Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ფეხბურთი გადაცემების ნაცვლად


Recommended Posts

11 ივნისიდან ოქტომბრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ გარდა არც ერთი გადაცემა გავა.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, გია ჭანტურია ამბობს,რომ პოლიტიკური თოქშოუების და გასართობი გადაცემების დახურვა მსოფლიო ჩემპიონატმა ფეხბურთში დააჩქარა.

 

ამ უკანასკნელის ექსკლუზიური ჩვენების უფლება პირველ არხს აქვს. მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს იწყება და ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.

 

ახალი სატელევიზიო სეზონი პირველ არხზე ოქტომბრის თვეში დაიწყება. არხზე შესაძლოა უკვე არსებული რამდენიმე გადაცემა აღარ გავიდეს, რადგან არხის რებრენდინგი იგეგმება. გადაცემების დახურვას არხიდან თანამშრომლების დროებითი გაშვება შეიძლება მოყვეს. ჭანტურია ამბობს, რომ ნაწილს ისედაც ამოეწურა პირველ არხთან გაფორმებული კონტრაქტი.

 

საზოგაოებივ მაუწყებელში ამჟამად 1030 ადამიანი მუშაობს. მათი სახელფასო ბიუჯეტი კი 14 მილიონი ლარია. ჭანტურიას თქმით, მთლიანი ბიუჯეტის 64%, რომელიც ხელფასებს უკავია, ახალი სეზონიდან შესაძლოა 50%–მდე დავიდეს. ხოლო პირველი არხის ამჟამინდელ თანამშრომლებს კონკურსის გავლა მოუწევთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად.

 

ამ დროისთვის არ არის ცნობილი თანაშრომელთა ის რაოდენობა, რომელიც კონტრაქტს ან არ ვერ გააგრძელებს არხთან.

 

პირველ არხზე გადაცემის დახურვასთან ერთად, პირველი კავკასიური წყვეტს მაუწყებლობას, გაურკვეველი ვადით.

 

„პირველი კავკასიური არხი“ რუსულენოვანი არხია, რომელიც 2010 წლის იანვარში გავიდა ეთერში.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...