planetanews Posted June 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 2, 2010 არასამთავრობო ორგანიზაცია “სახალხო მართლმადიდებლების” ოფისში 7 მაისს ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიის წევრებმა მოთხოვნა_მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ერთიანი ახალგაზრდული მოძრაობა “წინ”, კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია, პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლება”, “გამარჯვებისთვის”, ახალგაზრდული მოძრაობა “არა”, ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია და “თანასწორობის ინსტიტუტმა” ერთობლივად მიმართეს მოსახლეობას და მოუწოდეს, ხმა აიმაღლოს “თავისუფლების ინსტიტუტეს” წინააღმდეგ. “თავისუფლების ინსტიტუტი” მიზანმიმართულად უწყობს ხელს ანტიმართლმადიდებლურ_ანტიეროვნულ ძალებს.” ხოლო ნამდვილ ქართველებს ციხეებში იჭერს,” განაცხადა მოძრაობა “წინის” თავმჯდომარემ ზურა ჩაჩანიძემ. “სახალხო მართლმადიდებლების” ოფისში შეკრებილმა საზოგადოების განცხადებით იმ შემთხვევაში თუ უკანონო პატიმრები არ იქნებიან გათავისუფლებულები, პრესკონფერენციების გამართვა აქციებში გადაიზრდება. პოლიტიკური პარტიები ხვალ 2 საათზე “თავისუფლების ინსტიტუტთან” აქცია_განცხადების გამართვას აპირებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts