აზრი Posted June 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2010 gruzian_ka შენ ისევ იგივეს წერ. არანაირი დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოგყავს. მსგავსად ნებისმიერ კათოლიკს შეუძლია თქვას. ამიტომ აზრი არ აქვს მხოლოდ ხმამაღალი ფრაზების წერას. გარდა ამისა, თემა მხოლოდ იმას ეხება, თუ რა განსხვავებაა კათოლიკებსა და მართლმადიდებელთა სწავლებებში. არაა თემაში საუბარი იმაზე, თუ რაა ამის მიზეზები. თუმცა თუ გსურს მიზეზებზე საუბარი, შეგიძლია გახსნა ახალი თემა. საინტერესო იქნებოდა ამ საკითხებზეც საუბარი, ოღონდ დამადასტურებელი მტკიცებულებებიც თუ ექნება ხო, უფრო საინტერესო იქნება. დროებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gruzian_ka Posted June 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2010 gruzian_ka შენ ისევ იგივეს წერ. არანაირი დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოგყავს. მსგავსად ნებისმიერ კათოლიკს შეუძლია თქვას. ამიტომ აზრი არ აქვს მხოლოდ ხმამაღალი ფრაზების წერას. გარდა ამისა, თემა მხოლოდ იმას ეხება, თუ რა განსხვავებაა კათოლიკებსა და მართლმადიდებელთა სწავლებებში. არაა თემაში საუბარი იმაზე, თუ რაა ამის მიზეზები. თუმცა თუ გსურს მიზეზებზე საუბარი, შეგიძლია გახსნა ახალი თემა. საინტერესო იქნებოდა ამ საკითხებზეც საუბარი, ოღონდ დამადასტურებელი მტკიცებულებებიც თუ ექნება ხო, უფრო საინტერესო იქნება. დროებით. კათოლიკეები იგივეს ვერ იტყვიან იმიტომ, რომ საფუძველი არა აქვთ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებას რას ეძახი შენ არ ვიცი და როცა მომყავს სახარებისეული ფრაზები და ისტორიულად დადასტურებული ფაქტები საკმარისი არ არის? კონკრეტულად რა მტკიცებულებას ითხოვ ვერ გავიგე... თანაც მე მგონი, შენ არ გაცნობიხარ თანამედროვე მოვლენებს მაგათი ცხოვრებიდან, საკამთო და სათქმელი რო არაფერი აქვთ, მზად არიან ყველაფერში დაეთანხმონ მართლმადიდებლებს, მრწამსშიც კი, რომელიც თვითნებურად დაამახინჯეს, პაპის პრიმატის საკითხს ვერ ელევიან მხოლოდ... რაც შეეხება მხოლოდ განსხვავებების წერას, ეჭვი მაქვს, რომ რაღაცას უნდა ემსახურებოდეს, საერთოდ ამ თემის გახსნის იდეაც... მიზეზების ჩAმოთვლა, რატომ გიშლის ხელს აქ ვერ გავიგე... ამ მიზეზებმა წარმოშვეს ეს განსხვავებები, თანაც მათივე ინიციატივით, თორე პირჯვარი უკუღმა გადაიწერეთო არავის უთქვამს მაგათთვის...შენ შეგიძლია დადო მტკიცებულება, რომ 1054 წლამდე ის წესები არსებობდა, რომლებითაც ახლა ეგენი სარგებლობენ? ვერ დადებ ... ეს განსხვავებები მაგათი მოგონილია და რანაირად დაწერს ეხლა კათოლიკე, რომ მაგალითად 1054 წლამდე ყველა გაპარსული დავდიოდით და მერე მართლმადიდებლებმა წვერი მოუშვესო... დაფიქრდი რა... კათოლიკეებმა გააკეთეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად მგვანებოდნენ მართლმადიდებლებს და შეცვალეს ყველაფერი, ეხლა