lasha1997 Posted June 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 3, 2010 აქ ფული ყველაზე უმნიშვნელო ფაქტორია.მთავარი ამ თემაში არის სირული კანონი რომელიც ამ ვირთხებმა მიიღეს და ცინიზმით გაჟღენთილი წერილი ამ გაუბედურებულ დედებთან.ადამიანებს არაფრად არ აგდებენ საქართველოში,აი ეს არის მთავარი ამ თემაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2010 სატურნ,წაიკითხე და რას იტყვი ამაზე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2010 ადმინისტრაციიდან შემოსული თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" კანონის მიხედვით, სახელმწიფო დახმარების უფლება აქვს მხოლოდ მარტოხელა, შრომისუუნარო მშობელს ან მას, ვისაც აგვისტოს ომში ორი ან მეტი შვილი დაეუღუპაო.(?!)ეს რომ იდიოტიზმია გასაგებია, მაგრამ კანონში წერია ასე "ომში ორი ან მეტი შვილი დაეუღუპაო"??? იქნებ ვიღაც ბრიყვმა ჩინოვნიკმა გასცა პასუხი ამ ადამიანს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2010 Saturnწერილში წერია კანონის მიხედვითო და თუ წერილში ეგ ტყუილი წერია მაშინ ოღჩ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2010 იქნებ ვიღაც ბრიყვმა ჩინოვნიკმა გასცა პასუხი ამ ადამიანს. პარლამენტში სულ ესეთი დაუნები რომ არიან უმეტესობა,ახალია შენთვის? რასაც უბრძანებენ იმას იღებენ. ბევრი სამუშაო მაქვს დღეს და არ მოიწყინოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted July 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2010 (edited) მეგონა ეს პრობლემა არ არსებობდა. ა გორში სტალინის ძეგლის მაგივრადხ პანთეონია არა გასაკეთებელი?მართლა გამიკვირდა რომ ასე ყოფილა.....ხალხნო კანონში მართლა ასე წერია. იურისტებო როგორაა რეალურად საქმე? Edited July 1, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2010 ბევრი სამუშაო მაქვს დღეს და არ მოიწყინოთ. მე კიდევ ფორუმის ფორმა მივიღე დღეს... :018: თვალები მაქვს პონჩიკებივით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2010 კოკოითის ხელისუფლება აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციას გადასცემს 13:19 - 26.03.2009 კოკოითის ხელისუფლება აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციას გადასცემს.დე ფაქტო ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მინისტრის ნუგზარ გაბარაევის განცხადებით, "სამხრეთ ოსეთის მთავრობის პრეზიდიუმმა გადაწყვიტა, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სამინისტროს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის, მათ შორის დაღუპულთა ოჯახების დახმარების მიზნით 56 მლნ რუბლი გამოუყოს". "დაღუპულთა რამდენიმე ოჯახმა უკვე მიიღო კომპენსაცია, მათი ნაწილი - თავდაცვის სამინისტრომ, მეორე ნაწილი კი შს სამინისტრომ გადაიხადა. აღნიშნული 56 მლნ რუბლიდან დახმარებას ის ოჯახებიც მიიღებენ, რომელთაც დახმარება ჯერ არ მიუღიათ. ამჟამად სიების შედგენის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც შემდეგ მთავრობის პრეზიდიუმი დაამტკიცებს", - განაცხადა გაბარაევმა და დასძინა, რომ "დაახლოებით ორი კვირის შემდეგ დაღუპულთა ოჯახებისთვის თანხების გაცემა დაიწყება". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2010 (edited) მე მგონი ეს კანონი უნდა იყოს. ვერ ვიპოვე სად წერია აქ თუ ორი ან მეტი შვილი დაეღუპაო. (გამოქვეყნებულიასაქართველოს პარლამენტის უწყებანი, N 1-2 (33-34), 22 იანვარი 1997) საქართველოს კანონი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-კუვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების (შემდგომში ოჯახის) სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათთვის კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად. 2. ეს კანონი ვრცელდება იმ პირთა ოჯახებზე, რომლებიც იყვნენ საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა, ფინანსთა სამინისტროების (მათ შორის, ყოფილი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, საგარეო დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, ფინანსური პოლიციის) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი სამხედრო ან გასამხედროებული ორგანიზაციების მოსამსახურეები და მუშაკები (მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი)), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხული სამოქალაქო პირები – მოხალისეები, რომლებიც: (18.12.2009 N 2388) ა) დაიღუპნენ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის; ბ) საბრძოლო მოქმედებების პერიოდში ასრულებენ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას. 3. ეს კანონი აგრეთვე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ პირთა ოჯახებზე, რომლებიც 2008 წლის 1 აგვისტოდან საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე საქართველოს ტერიტორიაზე დაიღუპნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან რომლებიც იმავე გარემოების გათვალისწინებით შემდგომ სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ან/და გამოაცხადა გარდაცვლილებად. (18.12.2009 N 2388) მუხლი 2. სახელმწიფო პოლიტიკა ოჯახის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა ოჯახის მიმართ ითვალისწინებს: ა) სახელმწიფო და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას,რომლებიც უზრუნველყოფენ ოჯახის წევრებისათვის ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური შეღავათების გარანტიებს, მათი პრაქტიკული შესრულების ღონისძიებათა სისტემას; ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან ოჯახის სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის პროგრამებისათვის სათანადო სახსრების გამოყოფას. მუხლი 3. ოჯახის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა 1. ოჯახის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა მოიცავს ამ კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებს. 2. ამოღებულია (23.12.2005 N 2460) მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო (23.12.2005 N 2460)ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახების შემდეგ წევრებზე: ა) შრომისუუნარო მეუღლეზე, მშობლებსა და შვილებზე; ბ) არასრულწლოვან შვილებზე 18 წლის ასაკის მიღწევამდე. მუხლი 5. ოჯახის წევრების სოციალური დაცვის ღონისძიებათა დაფინანსება 1. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს ოჯახებისათვის ამ კანონით დაწესებული უფლებებისა და შეღავათების რეალიზაციას და სახელმწიფო და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სახსრების გამოყოფას. 2. სახელმწიფო და თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებს, სამინისტროებს, უწყებებს, საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და არსებული თავისუფალი სახსრებისა და საშუალებების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ურთიერთობის შეუცვლელად შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ოჯახის სოციალური დცვისათვის დამატებითი შეღავათებისა და წახალისების შესახებ, რომელიც ამ კანონით არ არის გათვალისწინებული. 3. ამ კანონით გათვალისწინებული ოჯახის სოციალური დაცვის ღონისძიებების დასაფინანსებლად დამატებითი სახსრების მიღება დადგენილი წესით შეიძლება ნებისმიერი კანონიერი წყაროებიდან, საბიუჯეტო ურთიერთობების შეუცვლელად. 4. ოჯახის სოციალური დაცვის ის ღონისძიებები, რომლებიც დააწესა ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებმა, ფინანსდება ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტისა და კანონით გათვალისწინებული სხვა ხარჯებით. 5. ოჯახის სოციალური დაცვის ღონისძიებები, რომლებიც დააწესეს მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა, ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე. მუხლი 6. ამოღებულია (23.12.2005 N 2460) მუხლი 7. ოჯახის სოციალური დაცვა (23.12.2005 N 2460)1. ოჯახის სოციალური დაცვის გარანტი არის სახელმწიფო. 2. ოჯახის სოციალური დაცვა ითვალისწინებს: ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა გადმოსვენებასა და დაკრძალვას; ბ) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; გ) საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების – წყლის, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანა, გაზის, ელექტროენერგიის, ტელეფონის სააბონენტო გადასახადისაგან გათავისუფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ელექტროენერგიის უფასო მოხმარება ზამთრის სეზონზე (ნოემბერი–მარტი) განისაზღვრება 250 კვტ სთ-ით თვეში, ხოლო ზაფხულის სეზონზე (აპრილი–ოქტომბერი) – 150 კვტ სთ-ით თვეში;დ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 8. ოჯახის წევრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა 1. ოჯახის წევრობის უფლებები და შეღავათები ხორციელდება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. 2. ოჯახის წევრობის დამადასტურებელი მოწმობის ნიმუში დგინდება და გაცემა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. (18.12.2009 N 2388) მუხლი 9. შეღავათის გავრცელების წესი და ვადა1. ამ კანონით დაწესებული ელექტროენერგიის შეღავათი ვრცელდება საოჯახო საჭიროებისათვის გამოყენებულ ელექტროენერგიაზე. სხვა სარგებლობისათვის და ლიმიტის ზევით მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს აბონენტი /ოჯახი/ იხდის სრული ოდენობით, ხოლო შეღავათის ზღვრული ოდენობის ფარგლებში თვის განმავლობაში წარმოშობილი ეკონომია გადადის მომდევნო თვეებში მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში.2. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე. (23.12.2005 N 2460)3. ამოღებულია (23.12.2005 N 2460) 4. ამოღებულია (23.12.2005 N 2460) საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თბილისი, 1996 წლის 27 დეკემბერი N 563-რს Edited July 1, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2010 ესეც მეორე კანონი საქართველოს კანონი სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა დაომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართახსოვნის უკვდავყოფის შესახებ თავი Iზოგადი დებულებანი მუხლი 1. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფა 1. ხსოვნის უკვდავყოფას ექვემდებარება: ა) სამშობლოს დაცვისას საბრძოლო მოქმედების, საბრძოლო ამოცანის ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირი;ბ) უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაღუპული საქართველოს მოქალაქე;გ) ომის მონაწილე, აგრეთვე სამშობლოს დაცვისას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების გამო გარდაცვლილი;დ) ტყვედჩავარდნილი საქართველოს მოქალაქე (გარდა ნებაყოფლობითი ტყვეობისა), რომელიც ტყვეობაში დაიღუპა ან გარდაიცვალა;ე) უცხოელი მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც დაიღუპა საქართველოს დაცვისას.2. უკვდავყოფას ექვემდებარება საჯარისო გაერთიანება, შენაერთი და სამხედრო ნაწილი, რომლებმაც თავი გამოიჩინეს სამშობლოს დაცვისას, აგრეთვე საბრძოლო მოქმედების ცალკეული ტერიტორიები და ადგილები, რომლებიც ისტორიაში შევიდნენ როგორც გმირობის, თავდადებისა და სიმტკიცის სიმბოლო. მუხლი 2. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფისძირითადი ფორმები 1. სამშობლოს დაცვისას დაღუპულისა და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომრის ხსოვნის უკვდავყოფის ძირითადი ფორმებია:ა) სამხედრო სასაფლაოს, სამარხის, მემორიალური ობიექტების (შემდეგში – სამხედრო სასაფლაოს), აგრეთვე ძეგლისა და ობელისკის დაცვა და კეთილმოწყობა;ბ) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა გმირობასთან ისტორიულად დაკავშირებული ცალკეული ტერიტორიებისა და ადგილების დაცვა და კეთილმოწყობა;გ) სამშობლოს დაცვისას დაღუპულის გვარისა და სხვა მონაცემების ხსოვნის წიგნში შეტანა;დ) მემორიალური მუზეუმის დაარსება, გამოფენის მოწყობა, სამხედრო-სამეცნიერო და სამხედრო-ისტორიული კონფერენციების ჩატარება, საბრძოლო მოქმედების ადგილზე სამახსოვრო წარწერის გაკეთება;ე) სამშობლოს დაცვისას დაღუპულისა და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომრის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მასალის პუბლიკაცია, მათ გმირობასა და თავდადებაზე ხელოვნებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა;ვ) სამშობლოს დაცვისას დაღუპულისა და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომრის სახელისა და გვარის დარქმევა ქუჩისათვის, მოედნისათვის, დაწესებულებისათვის, სკოლისათვის, აგრეთვე სამხედრო ნაწილისა და გემისათვის, რომლებმაც განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი საბრძოლო ოპერაციების ჩატარების დროს.2. სამთავრობო დაწესებულებების გადაწყვეტილებით სამშობლოს დამცველთა ხსოვნის უკვდავყოფისათვის შეიძლება განხორციელდეს სხვა ღონისძიებებიც. თავი IIსამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სამხედრო სასაფლაოს სახელმწიფო აღრიცხვა,რეგისტრაცია, დაცვა, კეთილმოწყობა და აღდგენა მუხლი 3. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სამხედრო სასაფლაო სამხედრო სასაფლაოებს განეკუთვნება:ა) სამხედრო-მემორიალური სასაფლაო;ბ) საძმო-სამხედრო სასაფლაო (სამარხი); გ) საზღვაო და საჰაერო ხომალდების პირადი შემადგენლობის დაღუპვის ადგილები. მუხლი 4. სამხედრო სასაფლაოს სახელმწიფო აღრიცხვა, რეგისტრაცია, დაცვა და კეთილმოწყობა 1. სამხედრო სასაფლაო ექვემდებარება სახელმწიფო აღრიცხვას. საქართველოს ტერიტორიაზე მას აღრიცხავენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, ხოლო უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე – საქართველოს წარმომადგენლობა. თითოეულ სამხედრო საფლავზე კეთდება მემორიალური დაფა და დგება პასპორტი. 2. საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო სასაფლაოს დაცვა და კეთილმოწყობა ეკისრებათ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს ბუნებრივი ლანდშაფტის დაცვის ზონების გათვალისწინებით, ხოლო სამხედრო გარნიზონის ტერიტორიაზე – ამ გარნიზონის ხელმძღვანელობას. მუხლი 5. სამხედრო სასაფლაოს დაცვის უზრუნველყოფა 1. სამხედრო სასაფლაო დაცული უნდა იქნეს ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.2. ქალაქისა და სხვა დასახლებული პუნქტის დაგეგმარების, განაშენიანების, რეკონსტრუქციისა და ობიექტის მშენებლობის პროექტები შემუშავდება სამხედრო საფლავის შენარჩუნების გათვალისწინებით.3. სამშენებლო, მიწის, საგზაო და სხვა სამუშაოები, რომელთა წარმოებისას შესაძლოა დაზიანდეს სამხედრო საფლავი, უნდა ჩატარდეს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტთან შეთანხმებით.(25.05. 2006 N3170)4. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან მათ საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემულ მიწებზე სამხედრო საფლავის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობონ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს და შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებს. ფიზიკური და იურიდიული პირები პასუხს აგებენ აგრეთვე ამ მიწებზე არსებული სამხედრო საფლავის დაცვაზე. მუხლი 6. სამხედრო სასაფლაოს აღდგენა 1. სამხედრო სასაფლაო დაზიანების შემთხვევაში აღდგენილი უნდა იქნეს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ.2. პასუხისმგებლობა სამხედრო სასაფლაოს დაზიანებისა და შეურაცხყოფისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი IIIსაძიებო სამუშაო მუხლი 7. საძიებო სამუშაოს ორგანიზება სამხედრო საფლავისა და დაღუპული მეომრის ნეშტის აღმოჩენის, დაღუპული მეომრის ან უგზო-უკვლოდ დაკარგულის ვინაობის დადგენის მიზნით წარმოებს საძიებო სამუშაოები. საძიებო სამუშაოები ტარდება სამთავრობო დაწესებულებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელობიდან უფლებამოსილი პირების მიერ სპეციალური პროგრამებით. მუხლი 8. საძიებო სამუშაოს წესი 1. საძიებო სამუშაოს წესი განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით.2. საძიებო სამუშაოს დროს აღმოჩენილი დაღუპული მეომრის ნეშტი უნდა დაიკრძალოს ამ კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. ადრე უცნობი სამხედრო საფლავის აღმოჩენისას ტარდება პირის ვინაობის დადგენა, აგრეთვე საფლავის აღრიცხვა, რეგისტრაცია, დაცვა და კეთილმოწყობა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისა და მოცემულ ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო გარნიზონის მონაწილეობით. თავი IVსამთავრობო დაწესებულებების უფლება-მოსილებანი სამშობლოსდაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილმეომართა ხსოვნის უკვდავყოფისათვის მუხლი 9. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, რომელთა საქმიანობის სფეროს განეკუთვნება სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფა (25.05. 2006 N3170) 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი კოორდინაციას უწევს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფისათვის გაწეულ მუშაობას.2. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფისათვის გაწეულ მუშაობაში მონაწილეობენ:ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;დ) საქართველოს დაზვერვის სამსახური; (27.04.2010 N 2992)ე) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური;ვ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო;ზ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;თ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი:ა) შეიმუშავებს ნორმატიულ აქტებს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფისათვის;ბ) ორგანიზებას უწევს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სამხედრო საფლავების ცენტრალიზებულ აღრიცხვას, მათ შორის, აღრიცხავს საფლავებს, რომლებიც განლაგებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე;გ) თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან სამხედრო საფლავების დაცვისა და კეთილმოწყობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების პროექტებს სამხედრო საფლავების სტატუსის შესახებ;დ) ორგანიზებას უწევს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა გმირობისა და თავდადების ამსახველი მასალის პროპაგანდას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის ამზადებს პუბლიკაციებსა და საძიებო სამუშაოებისას აღმოჩენილ დაღუპულ მეომართა სიებს;ე) იხილავს მოქალაქეების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი გაერთიანებების და რელიგიური ორგანიზაციების წინადადებებს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის საკითხებზე და იღებს ზომებს მათ განსახორციელებლად. თავი Vსამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება და მათი ოჯახებისათვისდახმარების გაცემა მუხლი 10. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის (გადასვენების) წესი 1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამშობლოს დაცვისას დაღუპული და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომარი უნდა დაიკრძალოს (გადასვენებული იქნეს) სამხედრო პატივის მიგებით. ნებადართულია დაკრძალვა (გადასვენება) ჩატარდეს რელიგიური წესით. 2. საძიებო და სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას აღმოჩენილი დაღუპული მეომრის დაუმარხავი ნეშტის დაკრძალვას უზრუნველყოფენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უცხო ქვეყნის არმიის მეომრის ნეშტი უნდა დაიკრძალოს ამ ქვეყნის წარმომადგენლობის ინფორმირებითა და მათი მონაწილეობით. 3. სამშობლოს დაცვისას დაღუპული მეომრის ნეშტის გადასვენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები. 4. საბრძოლო მოქმედებისას დაღუპული მეომრის დაკრძალვა (გადასვენება) წარმოებს სამხედრო წესდებისა და სარდლობის ბრძანების შესაბამისად. მუხლი 11. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება 1. სამშობლოს დაცვისას დაღუპული და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომარი უნდა დაიკრძალოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ხარჯზე. დაკრძალვის თანხა უნდა შეადგენდეს: ქ. თბილისში – 350 ლარს, სხვა ქალაქებში – 300 ლარს, ხოლო რაიონებში – 250 ლარს.2. მეომარი, რომელიც დაჯილდოებული იყო დავით აღმაშენებლისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით, ატარებდა საბჭოთა კავშირის გმირის, დიდების სამივე ხარისხის ორდენის კავალერის, გენერლის, ადმირალის წოდებას, უნდა დაიკრძალოს სამხედრო პატივის მიგებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. მუხლი 12. გარდაცვლილი მეომრის ოჯახისათვის დახმარებისა და პენსიის გაცემა 1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარდაცვლილი მეომრის ოჯახის წევრებს ფულად დახმარებას აძლევენ ის ორგანოები, რომლებიც მას პენსიით უზრუნველყოფენ. 2. მეომრის გარდაცვალების შემთხვევაში გაუცემელი პენსია დაუყოვნებლივ მიეცემათ გარდაცვლილის მემკვიდრეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი VI გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის ღონისძიებებისდაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა,პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის მუხლი 13. გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის ღონისძიებების დაფინანსება და მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფა სამშობლოს დამცველთა გმირობასთან დაკავშირებული ცალკეული ტერიტორიების, ადგილებისა და მემორიალური ობიექტების კეთილმოწყობის ხარჯებს გაიღებენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირები ნებაყოფლობითი შენატანებითა და შემოწირულობებით. მუხლი 14. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის სამშობლოს დაცვისას დაღუპულისა და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომრის სამხედრო საფლავს (ძეგლებსა და მემორიალურ ობიექტებს) იცავს სახელმწიფო. ამ კანონის დარღვევისათვის ფიზიკური და იურიდიული პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი VIIდასკვნითი დებულება მუხლი 15. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. თბილისი,2000 წლის 27 ოქტომბერი.N 581 - Iს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted July 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2010 მე მგონი ეს კანონი უნდა იყოს. ვერ ვიპოვე სად წერია აქ თუ ორი ან მეტი შვილი დაეღუპაო. სატურნ, ყველაფერი ეს არის ხუ......ნა, თუ რეალობაში არაფერი კეთდება. ჯერ ხომ სახელმწიფო და კანონს იცავენ დაბა. იცავენ არა ჩეჩმა. კაცო აგერ ცოცხალი მაგალითი, იმ უამრავ მუხლებიდან ორი მაქვს პარადოქსული, ერთი იარაღის ტარებაზე და მეორე ბანდფორმირები შექმნა.თან ამავე დროს სწერია თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდებზე რომ ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული.ხო და რით უნდა მიმეღო მოანწილეობა თოხით, თუ ავტომატით?ავტომატის გულისთვის სტატია მჭედეს. მერე როგორ უნდა ჩამოაყალიბო კაცო ისე რომ სახელმწიფო სტრუქტურებში შემავალს ეხლა ბანდფორმირებას უწოდებენ. ხო და ასე გრძელდება ეს ამბე დღემდე და თუ ასე გაგრძელდება არავის არ აქვს მორალური უფლება მოსთხოვვოს ვინმეს თაბდადება. პ.ს. ხო დამავიწყდა, კიდევ სამშობლოს ღალატი გამიჩალიჩეს ეხლახან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2010 Saturn რა კანონებს დებ სატურნ და იმ სტატიაში სახელით და გვარებით არიან მოხსენიებულები ვინც ეგეთი პასუხი მიიღეს და ეგ კანონი არის ფარატინა ქაღალდი.ვინც ეგეთი პასუხი გაუგზავნა,რამე პრობლემები შეექმნებოდა შენის აზრით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2010 მოკლედ რომ ვთქვათ არ ვენდობი მაგ წყაროს. "კვირის პალიტრას" ვგულისხმობ, რადგან ამდენად იდიოტი არა მგონია რომ იჯდეს იმ თავდაცვის სამინისტროში წერილებზე პასუხის გამცემი პირი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2010 მოკლედ რომ ვთქვათ არ ვენდობი მაგ წყაროს. "კვირის პალიტრას" ვგულისხმობ, რადგან ამდენად იდიოტი არა მგონია რომ იჯდეს იმ თავდაცვის სამინისტროში წერილებზე პასუხის გამცემი პირი. გასაგებია. ისა და თაზო გახსოვს,არსენალში რომ მოდერი იყო? აი მაგ კაცმა გახსნა ერთხელ თემა,„დავეხმაროთ ომში დაღუპული გმირის შვილებსო“(ბავშვებისთვის წამლის ფულით.საავადმყოფოში იწვა იმ კაცის შვილი) და მაგისიც არ გჯერა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pompiero Posted July 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2010 ეეეჰჰ, საცოდავი ხალხი ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. თბილისი,2000 წლის 27 ოქტომბერი. ეგ კანონი ჩარეცხეს, ეტყობა, რადგან ედუარდის დროინდელია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.