Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ნატოს საპარლამენტო ანსამბლეა იმოდოვნებს, რომ ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობა გაღრმავდება


Recommended Posts

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ნატოს საპარლამენტო ანსამბლეას პრენალურ სხდომაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც რიგაში გაიმართა.

სესიის მსვლელობისას, ნატო–საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს ფორმატში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დეპუტატ გიორგი კანდელაკის ხელმძღვანელობით ანსამბლეის პრეზიდენტს აშშ კონგრესმენ ჯონ ტანერს, ანსამბლეის ვიცე პრეზიდენტებს კარლ ლამერსს, ჰენდრიკ ორნელს, ასენ აგოვს და გენერალურ მდივან დავიდ ჰობსს შეხვდა .

კონგრესმენმა ტანერმა და ანსამბლეის ვიცე–პრეზიდენტებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე წლის აპრილში გამართული ნატო–საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს პირველი სხდომა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

ვიცე–პრეზიდენტმა ასენ აგოვმა აღნიშნა, რომ ანსამბლეამ სათანადოდ უნდა შეაფასოს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება რამაც დადებითი გავლენა უნდა მოახდინოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმედი გამოთქვეს რომ საპარლამენტთაშორისო საბჭო გააგრძელებს პროდუქტიულ საქმიანობას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ალიანსთან დაახლოების პროცესში.

ანსამბლეის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის კითხვაზე თუ რა გავლენას მოახდენს საქართველოში გამართული ადგილობრივი არჩევნების დადებითი შეფასება ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესზე, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ საქართველოში გამართული არჩევნები, რომლებიც, იყო თავისუფალი და სამართლიანი, აუცილებლად დადებითად აისახება საქართველოს ალიანსში ინტეგრაციაზე.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...