planetanews Posted June 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 2, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png გიორგი ლომსაძე რეგიონში მრავალწლიანი ურთიერთობების შემდეგ ისეთ გიგანტებთან, როგორებიც აშშ და რუსეთი არიან, საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც ჩანს ამ გეოპოლიტიკურ თამაშში ახალი მონაწილის – ირანის – შემოყვანა გადაწყვიტა. მაისის შუა რიცხვებში, საქართველოს და ირანის მაღალჩინოსნებმა ინიციტივების მთელი პაკეტის შესახებ განაცხადეს. იმ ირანელი მოქალაქეებისთის სავიზო რეჟიმის შეცვლის გარდა, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება სურთ, თეირანმა თბილისს ჰესის მშენებლობაში ინვესტიციის განხორციელება და ელექტროენერგიის იმპორტი შესთავაზა. თბილისს კი ირანთან ქარის ენეგრეტიკის სფეროში სურს თანამშრომლობა. დღევანდელ დღეს ამ წინადადებებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური განიხილავს. გარდა ამისა, თბილისმა საქართველოში ვაშინგტონის მოსისხლე მტერი, ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი დაპატიჟა. ივნისში, ახალი თანამშრომლობის დეტალების დამუშავებისთვის საქართველოს შეიძლება ვიზიტით ეწვიოს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩერ მოტაკი. ირანის სკანდალური ბირთვული პროგრამის ირგვლივ სულ უფრო მზარდი საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე, თბილისის განზრახვები, ერთი მხრივ, დასავლელი მიმომხილველებისთვის შეიძლება მოულოდნელი აღმოჩნდეს, მით უფრო, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციამ დიდი ხნის წინ და მტკიცედ დაიკავა პროამერიკული კურსი. საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათ გამორჩეულად მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება აინტერესებთ, და დიპლომატიური მიმართულებით არანაირ ნაბიჯებს არ დგამენ. ირანთან ურთიერთობების გაღრმავება „არანაირად არ ეწინააღმდეგება საქართველოს საგარეოპოლიტიკურ კურს, რაც მოიცავს ევროკავშირში ინტეგრაციას, სავიზო რეჟიმის გამარტივებას (ევროკავშირთან) და ნატოში გაწევრიანებას“, – განაცხადა 24 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ. კალანდაძემ ასევე აღნიშნა, რომ მსგავს ინიციტივებზე თბილისმა ვაშინგტონთან კონსულტაციები აწარმოა. „ჩვენ გვყავს სტრატეგიული პარტნიორები, ისეთი როგორიც შეერთებული შტატებია“, – განაცხადა მან. „ჩვენ მათთან მუდმივი დიალოგის რეჟიმში ვართ… ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს ქართულ–ამერიკულ ურთიერთობებში რაიმე ტიპის პრობლემებს შექმნის“. როგორც ჩვენთან საუბარში ერთ–ერთმა დასავლელმა დიპლომატმა დაადასტურა, მსგავსი დიალოგი მართლაც მიმდინარეობს. თუმცა, ბოლომდე გარკვეული არ არის, სრულად დაუჭირა თუ არა მხარი ვაშინგტონმა ქართულ ინიციატივებს. დასავლელმა დიპლომატმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ თბილისს ურჩია გაეთვალისწინებინა ირანთან მისი კავშირების „უფრო ფართო პერსპექტივები“ და არ მოეხდინა კონცენტრაცია მხოლოდ იმაზე, თუ რისი მიცემა შეუძლია თეირანს თბილისისთვის ვაჭრობის და ტურიზმის განვითარების თვალსაზირისით. ქართულ–ირანული ურთიერთობების ინიციატივების შესახებ კითხვებზე პასუხისას, აშშ–ს საელჩოს ოფიციალური წარმომადგენელი კარენ რიბლი თავშეკავებული გახლდათ. მან აღნიშნა, რომ „სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული საკითხები, საქართველოს პრეროგატივაა“. იმავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების სფეროს მდგომარეობა და ირანის ბირთვული პროგრამა ვაშინგტონს ძველებურად ძალიან აშფოთებს. ერთ–ერთი ცნობილი ქართველი საგარეოპოლიტიკური ანალიტიკოსის თქმით, თბილისი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ვაშინგტონის პრიორიტეტების შესახებ, მაინც ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გადარჩეს იმ გეოპოლიტიკურ „ბერმუდის სამკუთხედში“, რომელსაც რუსეთი, შეერთებული შტატები და ირანი ქმნიან. „საქართველო ვერ მისცემს თავს იმის უფლებას თავი შორს დაიჭიროს მისი დიდი მეზობლებისგან ვინმეს გამო, მით უფრო ახლა, როდესაც რუსეთი აგრესორად იქცა“, – ამბობს საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი. „საჭიროა ვაჭრობა, ტურიზმი, კულტურული კავშირები“. სხვა ეკონომიკური მოთამაშეების ფონზე ირანის უპირატეობას სამი ფაქტორი განსაზღვრავს: ადგილმდებარეობა, ადგილმდებარეობა და ისევ, ადგილმდებარეობა. ირანისგან სამხრეთით 300 კილომეტრში მდებარე ქართული იმპორტის კალათის წილი დღეს საკმაოდ მოკრძალებულია, თუმცა ისიც მართალია, რომ ირანის საქონლის შემოტანა ამ ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2008 წელს ირანიდან შემოტანილი საქონლის მოცულობამ, საქართველოს იმპორტის მთლიან მოცულობაში (საერთო თანხის, 6.3 მილიარდ დოლარზე) 0,8 % შედგინა. საქართველოში სულ უფრო აქტიურად ყიდულობენ ირანულ ნედლეულს, ავეჯს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სარეცხ საშუალებებს და ზოგიერთ ავტომობილსაც კი. მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე ისტორიული კავშირი ამ ორ ქვეყანას შორის. 4–ე საუკუნიდან დაწყებული, დროის გარკვეულ მონაკვეთებში, საქართველო ნაწილობრივ, ან სრულად ექვემდებარებოდა ხოლმე სპარსეთის კონტროლს. საქართველო, რომელმაც საპრსეთის თავდასხმების გამო დახმარებისთვის რუსეთს მიმართა, 1801 წელს საბოლოოდ შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ცხადია ამ ქვეყნებს შორის არსებული კულტურული კავშირებიც. თანამედროვე ქართულ ენაში ფარსიდან ნასესხები ბევრი სიტყვაა. თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის აღმოსავლეთმცოდნის გიორგი ლობჟანიძის თქმით, ქართულ ენაზე თარგმნილია სპარსული ლიტერატურის ბევრი ძეგლი. ქართულ პოეზიაზე, ლიტერატურასა და არქიტექტურაზე გავლენის გარდა, „ირანის გავლენა იგრძნობა მთელ რიგ კულტურულ ტრადიციებთან მიმართებაში, მაგალითად სტუმრებისადმი უკიდურეს პატივისცემაში“, – აღნიშნავს იგი. თუმცა, იმის ნიშნებიც არსებობს, რომ თბილისთან ურთიერთობების გაღრმავებისადმი ირანის ინტერესი სავაჭრო–კულტურული ურთიერთობების ფარგლებს სცილდება. ბოლო დროს, თეირანი აქტიურად იღწვის რეგიონში საკუთარი გავლენის გაფართოვებისკენ, ასევე ეძებს ახალი სავაჭრო კავშირების დამყარების გზებს, ვიდრე გაერო ამ ქვეყნის მიმართ ეკონომიკური სანქციების გამკაცრების საკითხზე ფიქრობს. ირანის დიპლომატიური საქმიანობა კავკასიაში მხოლოდ საქართველოთი როდი შემოიფარგლება. ადრე ირანმა უკვე გააუქმა სავიზო რეჟიმი აზერბაიჯანთან, ის ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში საკვანძო პროექტებს ანვითარებს სომხეთთან და აპირებს სარკინიგზო მაგისტრალის აშენებას, რომელიც ირანს ორივე ამ ქვეყანას დააკავშირებს. ირანი, ასევე გამოვიდა წინადადებით, რომ შუამავალი იქნება 22 წლიანი სომხურ–აზერბაიჯანული კონფლიქტის დარეგულირების საქმეში მთიანი ყარაბახის ირგვლივ. ახლა, როდესაც ვაშინგტონის თბილისისადმი გულმხურვალე დამოკიდებულება პრაგმატულ ხასიათს იძენს, ხოლო რუსეთთან ურთიერთობა უკიდურესად გაფუჭებულია, ამ ფონზე ირანის ხელისუფლებამ შესაძლოა საქართველოზე მისი გავლენის გაძლიერების შესაძლებლობა დაინახოს. „აშშ თქვენ არ დაგეხმარათ მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად გჭირდებოდათ. ნამდვილი მეგობრები განსაცდელის დროს ვლინდებიან“, – განაცხადა ელჩმა საბერმა, იუწყება საინფორმაციო პორტალი Civil.ge ქართველი ანალიტიკოსები, ისეთები, როგორიც რონდელია, ვარაუდობენ, რომ ვაშინგტონს შესაძლოა არ სურდეს, მაგრამ ის თეირანის და თბილისის ურთიერთობების გაღრმავებას დათანხმდება. „ვაშინგტონი შესაძლოა ირანით აღფრთოვანებული არ არის, მაგრამ პრაგმატულ დონეზე ამერიკელებს ესმით, რომ საქართველოს საკუთარ მეზობლებთან კარგი ურთიერთობები უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნავს რონდელი. „ირანი მეზობელია და თქვენ გეოგრაფიის იგნორირებას ვერ შეძლებთ “. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts