Jump to content
Planeta.Ge

დავით ცინდალიანის მკვლელობა


Recommended Posts

ამ დღეებში დავით ცინდლიანის თაობაზე ე.ი. ამ თემის მიხედვით იქნება მასალა მედიაში ტვ და გაზეთშიც.

 

იმედია ამ ვერსიის გადამოწმებას მაინც დაიწყებს შსს და პროკურატურა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 131
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

იმედია ამ ვერსიის გადამოწმებას მაინც დაიწყებს შსს და პროკურატურა.

ოჰ კე, ინგლისიდან მოიწვევენ გამომძიებლებს ჰოლმსის სკოლაგამოვლილებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოჰ კე, ინგლისიდან მოიწვევენ გამომძიებლებს ჰოლმსის სკოლაგამოვლილებს.

 

საზოგადოების მოთხოვნაზეა დამოკიდებული ბევრი რამ.

უდა ვისწავლოთ ჩვენი უფლებების დაცვა.

 

ერთი მოსმით არაფერი არ გამოდის, ამას მონდომება და გამძლეობა უნდა ოდნავ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

 

აი შენ რას ფიქრობ და რა შეიძლება ამ საქმესთან დაკავშირებით რომ გავაკეთოთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

 

აი შენ რას ფიქრობ და რა შეიძლება ამ საქმესთან დაკავშირებით რომ გავაკეთოთ?

 

დაველოდოთ რეპორტაჟს.

რა და ის რაც იმ გოგოს თაობაზე არ გავაკეთეთ.

 

მომენტალურად შეგვიძლია ვთვათ რაც ვიცით დიტო. მოვა ამათი დროც.ასეთი დანაშაულის პატიება არ შეიძლება. ამიტომ არ დავიჯერებ არცერთი პოლიტიკოსის ვინც არ დააყენებს ამათი პასუხისმგებლობის საკითხს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მომენტალურად შეგვიძლია ვთვათ რაც ვიცით დიტო. მოვა ამათი დროც.ასეთი დანაშაულის პატიება არ შეიძლება. ამიტომ არ დავიჯერებ არცერთი პოლიტიკოსის ვინც არ დააყენებს ამათი პასუხისმგებლობის საკითხს.

 

 

პოლიტიკოსები ძაღლებზე უარესი პროჭები არიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიდი შანსია, რომ ეს ბრძანება უშუალოდ მერაბიშვილის მიერ არის გაცემული, თან ტელეფონით (მობილურით). ასევე დიდი შანსია, რომ ამ სატელეფონო საუბრის ჩანაწერი აქვთ რუსებს, ამერიკელებსაც. აქედან გამომდინარე ყველა შედეგებით. )
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

ასევე დიდი შანსია, რომ ამ სატელეფონო საუბრის ჩანაწერი აქვთ რუსებს, ამერიკელებსაც. აქედან გამომდინარე ყველა შედეგებით. )

 

 

ამერიკელების რა მოგახსენო და ვანიჩკა ამ ბოლო დროს მაგარი დამტკბარია რუსების მიმართ.

 

 

 

იქით აღარ პოსტამ ზენ და მადეირამ შენ და დიმპიტას შემადარა. :givi: სად მე და სად თქვენ,მაგრამ ის რაც არის ხმამაღლა არ ითქმების. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

 

 

 

ამერიკელების რა მოგახსენო და ვანიჩკა ამ ბოლო დროს მაგარი დამტკბარია რუსების მიმართ.

 

 

 

უნდა ვცნოთ, რომ თავის ადგილზე ძლიერია. ნუ ეხლა რომ ჩათლახია ეს უკვე სხვა საკითხია. მე მგონი ვანოს აქვს მთელი კომპრომატების კოლექცია ამათზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უნდა ვცნოთ, რომ თავის ადგილზე ძლიერია. ნუ ეხლა რომ ჩათლახია ეს უკვე სხვა საკითხია. მე მგონი ვანოს აქვს მთელი კომპრომატების კოლექცია ამათზე.

 

 

მაგდენი უფლება მომეცი რაც მაგას აქვს და კენედის მკვლელს ვიპოვნიდი. :givi: ხვალ გავაგრძელოთ.ვეღარ ვპოსტავ იმისთანა მიქესტილი ვარ.მთელი დღე მზეზე ვიდექი. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.samshoblo.net/wp-content/uploads/2010/06/cindaliani.jpg

 

აგვისტოს ომის დროს კუდმა ერთ–ერთი სატელეფონო საუბრის გაშიფრვის დროს დავით ცინდალიანის სიტყვები ამოიღო, სადაც ცინდალიანი ერთ რუს გოგოსთან საუბრისას ბორჯომის ხეობაში ქართული ტანკების თაობაზე საუბრობს. იმ ინფორმაციიდან რომელსაც მე ვფლობ ეს გოგოსთან ლაზღანდარობისას წამოცდა. კუდმა ამ სატელეფონო საუბარს შპიონაჟის კვალიფიკაცია მისცა. დავით ცინდალიანი გარემოს დაცვის ინსპექციაში მუშაობდა და პრინციპში მეტყევეებისგან ჰქონდა ეს ინფორმაცია, ასე რომ ამის გამო სამხედრო საიდუმლოების გამჟღავნება დაბრალდა.

 

თბილისიდან ქუთაისში დავით ცინდალიანსი დასაკავებლად კუდის სპეცრაზმი გაიგზავნა. ცინდალიანი სამსახურში თათბირზე დაიბარა თავისმა უფროსმა და როდესაც მანქნა გააჩერა კუდის თანამშრომლებმა მანქნიდან გამოათრიეს და თბილისის მიმართულებით წაიყვანეს.

ამ დროს ცენტრალური გზატკეცილი სენაკი–თბილისი ოკუპირებული იყო და ამიტომ სპეცრაზმი დაკავებული ახალციხე–ბოგდანოვკა–წალკის შემოვლით თბილისისკენ გაემგზავრა.

 

პირველი დაკითხვა გზაზე განხორციელდა, სადა დავით ცინდალიანმა აღიარა რომ ეს რუსი გოგო რამოდენიმე წლის წინ გაიცნო და რომ ეს ინფორმაცია საუბრისას წამოცდა, მაგრამ არა შპიონჟის მიზნით. მოკლედ შპიონაჟი არ აღიარა.

 

კუდის სპეცნაზი გზაში იყო, როდესაც ბრძანება მოუვიდათ ბათუმისკენ შეტრიალებულიყვნენ და დაკავებული დავით ცინდელიანი ჩაეყვანათ ბათუმში. სპენაზში ამ ბრანებამ გაკვირვებაც კი გამიწვია, მაგრამ ბრძანება შეასრულეს.

ბათუმში ჩასვლის შემდეგ დაკავებული გადასცეს ბათუმის კუდის სპეცნაზ, ზედმეტსახელ "მაიმუნას" მეთაურობით.

 

ბათუმის კუდის თანამშრომლებმა დავით ცინდალიანი კატერზე დასვეს გაიყვანეს ზღვაში და თავში ერთი გასროლით მოკლეს. შემდგომ მიაბეს სიმძიმე და გვამი ზღვაში გადააგდეს.

ცნობილია ის ფაქტიც, რომ თბილისიდან გაგაზავნილი სპეცრაზმიც შოკში იყო ბათუმელი კოლეგების ასეთი ქმედებით.

არავინ არ ელოდა ასეთ დასასრულს. საუბარია იმაზეც რომ ბათუმის კუდის თანამშრომლები ასეთ ქმედებას ზემოდან ბრძნების გარეშე არ გააკეთებდნენ.

 

ამ მკველობის თაობაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული არასოდეს არ ყოფილა და რაც საინტერესოა პოლიციაში ეს საქმე არის გატარებული როგორც უგზო–უკვლო დაკარგული და ამ განხვრივ ძებნაა გამოცხადებული.

 

ამ ინფორმაციის წყაროს გამჟღავნება შეუძლებელია გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ ინფორმაციის წყარო სანდოა.

 

 

მივმართავ შსს და გენპროკურატურას ეს საქმე გამოიძიოს მკვლელობის კვალიფიკაციით.

ჩემი აზრით არ იქნება ძნელი იმ პიროვნებების დადგენა ვიც დავით ცინდალიანის დაკავებაში მონაწილეობდა და არც იმათი ვინც დაკავებული ბათუმში კატერით ზღვაში გაიყვანა.

გიორგი ალანია

 

პ.ს. არ აქვს მნიშვნელობა იმას რომ ამ ინფორმაციას საზღვარგარეთიდან ვათავსებ. შსს და გენპროკურატურას ევალება ეს საქმე გამოიძისო მკვლობის კვალიფიკაციით. ინფორმაცია გავრცელდება სხვა საიტებზე და მიეწოდება ყველა ადამინის უფლებების დაცვის ორგანიზაციებს. ისე როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

http://www.ambebi.ge/images/stories/samarTali/shavadze_erakshi.jpgროინ შავაძე აწამეს და მოკლეს ნაც-კაციჭამიებმა

სენაკის ბატალიონის ჯარისკაცი და თავდაცვის სამინისტროს მზვერავი როინ შავაძე სამაჩაბლოში გასული წლის 1 აგვისტოს წავიდა და იქ უამრავ ჯარისკაცს შეუნარჩუნა სიცოცხლე. 14 აგვისტოს შინ, ბათუმში დაბრუნდა, 16-ში კი სამშვიდობოს გასული ომგადახდილი ქართველი ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა ტყეში სასტიკად აწამეს, 28 ტყვია დაახალეს. როინ შავაძის გვამი ქაქუთთან ახლოს იპოვეს. საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრის თანახმად, როინ შავაძე რუსეთ-საქართველოს ომში ისეთი რამის მოწმე გახდა, რისი გახმაურებაც ხელისუფლებას ძვირი დაუჯდებოდა.

 

16 აგვისტოს ბათუმის მთავარი ქუჩიდან ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა სენაკის ბატალიონის ჯარისკაცი და თავდაცვის სამინისტროს მზვერავი როინ შავაძე დააპატიმრეს. რამდენიმე საათში როინ შავაძის ცხედარი აჭარა-გურიის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ქაქუთთან ახლოს იპოვეს. იგი სასტიკად იყო ნაწამები - სხეულზე 28 ნატყვიარი და უამრავი დაზიანება აღმოუჩინეს.

 

ნაცხელისუფალთა ცნობით, როინ შავაძე ნარკოტიკების შენახვისთვის იყო დაპატიმრებული. როგორც შს ყოჩი ვანო მერაბიშვილი იუწყებოდა, დაკავებული თბილისში გადმოჰყავდათ, რა დროსაც მან წინააღმდეგობა გაუწია კუდ-ის სპეცრაზმელებს, ბადრაგს იარაღი წაართვა, გაისროლა და გაქცევა სცადა, ამიტომაც როინ შავაძე ადგილზე იქნა განადგურებული. თუმცა ძალოვნებს მხედველობიდან გამორჩათ ის გარემოება, რომ გარდაცვლილს 22 ტყვია გულ-მკერდის არეში ჰქონდა ნასროლი, გაქცეულს კი წინიდან არ ესვრიან.

 

საზარელი მკვლელობის შემდეგ, გაქცევისას მოკვლა საეჭვოდ მიიჩნია საპარლამენტო ჯგუმაც და მიმართა ნაცგენპროკურატურასა და შსს-ს, განსაკუთრებულ მეთვალყურეობაზე აეყვანათ ეს საქმე და უზრუნველეყოთ შავაძის ოჯახის უსაფრთხოება. ნარკოტიკების გარდა, ბათუმში სხვა, ნაცური ცნობაც გაჩნდა - როინ შავაძის ირგვლივ გავრცელდა ხმა ჯაშუშობასა და სამშობლოს ღალატის თაობაზე, თუმცა ამის გამოძიება და დამტკიცება შესაბამის ორგანოებს არ უცდიათ. მათ "ეჭვმიტანილის" წამებით მოკვლა არჩიეს.

 

მზვერავის ასეთი ხერხით მკვლელობამ საზოგადოებაში გაამყარა ეჭვი, რომ როინ შავაძე ისეთ მნიშვნელოვან საიდუმლო ცნობას ფლობდა, რისი გახმაურებაც ნაცმაღალჩინოსნებს ხელს არ აძლევდათ და ამიტომაც მოიშორეს თავიდან "საშიში მოწმე". როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძემ განაცხადა, "ამ კაცზე ცნობა ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე ჰქონდა ხელისუფლებას". თუმცა გენერალური შტაბის იმჟამინდელი უფროსი ზაზა გოგავა ამტკიცებდა, რომ როინ შავაძეს თავდაცვის სამინისტროში გართულებები არ ჰქონია. ცნობილია, რომ თავდაცვის სამინისტროს ბევრჯერ ჰყავდა გაგზავნილი როინ შავაძე საიდუმლო დავალებაზე. მას ხშირად უწევდა წასვლა, როგორც სამაჩაბლოში, ასევე აფხაზეთში.

ცნობისათვის: როინ შავაძე იყო ავღანეთის, ერაყის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე. გასულ წელს, რუსეთთან ომის დროს იგი 14 აგვისტომდე საომარ ზონაში იმყოფებოდა.

 

ყურადსაღებია ერთი მნიშვნელოვანი ცნობა:

მკვლელობის წინა ღამით როინ შავაძეს შინ ესტუმრა კუდ-ის თანამშრომელი გიორგი ჩიქოვანი, იგივე "მაიმუნა", რომელიც თავის დროზე ასლან აბაშიძის დაცვაში მუშაობდა, 2007 წელს კი დაპატიმრებულ იქნა 23 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის. მან შავაძე უშიშროებაში წაიყვანა. შავაძის მეუღლე, ქალბატონი ციცინო იხსენებს, რომ შინ დაბრუნებულმა როინმა მის მოსალოდნელ მკვლელობაზე ჩამოაგდო სიტყვა.

მართალია, როინ შავაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 260-ე და 108-ე მუხლებით აღიძრა, იგი ნაცპროკურატურას არც ბრალდებულად მიუჩნევია და არც დაზარალებულად. სს საქმე დღემდე არ შეწყვეტილა და არც შავაძის ქვრივი უცვნიათ დაზარალებულად. მოტივი კი ასეთია:

"არ არის დადგენილი, რომ გარდაცვლილი როინ შავაძის მიმართ ჩადენილი იქნა დანაშაული. აქედან გამომდინარე, საქმეში არ მოიპოვება საკმაო საფუძველი, რომ გარდაცვლილის ქვრივი ციცინო შავაძე ცნობილ იქნას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ".

 

შავაძის ოჯახის დამცველი რამინ პაპიძე ამბობდა, რომ როინ შავაძის გარდაცვალების მიზეზი იყო არა "მწვავე სისხლნაკლებობა, რაც ცეცხლსასროლი ჭრილობების შედეგად განვითარდა", როგორც ეს სასამართლო-სამედიცინო შემოწმების დასკვნაშია მითითებული, არამედ "როინ შავაძეს თავში ბლაგვი საგანი ჰქონდა ჩარტყმული და ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, იგი ჯერ აწამეს და შემდეგ დაცხრილეს".

 

როინ შავაძის ქვრივმა თავიდანვე ჩააყენა საქმის მიმდინარეობაში სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომელიც ამ საქმის სამართლიანად გამოძიებას და დამნაშავეთა სათანადოდ დასჯას მოითხოვდა, თუმცა სუბარმა მაშინვე აღნიშნა:

"დარწმუნებული ვარ, ეს საქმე არ იქნება გამოძიებული. როდესაც ხელისუფლება შეგნებულად კლავს ადამიანს, ის ცხადია, ამას არ გამოიძიებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისი თავი უნდა დასაჯოს".

სოზარ სუბარმა გააბათილა ყველა ის ვერსია, რასაც ნაცხელისუფლება ავრცელებდა მოკლულის მიმართ ნარკოტიკების, ჯაშუშობისა და თბილისში მის წამოყვანასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი გამორიცხავდა, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს როინ შავაძე იმ გზით თბილისში მოჰყავდათ, ვინაიდან შიდა ქართლს მტრის, რუსეთის ჯარი აკონტროლებდა.

 

სოზარ სუბარი: "როინ შავაძეს ნარკოტიკი ჩაუდეს. წინადღეს დაკავებული ადამიანი ჯიბეში ნარკოტიკით არ ივლიდა. რაც შეეხება მითს მისი ჯაშუშობის შესახებ, ასეთ შემთხვევაში, ჯაშუში კი არ უნდა მოეკლათ, არამედ საქმე გამოეძიებინათ და შავაძე უნდა ყოფილიყო ძვირფასი წყარო იმისა, როგორ იგეგმებოდა თავდასხმა, დაპყრობა, რა ცნობებს აწვდიდნენ და საერთოდ, როგორ თანამშრომლობდნენ მასთან. მისთვის ბრალდებად ნარკოტიკი კი არა, ჯაშუშობა უნდა წაეყენებინათ".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაესტროზე ცინდელიანზე სიუჟეტის ანონსი გავიდა. სხვათაშორის, პირველად ეს თემა მე და ერთმა ჩემმა კოლეგამ ამოვწიეთ პრესაში, ასე წელიწადნახევრის წინ. ისევე, როგორც შავაძის ამბავი და კიდევ ერთი ანალოგიური ამბავი, რაც ზუგდიდში მოხდა. იქაც დაიკარგა ერთი ოფიცერი, ქარდავა იყო გვარად, როგორც მახსოვს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ამ დღეებში დავით ცინდლიანის თაობაზე ე.ი. ამ თემის მიხედვით იქნება მასალა მედიაში ტვ და გაზეთშიც.

 

იმედია ამ ვერსიის გადამოწმებას მაინც დაიწყებს შსს და პროკურატურა.

 

ახლა გიყურებთ ლეჟავას გადაცემაში, და ვფიქრობ, რომ ის ინფო, რაც მოგაწოდეს 100%-იანია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

 

ახლა გიყურებთ ლეჟავას გადაცემაში, და ვფიქრობ, რომ ის ინფო, რაც მოგაწოდეს 100%-იანია.

გმადლობთ ინფორმაციისთვის.

ალბათ სადმე დადებენ ამ რეპორტაჟს, საზღვარგარეთ მაესტროს პირდაპირი ეთერის სტრიმიგი არ ანახებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...