგიული ჯილდოა. ის აშშ-ს პოლიტიკოსებს კავკასიის გულში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე სულ ცოტა საიმედო დასაყრდენის ილუზიას სთავაზობს.  ის ასევე სთვაზობს მათ ტერიტორიას კასპიის ზღვის ბასეინიდან და მეზობელი აზერბაიჯანიდან მომვალი ბუნებრივი აირის  იმ მილსადენებისთვის, რომლებმაც რუსეთზე არ უნდა გაიარონ.

 

ახლა, როდესაც უკრაინის ახალი მთავრობა, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელმძღვანელობით ენერგიულად განაახლებს თავის ტრადიციულ კავშირებს მოსკოვთან და  ნავთობითა და ბუნებრივი აირით მდიდარ ყაზახეთთან – საქართველო აშშ-ს პოლიტიკოსებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა, რადგან ის იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩრდილო მარშრუტი რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნდა,  კასპიის ზღვის ბასეინისკენ მიმავალი მარშრუტის შენარჩუნებისპერსპექტივას ძალაში ტოვებს.

 

მაგრამ ეს რიტორიკა და გეოპოლიტიკური გათვლა, რომლის თანახმადაც საქართველოს პრეზიდენტს, როგორც დემოკრატიულად არჩეულსა და პრო-ამერიკელ ლიდერს მხარი უნდა დავუჭიროთ, კვლავ ეჯახება ორ სასტიკ ფაქტს.

 

პირველი ისაა, რომ საქართველო არა მხოლოდ რუსეთის გავლენის სივრცეში იმყოფება, არამედ დაახლოებით 190 წლის განმავლობაში რუსეთის სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი იყო. შესაბამისად აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოსადმი  გარანტირებულად აღაშფოთებს არა მხოლოდ რუს პოლიტიკოსებს, არამედ რიგით მოქალაქეებსაც, ისევე როგორც შეიძლება აღაშფოთოს ამერიკელები რუსეთის მხარდაჭერამ ამერიკის ტრადიციული გავლენის სფეროში მყოფი ისეთი ქვეყნისადმი, როგორიც ვენესუელაა.

 

ვენესუალას პრეზიდენტი უგო ჩავესი რომ ცდილიყო, ეს ქვეყანა რუსეთის თაოსნობით მოქმედ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში, ან რუსეთისა და ჩინეთის თაოსნობით მოქმედი შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში შეეყვანა, ნებისმიერი პრეზიდენტი ვაშინგტონში, დემოკრატი, თუ რესპუბლიკელი, აღშფოთდებოდა.

 

მაგრამ სუპერძლიერი კონფლიქტის რისკი საქართველოს გამო, და რუსეთი სტრატეგიული ბირთვული და სამხედრო თვალსაზრისით დღემდე სუპერსახელმწიფოა, რომელიც მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეედრება, კიდევ უფრო მძიმეა.  პრეზიდენტმა სააკაშვილმა   თავისი მმართველობის განმავლობაში არაერთხელ აჩვენა, რომ არაპროგნოზირებადია. აშშ-ს პოლიტიკოსები ვერ იქნებიან დარწმუნებული იმაში, რომ მის შეკავებას შეძლებენ.

 

ისტორიამ არაერთხელ დაადასტურა, რომ დიდი ომები და შემდგომი ნგრევა ძალიან ხშირად იწყება ერთი მიზეზით – თვითდარწმუნებული  გლობალური სუპერსახელმწიფო ჩქარობს ისეთი პატარა კლიენტი სახელმწიფოების დაცვას, რომლებიც არ უნდა დაეცვა.  დიდ ბრიტანეთს 1914 წელს იმპერიულ გერმანიასთან ომის არ უნდა ჰქონოდა. მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ გერმანიის არმიას საფრანგეთზე თავდასხმა ბელგიის გავლით ჰქონდა დაგეგმილი.

 

მაშინაც კი ბრიტანეთის იმჟამინდელ ლიბერალურ მთავრობას შეეძლო უკან დაეხია და ბელგია გერმანელთა ოკუპაციისთვის დაეთმო. მიუხედავად იმისა, რომ 1914-1918 წლების გერმანიას  უზარმაზარი სამხედრო ძალა ჰქონდა, ის ნამდვილად არ იყო ნაცისტური.  მაგრამ გეოპოლიტიკის ტრადიციულმა ბრიტანულმა კონცეპტმა და ძველმოდურმა რიტორიკამ „ღირსებასა“ და „დიდებაზე“, რომელსაც ნახევარი ათეული ისეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი ედგა სათავეში, როგორიც უინსტონ ჩერჩილი იყო, ისინი ომამდე მიიყვანა.

 

ეს ინგლისის ისტორიაში ყველაზე ცუდი პოლტიკური გადაწყვეტილება იყო. ამის შედეგად პირველ მსოფლიო ომში 1 მილონზე მეტი ბრიტანელი და ბრიტანეთის იმპერიის ახალგაზრა მოქალაქე დაიღუპა. 18-დან 45 წლამდე ყოველი მესამე ბრიტანელი მამაკაცი ან დაიღუპა ამ ომში, ან მიღებული ჭრილობების შედეგად ათწლეულობით ადრე, უდროო სიკვდილს ემსხვერპლა. ხოლო ბრიტანეთის იმპერია შემდეგ თაობის თვალწინ  სწრაფად დაიშალა სწორედ იმიტომ, რომ სისხლის ამ ზღვამ მისი გადარჩენის სურვილი შთანთქა.

 

მეფის რუსეთმა ბრიტანელების კატასტროფული შეცდომა გაიმეორა. რუსეთს 1914-ში სერბეთის დასაცავად  თავი არ უნდა მოეკლა, ისევე, როგორც იმპერიულ გერმანიას არ უნდა მიეცა თავისი ბევრად უფრო სუსტი მოკავშირისთვის, ავსტრია-უნგრეთისთვის სამარცხვინო კარტ-ბლანში სერბიის დასანგრევად.

 

თუ პრეზიდენტ ობამადა და სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს თავისი პატარა მარგინალური მოკავშირის საქართველოს გამო, რომლის მთავრობაზე მას მცირედი გავლენა აქვს,თუ საერთოდ აქვს რაიმე გავლნ,  მომავალში რუსეთთან ასეთივე სახიფათო დაპირისპირების თავიდან აცილება  სურთ, მაშინ მათ 1914 წლის საზარელი გამოცდილება უნდა შეისწავლონ და გაითვალისწინონ.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...