მოიწვიე ვინმე კათოლიკე აქ და დამიწეროს, რო ასე კი არ იყო მართლმადიდებლებმა შეცვალეს, რაღაცეებიო... თუ ჩემი პოსტები შენს მიზნებს არ ემთხვევა და ხელს უშლის ეგეც დაწერე და უფრო გასაგები გახდება ყველაფერი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted June 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2010 კათოლიკეები იგივეს ვერ იტყვიან იმიტომ, რომ საფუძველი არა აქვთ ამის gruzian_ka რატო ვერ იტყვიან? იმიტომ რომ შენ ამბობ და რადგან შენ ამბობ მასეა? დამადასტურებელი მტკიცებულებას რას ეძახი შენ არ ვიცი რას ვეძახი და რასაც საყოველთაოდ ეახიან. მტკიცებულება, რომლითაც ესა თუ ის მოსაზრება მტკიცდება ფაქტების წარმოდგენით, რაც შენ ჯერჯერობით არ გაგიკეთებია. მხოლოდ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებ. და როცა მომყავს სახარებისეული ფრაზები იგივე სახარებისეული ფრაზებით შეუძლია სხვამაც იგივე დაწეროს და თქვას რომ თქვენ ხართ მწვალებლები და არა კათოლიკები. და ისტორიულად დადასტურებული ფაქტები საკმარისი არ არის? არცერთი ისტორული წყარო არ მიგითითებია, სადაც შენი მოსაზრების მხარდამჭერი ფაქტები იქნებოდა წარმოდგენილი. ასე რომ... კონკრეტულად რა მტკიცებულებას ითხოვ ვერ გავიგე... არცერთი ისტორული წყარო არ მიგითითებია, სადაც შენი მოსაზრების მხარდამჭერი ფაქტები იქნებოდა წარმოდგენილი. ასე რომ... თანაც მე მგონი, შენ არ გაცნობიხარ თანამედროვე მოვლენებს მაგათი ცხოვრებიდან, საკამთო და სათქმელი რო არაფერი აქვთ, მზად არიან ყველაფერში დაეთანხმონ მართლმადიდებლებს, მრწამსშიც კი, რომელიც თვითნებურად დაამახინჯეს, პაპის პრიმატის საკითხს ვერ ელევიან მხოლოდ... რაც შეეხება მხოლოდ განსხვავებების წერას, ეჭვი მაქვს, რომ რაღაცას უნდა ემსახურებოდეს, საერთოდ ამ თემის გახსნის იდეაც... თემა ეხება მხოლოდ განსხვავებებს და არა მიზეზებს. მიზეზების ჩAმოთვლა, რატომ გიშლის ხელს აქ ვერ გავიგე... ამ მიზეზებმა წარმოშვეს ეს განსხვავებები, თანაც მათივე ინიციატივით, თორე პირჯვარი უკუღმა გადაიწერეთო არავის უთქვამს მაგათთვის... შენ წარმოიდგინე რომ მიზეზების ჩამოთვლა არანაირად არ მიშლის ხელს. უბრალოდ თემა მათ შორის განსხვავებას ეხება და არა მიზეზებს. თუ გსურს მიზეზებზეც ისაუბრო გახსენი ცალკე თემა, ვინმემ შეგზღუდა თუ? შენ შეგიძლია დადო მტკიცებულება, რომ 1054 წლამდე ის წესები არსებობდა, რომლებითაც ახლა ეგენი სარგებლობენ? ვერ დადებ ... ეს განსხვავებები მაგათი მოგონილია და რანაირად დაწერს ეხლა კათოლიკე, რომ მაგალითად 1054 წლამდე ყველა გაპარსული დავდიოდით და მერე მართლმადიდებლებმა წვერი მოუშვესო... დაფიქრდი რა... კათოლიკეებმა გააკეთეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად მგვანებოდნენ მართლმადიდებლებს და შეცვალეს ყველაფერი, ეხლა მოიწვიე ვინმე კათოლიკე აქ და დამიწეროს, რო ასე კი არ იყო მართლმადიდებლებმა შეცვალეს, რაღაცეებიო... თუ ჩემი პოსტები შენს მიზნებს არ ემთხვევა და ხელს უშლის ეგეც დაწერე და უფრო გასაგები გახდება ყველაფერი...შენ ისევ მიზეზებზე საუბრობ. გახსენი ცალკე თემა და იქ წერე, არავინ გიშლის. რაც შეეხება თემას, მის გარშემო თუ შეგიძლია და გსურს წერო, საინტერესო იქნება. შეგიძლია შეავსო ჩამონათვალი რომელიც მე ჩამოვწერე და დაამატო მას ის განსხვავებები, რომლებიც კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის არის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gruzian_ka Posted June 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2010 (edited) gruzian_ka რას ვეძახი და რასაც საყოველთაოდ ეახიან. მტკიცებულება, რომლითაც ესა თუ ის მოსაზრება მტკიცდება ფაქტების წარმოდგენით, რაც შენ ჯერჯერობით არ გაგიკეთებია. მხოლოდ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებ. [quote კარგი, ჯერ კიდევ 325 წელს, ქალაქ ნიკეაში შედგა I მს. საეკლესიო კრება, რომელსაც ესწრებოდა 315 წმინდა მამა, მათ შორის იყო წმ. ნიკოლოზიც... ამ კრებას ესწრებოდა რომის პაპის მიერ გამოგზავნილი პრესვიტერები (თვითონ ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა)... ამ კრებაზე, რომელიც გრძელდებოდა 325 წლის 19 ივნისიდან 25 აგვისტომდე და მას წარმართავდა ანტიოქიის პატრიარქი, მიიღეს მართლმადიდებლობის სიმბოლო მრწამსი, რომელშიც წერია ,,და სული წმინდა, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის იცემების"..., ასევე ,,მრწამს ესრთი წმინდა კათოლიკე, სამოციქულო ეკლესია"... მოცემულ დაგენილებას ხელი მოაწერა ყველამ (ორი ეგვიპტელი მღვდელმსახურის გარდა), მათ შორის რომის წარმომადგენლებმაც, ანუ მიიღეს სარწმუნოების სიმბოლო მრწამსი... მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ დადგენილი კანონები იწერებოდა სულიწმინდის მადლით და ვინც ამას შეცვლის გამოდის სულიწმინდის მგმობელი, შენმა ძვირფასმა კათოლიკეებმა თუ პაპიტებმა 1054 წელს დააკანონეს შეცვლილი მრწამსი, რომელიც თავის დროზე თვითონვე მიიღეს... შენ თუ თვლი, რომ ეს საკმარისი ინფორმაცია არ არის, მაშინ უკეთეს შემთხვევაში გეზარება მოიძიო და წაიკითხო შენი თვალით ეს ყველაფერი და უარეს შემთხვევაში არ გინდა თვალი გაუსწორო სინამდვილეს და თყვილა ათამაშებ სიტყვებს, შენ დადე მტკიცებულება, რომ ეს რაც მე დავწერე ტყუილია, თუ შენ არ იცი, მოიწვიე ვინმე კათოლიკე და დაგეხმაროს... იგივე სახარებისეული ფრაზებით შეუძლია სხვამაც იგივე დაწეროს და თქვას რომ თქვენ ხართ მწვალებლები და არა კათოლიკები.[quote კი ბატონი, მზად ვარ პასუხი გავცე... თემა ეხება მხოლოდ განსხვავებებს და არა მიზეზებს. [quote რაც შეეხება განსხვავებებს ეს არის შედეგი იმისა რაც დავწერე, ამიტომ მიზეზების მოყოლა სწორედ ამ შედეგების პარალელურად, აქვე უნდა განიხილებოდეს, შედეგები კი თვითონ მოეწმობენ და ჩამოთვლილიც საკმარისია იმისთვის, რომ დავინახოთ მათი სახე... შენი ხათრით რაღაცეებს დავამატებ ჩამონათვალს,1) ძაღლების და სხვა ცხოველების ნათლობა და ჯვრისწერა,2) ერთსქესიანების ჯვრისწერა3) ხშირად გადასახადების გადაუხდელობის გამო საკუთარი ტაძრები გაქირავება დისკო კლუბებზე და მსგავს ღონისძიებებზე... ასე, რომ ჩემო0 კარგო, შენ რაღაცეები გერევა, ერთია როცა ადამიანს არ ესმის, მეორე როცა არ უნდა გაიგოს, შენ მეორეს მიეკუთვნები...თანაც შენ არ გაგიხსნია ეს თემა და ნუკრიკომ დაწეროს, რომ არ შეიძლება მიზეზებზე საუბარი... Edited June 9, 2010 by gruzian_ka Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted June 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2010 კარგი, ჯერ კიდევ 325 წელს, ქალაქ ნიკეაში შედგა I მს. საეკლესიო კრება, რომელსაც ესწრებოდა 315 წმინდა მამა, მათ შორის იყო წმ. ნიკოლოზიც... ამ კრებას ესწრებოდა რომის პაპის მიერ გამოგზავნილი პრესვიტერები (თვითონ ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა)... ამ კრებაზე, რომელიც გრძელდებოდა 325 წლის 19 ივნისიდან 25 აგვისტომდე და მას წარმართავდა ანტიოქიის პატრიარქი, მიიღეს მართლმადიდებლობის სიმბოლო მრწამსიgruzian_ka მართლმადიდებლურ მრწამსს ვერ მიიღებდნენ რადგან მსგავსი რამ რაც მიიღეს მართლმადიდებლური მრწამსი არ დაურქმევიათ. მეორეც, იმ დროს ერთი ეკლესია იყო, რადგან მართლმადიდებლობა ჯერ არ იყო გამოყოფილი კათოლიკურ საყოველთაო სამოციქულო ეკლესიას. თავადვე წერ I მს.საეკლესიო კრება ა.წ.-ით 325 წელს ჩატარდაო და ამ დროს გავიწყდება რომ მართლმადიდებლები მაშინ დაგერქვათ როგორც ცალკე რელიგია როცა 1054 წელს გამოეყავით საერთო ეკლესიას. გაერკვიე და ისე მაინც წერე. ამ სიტყვებზე წერ მართლმადიდებლური მრწამსი მიიღესო, როცა მასში მართლმადიდებლური კი არ წერია, არამედ "ერთი წმინდა კათოლიკე, სამოციქულო ეკლესია: ასევე ,,მრწამს ესრთი წმინდა კათოლიკე, სამოციქულო ეკლესია"... კათოლიკეს მართლმადიდებლობას არქმევ რა უნდა გელაპარაკო. ასე რომ სიტყვებს, რომლესაც მე მწერდი შენ გეხება: "გეზარება მოიძიო და წაიკითხო შენი თვალით ეს ყველაფერი და უარეს შემთხვევაში არ გინდა თვალი გაუსწორო სინამდვილეს და თყვილა ათამაშებ სიტყვებს, შენ დადე მტკიცებულება, რომ ეს რაც მე დავწერე ტყუილია, თუ შენ არ იცი, მოიწვიე ვინმე კათოლიკე და დაგეხმაროს..." სწორედ ამ მიზეზის გამო გწერდი, რომ ნაცვლად იმისა ყველაფერი უკუღმა შემოაბრუნო, სიმართლეს გაუსწორო თვალი და თუ რამის დამტკიცება გსურს, ფაქტებით უნდა დაასაბუთო. წაიკითხე ხელახლა რაც მოგწერე: ესა თუ ის მოსაზრება მტკიცდება ფაქტების წარმოდგენით, რაც შენ ჯერჯერობით არ გაგიკეთებია. მხოლოდ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted June 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2010 პაპის პრიმატი რას ნიშნავს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted June 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2010 