Jump to content
Planeta.Ge

ბიზანტიის ისტორია


Recommended Posts

ბიზანტიის იმპერია ანუ აღმოსავლეთ რომის იმპერია, შუა საუკუნეებში რომის იმპერიის აღმოსავლეთით წარმოიშვა. დედაქალაქი იყო კონსტანტინოპოლი. ქვეყანას მართვადა იმპერატორი, იმპერატორის თანამდებობა მემკვიდრეობით გადაეცემოდა. რომის იმპერიის და ბიზანტიის პირველი გაყოფის დადგენა საკმაოდ რთულია, თუმცა ამ მოვლენის დასაწყის ეტაპად მიიჩნევენ კონსტანტინე I მიერ აღმოსავლეთით ახალი დედაქალაქის კონსტანტინოპოლის დაარსებას, ახალ დედაქალაქს მეორენაირად "ახალ რომს" უწოდებდნენ.

 

თავისი არსებობის მანძიულზე ბიზანტია ერთ-ერთ უძლიერეს ეკონომიკურ, კულტურულ და სამხედრო სახელმწიფოდ ითვლებოდა ევროპაში. ბიზანტია გარკვეული პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან ტერიტორიებს კარგავდა, ეს ძირითადად გამოწვეული იყო რომაულ-სპარსული და ბიზანტია-არაბეთის ომებით. სპარსეთის და არაბეთის დასუსტების შემდეგ ბიზანტია აღმასვლას იწყება. მაკედონელთა დენასტიის მმართველობის პერიოდში ბიზანტია დომინანტი ხდება მთელს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. მოგვიანებით მცირე აზიაში დაიწყო თურქ-სელჯუკთა შემოსევები. 1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში ბიზანტია დამარცხდა, ზავის შედეგად იმპერიამ მნიშვნელოავნი ტერიტორიები დათმო. უკვე მოგვიანებით ქვეყნის სათავეში ექცევა კომნენოსთა დინასტია, კომნენოსებმა შეძლეს იმპერიის ერთიანეობის შენარჩუნება, იმპერატორ ანდრონიკე I კომნენოსის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში სიტვაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. 1204 წელს ბიზანტიამ უდიდესი დარტყმა მიიღო, ამ წელს განხორციელდა მეოთხე ჯვაროსუნული ლაშქრობა, ჯვაროსნებმა იერუსალიმის ნაცვლად კონსტანტინოპოლი აიღეს. იმპერიის ტერიტორიაზე შეიქმნა ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებული სახელმწიფოები. 1261 წელს ბიზანტია კვლავ გაერთიანდა, ქვეყანას სათავეში პალეოლოგთა დინასტია ჩაუდგა. ბიზანტაიში ხშირი იყო სამოქალაქო ომები, ქვეყანა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობას დამპყრობლებს ვეღარ უწევდა. 1453 წლის 29 მაისს ოსმალეთის იმპერიამ კონსტანტინოპოლის აღება შეძლო.

 

http://www.youtube.com/watch?v=kKEPcftDxPI&feature=related

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...
1202-1204 წლების მე-4 ჯვაროსნულ ლაშქრობაში ჯვაროსნებმა რამოდენიმე დღეში შეძლეს აეღოთ კონსტანტინოპოლი გაცილებით მცირე არმიით. ჯვაროსნებს ყავდათ 30 000 ხოლო ბიზანტიელებს კი 70 000 და ეგ ჯარი ისე დაეშალათ რომ თითქოს და არც ყოფილან. ხოლო თურქების შემოსევის დროს კი კონსტანტინოპოლმა 5000 კაცით 300 000 არმია 2 თვის განმავლობაში ისე შეაკავა რომ სულთანი ფიქრობდა ალყის მოხსვნაზე, რომ არა კონსტანტინოპოლის კედლის დაშლა. თქვენი აზრით რა მოხდა 1204 წლეს რატომ ვერ შეძლო 70 000 ბიზანტიელმა ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა? ბიზანტიის რეალური განადგურება ხო 1204 წლიდან დაიწყო. 1204 წლის შემდეგ ჯვაროსნებმა პრაკტიკულად უბრძოლველად დაიკავეს მთელი ბიზანტიის ტერიტორია, რამოდენიმე პროვინციის გარდა. რატომ ვერ მოახერხა ბიზანტიამ ნორმალური წინააღმდეგობის გაწევა. ბიზანტიას შეეძლო დიდძალი ჯარის შეკრება მაგრამ ვერ სეკრიბა. პირიქით დაიქსაქსა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1202 წელს ვენეციელებს ეგვიპტის ემირამ მალექ-ადელი დაპირდა ვენეციელებს რომ თუ კი ისინი არ წამოვიდოდნენ ისრაელისა და ეგვიპტის მიართულებით, იგი ვენეციელებს დიდ სავაჭრო პრივილეგიებს პირდებოდა, მაგალითად 1208 წელს იგივე ამირამ მისცა ვენეციელებს ალექსანდრიაში განსაკუთრებული სავაჭროუბანი და გადასახადები ვენეციელებს შეუმციერა. ხოლო ამ დროისთვის კი ბიზანტიის იმპერატორებმა ბიზანტიის ბაზარზე წაართვეს ვენეციელებს პრივილეგიები და ეს პრივილეგიები გადასცეს გენუელებსა და პიზელ ვაჭრებს. ასევე ისიც უნდა ავღნიშნოთ რომ პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობის დროს ბიზანტიელებმა დიდი პრობლემები შეუქმნეს ჯვაროსნებს და პრაქტიკულად გამოიყენეს, მაგ: როდესაც ჯვაროსნები ნიკეას უტევდნენ და პრაქტიკულად აღებული ჰქონდათ, ამ დროს ბიზანტიური დიმპლომატია ჩაერთო და ნიკეის ამირას შეპირდა ხელშეუხებლობას თუ კი ის ბიზანტირლრბს ჩაბარდებოდა, ასეც მოხდა და ჯვაროსნებს ეს რა თქმა უნდა არ მოეწონათ. ხოლო მეორე ჯვაროსნული ლაშქორბა კი ბიზანტიელების გამო ჩავარდა, ხელშეკრულებით ბიზანტიელებს უნდა მოემარაგებინათ, ჯვაროსნები მაგრამ უარი განაცხადეს და სწორედ შიმშილი გახდა მეორე ჯვაროსნუკლ ლაშქრობის დამარცხების მიზეზი. ხოლო იმპერატორ ფრიდრიხ ბარბაროსას კი უნდოდა ბიზანტიის განადგურება, იმიტომ რომ როცა იგი ებრძოდა იტალიურ ქალაქებს და პაპს, პაპის მოკავშირე ბიზანტია იყო, და სწორედ ბარბაროსას სიკვდილს უკავშირებენ ბიზანტიელებს რადგანაც ბიზანტიის ტერიტორიაზე მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობის დროს მოკვდა. ასევე ისიც უნდა აღინიშნოს რომ კათოლიკური სამყარო, მაშინ მართმადიდებლებს როგორც ერეტიკოსებს ისე უყურებდა. და ჯვაროსნული ლაშქრობა არა მარტო მუსლიმთა წინააღმდეგ იყო არამედ ერეტიკოსთა, ანუ ყველა არაკათოლიკეს წინააღმდეგ. ასე რომ ეგ დაპირისპირებები ამოიხეთქა სწრედ მეოთხე ჯვაროსნობის დროს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

300 000 არმია 2 თვის განმავლობაში ისე შეაკავა

თვითმხილველებისგან ვიცი, რომ 3 მილიონი იყოო.... :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

თვითმხილველებისგან ვიცი, რომ 3 მილიონი იყოო.... :user:

მეც კრიტიკულად ვუდგები ციფრებს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...

1453 წლის 29 მაისს ოსმალეთის იმპერიამ კონსტანტინოპოლის აღება შეძლო.

დიდი ხანია ვეძებ ვრცელ წყაროს ნეტში კონსტანტინოპოლის დაცემაზე ქართულად და ვერ ვპოულობ თქვენ ხომ არ მოგეპოვებათ რამე?

:( აი მესმის ტრაგედია ბერძენი რო ვიყო ღამე აღარ დამეძინებოდა მარტო იმის გამო რო აია სოფიას გუმბათზე ნახევარმთვარე ადგია და მოლა ჭყავილი აყრუებს იქაურობას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 8 months later...
აი მესმის ტრაგედია ბერძენი რო ვიყო ღამე აღარ დამეძინებოდა მარტო იმის გამო რო აია სოფიას გუმბათზე ნახევარმთვარე ადგია და მოლა ჭყავილი აყრუებს იქაურობას

და ქართველი რომ ხართ, რატომ უნდა დაგეძინოთ..?? ის ხომ ლაზური ტერიტორია იყო, თავდაპირველად.. :)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Anima Libera

 

თვითმხილველებისგან ვიცი, რომ 3 მილიონი იყოო....

კი, ძველად ჩვეოდათ ციფრების გაზვიადება

 

ძველად კი არა ეხლაც იგივე არ ხდება? :grr:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ῥωμαίων ეს ბერძნული თვითსახელია რასაც თავის თავს უწოდებდნენ ბიზანტიელები(თვითონ სიტყვა ბიზანტიელი მათ მოგვიანებით უწოდეს ისტორიკოსებმა). რომაული ელემენტი აქ ნაკლებია, უმთავრესად ბერძნული, ბულგარული და ხანდახან სომხური ელემენტიც გვხვდება. ადრე სტატისტიკა მქონდა(დავკარგე) ბიზანტიელ იმპერატორთა მამართველობის წლებზე. რომი მოგონილია მათთან ისე ხშირი იყო შეთქმულებები და მკვლელობები ტახტზე. მგონი საშუალოდ ყოველი მესამე თუ მეხუთე იმპერატორი ძალადობრივი გზით ჩამოაცილეს ტახტს.....დღევანდელი ბერძნები სტამბულს ისევ კონსტანტინოპოლს უწოდებენ. დიდი საეკლესიო განხეთქილებაც(სქიზმა ) სწორედ კონსტანტინოპოლსა და რომს შორის მოხდა. ზოგ ისტორიკოსს მიაჩნია რომ ამ რელიგიური განხეთქილების(რასაც მოყვა ქარისტიანობის ორ დიდ მიმდინარეობად : კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ოფიციალურად გაფორმება) გამო მოხდა ამ ორი ქრისტიანული სამყაროს დაპირისპირება და ერთერთი მიზეზთაგანი გახდა კონსტანტინოპოლის დაცემისა....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომაული ელემენტი აქ ნაკლებია, უმთავრესად ბერძნული,

კი, გეთანხმებით, მეც ასე ვიცი...

 

ბულგარული და ხანდახან სომხური

აი ეს, მართლა არ ვიცოდი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...