ასევე მაინტრესებს "სავალდებულო ცელიბატის" მნიშვნელობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gruzian_ka Posted June 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2010 quote name='აზრი' date='10 June 2010 - 02:39 AM' timestamp='1276123167' post='283343']gruzian_ka მართლმადიდებლურ მრწამსს ვერ მიიღებდნენ რადგან მსგავსი რამ რაც მიიღეს მართლმადიდებლური მრწამსი არ დაურქმევიათ. მეორეც, იმ დროს ერთი ეკლესია იყო, რადგან მართლმადიდებლობა ჯერ არ იყო გამოყოფილი კათოლიკურ საყოველთაო სამოციქულო ეკლესიას. თავადვე წერ I მს.საეკლესიო კრება ა.წ.-ით 325 წელს ჩატარდაო და ამ დროს გავიწყდება რომ მართლმადიდებლები მაშინ დაგერქვათ როგორც ცალკე რელიგია როცა 1054 წელს გამოეყავით საერთო ეკლესიას. გაერკვიე და ისე მაინც წერე. კარგი, ეხლა მართლმადიდებლობაზე (რახან ისევ ვერ ან არ იგებ), ტერმინი მართლმადიდებლობა არსებობს ჯერ კიდევ 1 საუკუნიდან, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი იყო მაცხოვრის ძმა (მართალი იოსების შვილი) იაკობი და მისი შემოღება უკავშირდება ქრისტიანობის დევნას ანუ ამ ტერმინით მოიხსენიებდნენ მართალი სარწმუნოების მადიდებლებს, ამასთან ეს ტერმინი გამოყენებულია შვიდივე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, (მათ შორის მეშვიდე საეკლესიო კრება ჩატარდა 3 საუკუნით ადრე, ვიდრე პაპისტები დატოვებდნენ ეკლესიას... ამასთან შენ როგორც ჩანს არ იცი, რომ პაპისტებამდე ეკლესია დატოვეს ნესტორიანელებმა, მონოფიზიტებმა, მონოთელიტებმა და სხვა მწვალებლურმა სწავლებებმა... მართმადიდებლობის ჭეშმარიტებას მოწმობს ის, რომ იგი დღემდე რჩება იმ დადგენილებების დამცველად და შემსრულებლად, რომელიც მიღებული იქნა მოციქულებისა და მსოფლიო კრებების მიერ და რომლებსაც ტვითონვე აღიარებდნენ პაპისტები ეკლესიის დატოვებამდე... შემდეგ შეცვალეს ყველაფერი და ამის მიზეზებზე უკვე ვისაუბრე... თუ ისევ გაუგებარია, ისევ სხვა ფორმით დავწერ, არ მეზარება ამ სიტყვებზე წერ მართლმადიდებლური მრწამსი მიიღესო, როცა მასში მართლმადიდებლური კი არ წერია, არამედ "ერთი წმინდა კათოლიკე, სამოციქულო ეკლესია: კათოლიკეს მართლმადიდებლობას არქმევ რა უნდა გელაპარაკო. იცი რა? შენ მე მგონი სიტყვებს აღიქვამ, როგორც ასოების ერთობლიობას მხოლოდ და გავიწყდება, რომ მათ შინაარსობრივი დატვირთვაც აქვთ... ერთი წმინდა კათოლიკე, სამოციქულო ეკლესია ნიშნავს ეკლესიის საყოველთაობას ყველა მართლმადიდებელი ერისთვის (საბერძნეთი, რუსეთი, საქართველო,სერბეთი და ა.შ...)პაპისტები კი მას იყენებენ მათი რიცხოვნული უპირატესობის გამო... კიდე ვიმეორებ ეგ ტერმინი არსებობს, მართლმადიდებლობასთან ერთად და არ გამოხატავს სარწმუნოებრივ შეხედულებებს... თუ ისევ გაუგებარია ისევ დავწერ... იგივე შემიძლია ვთქვა შენს მოთხოვნებზე ფაქტებთან დაკავშირებით, სიტყვა ფაქტიც ალბათ ისე გესმის, როგორც ასოების ერთობლიობა, შინაარსს მე აგიხსნი თუ გინდა, ფაქტი არის ისტორიულად დადასტურებული მოვლენა, რომელიც გამოიხატება, თარიღებით, მოვლენის მოხდენის ადგილებით, მონაწილე ადამიანების გამონათქვამების გამოყენებით, თანამედროვე ცხოვრებაში ფოტო და ვიდეომასალით... ამასთან გამუდმებით ითხოვ სხვისგან ფაქტებს (მისი სიმრავლის მიუხედავად), ხოლო შენ ისევ პასუხგაუცემელი გრჩება ის საკითხი, რომელიც შეგახსენე დავით აღმაშენებელზე და აქაც, მხოლოდ სიტყვების თამაშით შემოიფარგლები, დადე ფაქტები, რომ მე რასაც ვწერ ტყუილია... თუ ესეც გაუგებარია, ამასაც სხვანაირად ავხსნი შემდეგში... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gruzian_ka Posted June 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2010 პაპის პრიმატი რას ნიშნავს? ეხლავე ავხსნი, თვიდან დავიწყებ კარგი? როგორც სახარებიდან გვახსოვს, მაცხოვარმა პეტრეს უწოდა კლდე ,, კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას..." ამასთან პეტრე მოციქული გახლდათ რომის ეპირსკოპოსი... ამან გამოიწვია მცდარი აზრის ჩამოყალიბება რომის ეპისკოპოსების სხვა ეპისკოპოსებზე აღმატებულების შესახებ. თავად სხვა მოციქულები სულაც არ ხედავდნენ პეტრეში მეთაურს და ამას მოწმობს მოციქულთა პირველი კრება (51 წელს), რომელსაც იაკობ მოციქული თავმჯდომარეობდა და არა პეტრე მოციქული. (რომში ჩAსვლამდე პეტრე მოციქულმა ანტიოქიის ეკლწსია დააარსა და მაშინ ანტიოქიის ეპისკოპოსი გამოდის უპირატესი და არა რომისა)მათ (პაპიტებს) გაუჩნდათ პრეტენზია სათავეში ჩადგომოდნენ მთელ ქრისტიანულ სამყაროს და ითხოვდნენ მათი უპირატესობის აღიარებას, რაც 1054 წელს მათI ერთI წმინდა სამოციქულო ეკლესიიდან გასვლით დასრულდა... ამის შემდეგ რომის პაპმა პიუს IX-მ ყოველი მორწმუნე კათოლიკესგან მოითხოვა მისი საერო ხელისუფლად აღიარებაც...1302 წელს გამოიცა ე.წ. ,,ბულა" რომელშიც წერია, რომ სამოციქულო ტახტსა და რომის მღვდელმთავარს გააჩNია უზენაესობა მთელ მსოფლიოზე... ამას მოყვა პაპის აზრის უმთვრეს ჭეშმარიტ კრიტერიუმად გამოცხადება, და 1870 წელს ვატიკანის კრებამ მიიღო ,,პაპის შეუმცდარობის დოგმატი", რომელიც ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სწავლებას ანუ, სახარების მიხედვით შეუმცდარი მხოლოდ ეკლესიაა და არა, რომელიმე კონკრეტული პირი, მისი დამსახურებების მიუხედავად, ეს ,,დოგმატი" არღვევს ასევე სწავლებას ეკლესიის კრებსითობის შესახებ... ამ ყველაფერს წინ უძღოდა სულიწმიდის შესახებ დოგმატის დამახინჯება და პაპიტები დღემდე გვევლინებიან სულიწმინდის მგმობელებად, რის შედეგებსაც დღეს ყველა ხედავს... თუ ისევ გაჩნდება კითხვები მზად ვარ ვუპასუხო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted June 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2010 gruzian_ka არ დაიღალე მაინც ამდენი ტყუილების წერით? ერთი წყარო მეინც მიგეთითებინა რომ შენი დაწერილიდან რამე დაეჯერებინა ადამიანს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gruzian_ka Posted June 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2010 gruzian_ka არ დაიღალე მაინც ამდენი ტყუილების წერით? ერთი წყარო მეინც მიგეთითებინა რომ შენი დაწერილიდან რამე დაეჯერებინა ადამიანს. არ დავიღლები სიმართლის წერით, შენ რომ ტყუილს ეძახი, იმას არ ნიშნავს, რომ მართლა ასეა...წყაროებს ითხოვ? კი ბატონო, ჩემს პოსტებში მათი სიმრავლის მიუხედავად უფრო კონკრეტულად დავწერ, ზემოთ მოყვანილი ფაქტები მოძიებულია შემდეგი წყაროებიდან: საღვთო სჯული, ახალი აღთქმა (მათე 16,18), (მათე 20,20-28),ევსები კესარიელი ,,საეკლესიო ისტორია" (საეკლესიო ბიბლიოთეკა VII ტომი, გამომცემლობა ,,ახალი ივერონი" - 2007წ), ,,მსოფლიო საეკლესიო კრებები" (გამომცემლობა ,,ალილო"-2006წ), ,,აპოლოგეტიკური წერილები" (ავტორი ზურაბ ეკალაძე, თბილისი 2001 წ.) ახლა შენგან ვითხოვ წყაროებს და ფაქტებს, ჯერ იმაზე რაზეც პასუხი არ გაგიცია და შემდეგ იმაზე, რომ მე რაც დავწერე ტყუილია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted June 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2010 არ დავიღლები სიმართლის წერით, შენ რომ ტყუილს ეძახი, იმას არ ნიშნავს, რომ მართლა ასეა...წყაროებს ითხოვ? კი ბატონო, ჩემს პოსტებში მათი სიმრავლის მიუხედავად უფრო კონკრეტულად დავწერ, ზემოთ მოყვანილი ფაქტები მოძიებულია შემდეგი წყაროებიდან: საღვთო სჯული, ახალი აღთქმა (მათე 16,18), (მათე 20,20-28),ევსები კესარიელი ,,საეკლესიო ისტორია" (საეკლესიო ბიბლიოთეკა VII ტომი, გამომცემლობა ,,ახალი ივერონი" - 2007წ), ,,მსოფლიო საეკლესიო კრებები" (გამომცემლობა ,,ალილო"-2006წ), gruzian_ka ჩაბჟირდიიიიიიიი ) ) ) არც ევსები კესარიელი ამბობს კათოლიკები მწვალებლები არიანო და არც მათეს სახარება, რომლებიც წყაროებად მოიყვანე. ანეკდოტია უკვე ეგ რასაც შენ აკეთებ. ,,აპოლოგეტიკური წერილები" (ავტორი ზურაბ ეკალაძე, თბილისი 2001 წ.)ახლა შენგან ვითხოვ წყაროებს და ფაქტებს, ჯერ იმაზე რაზეც პასუხი არ გაგიცია და შემდეგ იმაზე, რომ მე რაც დავწერე ტყუილია... რაც შეეხება ეს, აპოლოგეტიკური წერილები, დააციტირე მაგ წიგნიდან კონკრეტული ფრაზები. გეოდები. მასე მეც მიგითიტებ, ვახუშტი ჯაბადარის ნაშრომი: "აპოლოგეტიკური წერილები" და გეტყვი წყაროები გინდოდათქო? მოკლედ, ვერ წარმოადგინე კონკრეტული ფაქტები და შენი პოსტები მოხლოდ შენ სურვილებად რცება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gruzian_ka Posted June 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2010 (edited) gruzian_ka ჩაბჟირდიიიიიიიი ) ) ) არც ევსები კესარიელი ამბობს კათოლიკები მწვალებლები არიანო და არც მათეს სახარება, რომლებიც წყაროებად მოიყვანე. ანეკდოტია უკვე ეგ რასაც შენ აკეთებ. მოკლედ, ვერ წარმოადგინე კონკრეტული ფაქტები და შენი პოსტები მოხლოდ შენ სურვილებად რცება. გეუბნები სიტყვებს აღიქვამ, როგორც ასოების ერთობლიობას რა, სასაცილოდ არ გაქვს საქმე გენაცვალე... მე კათოლიკეების მწვალებლობაზე არ დამიდია მანდ ფაქტები და წტყაროები, იმაზე ვსაუბრობდი რატომ მოხდა მათი გასვლა ეკლესიიდან...შენ ახალი საკითხი წამოჭერი, რატომ არიან კათოლიკეები მწვალებლები, კი ბატონო გეტყვი... მათ უარყვეს მს. კრებებზე მიღებული მრწამსი, კერძოდ, II მსოფლიო საეკლესიო კრებამ, (რომელმაც სრულყო I მს. კრებაზე დადგენილი მრწამსი), დაადგინა, რომ, ციტატა:,,და სული წმიდა, უფალი და ცხოველმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანისიცემების და იდიდების" ციტატის დასასრული... ეს ხდება 381 წელს ქალაქ კონსტანტინეპოლში. ანუ ასევე გაცილებით ადრე, ვიდრე კათოლიკეები გავიდოდნენ ეკლესიიდან ამ დროიდან მთელი ქრისტიანული სამყარო ხელმძღვანელობდა ამ სიმბოლოთი... მოგეხსენება 11 საუკუნის დასაწყისში პაპისტებმა თვითნებურად გადააკეთეს მრწამსი და დაწერეს, რომ სულიწმინდა გამოდის, როგორცმამისგან, ასევე ძისგანაც, ანუ თუ სულიწმინდა გამოდის მამისგან და ასევე ძისგან ვიღებთ მამას, ძეს და ორ სულიწმიდას ანუ ირღვევა სამების დოგმატი და სამების მაგივრად მიიღება ,,ოთხება" და ამის მქადაგებლები გვევლინებიან სულიწმინდის მგმობელებად, ვინაიდან მათი სწავლებით სულიწმინდის არსი კნინდება (ანუ სულიწმინდა მათ, მხოლოდ თვისებად მიაჩნიათ და არა ისეთივე ღმერთად, როგორც მამა და ძე)... ახლა ვნახოთ რა წერია სახარებაში, ციტატა ,,ამენ გეტყვი თქვენ, ვითარმედ ყოველივე მიეტევოს ძეთა კაცთა ცოდვანი და გმობანი, რაოდენსაცა ჰგმობდენ, ხოლო რომელმან თქუას გმობაი სულისა წმინდისათვის, არა აქუს მიტევებაი უკუნისამდე, არამედ თანამდებ არს საუკუნოისა სასჯელისა" ციტატის დასასრული (მარკოზი, თავი 3, 28-29) Edited June 13, 2010 by gruzian_ka Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gruzian_ka Posted June 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2010 gruzian_ka რაც შეეხება ეს, აპოლოგეტიკური წერილები, დააციტირე მაგ წიგნიდან კონკრეტული ფრაზები. გეოდები. მასე მეც მიგითიტებ, ვახუშტი ჯაბადარის ნაშრომი: "აპოლოგეტიკური წერილები" და გეტყვი წყაროები გინდოდათქო? მოკლედ, ვერ წარმოადგინე კონკრეტული ფაქტები და შენი პოსტები მოხლოდ შენ სურვილებად რცება. კი ბატონო, შენი აზრით, მე ხომ მიგითითე წყაროები ზოგადად, შენც მიმითითე ზოგადად ფაქტები და წყაროები იმაზე, რომ მე ტყუილი დავწერე... პირველ რიგში ისევ მოვითხოვ დავით აღმაშენებელზე დადე ფაქტი, რომ მეჩეთში ლოცულობდა (ოღონ ჩვენი პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა არ მოიშველიო )... ისტორიული ფაქტი დადე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted June 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2010 ბრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.