planetanews Posted June 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 2, 2010 გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მაისში მდინარე მაშავერაში სხვადასხვა მძიმე ლითონების კონცენტრაცია 4-ჯერ და მეტჯერ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. მდინარე მაშავერას ადგილობრივი მოსახლეობა სარწყავად იყენებს, რამაც მძიმე ლითონების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებში გადატანა გამოიწვია, რაც დაადასტურეს გერმანელმა მეცნიერებმა. მაშავერას არხით მორწყული ხილი და ბოსტნეული თბილისის ბაზრობებშიც იყიდება, დაბინძურების წყარო კი, გარემოსდამცველებისა და გერმანელი მეცნიერების აზრით, მადნეულია. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მდინარე მაშავერას წყლის სინჯები 2010 წლის 18 მაისს ორ ადგილას აიღო: ერთი მაშავერას ფონზე, დაახლოებით 100 მეტრიდან, სანამ მაშავერას მდინარე კაზრეთულა შეუერთდება და მეორე - მაშავერასა და კაზრეთულას შეერთებიდან 500 მეტრის შემდეგ. ორი წერტილის მაჩვენებლები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. /get_img?NrArticle=1685&NrImage=1 კაზრეთულას და მაშავერას შესართავი მაშავერას ფონი მძიმე მეტალების ძალიან მცირე კონცენტრაციას შეიცავს, ხოლო კაზრეთულას შეერთებიდან 500 მეტრის შემდეგ მათი შემცველობა მკვეთრად იმატებს და სცილდება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. გარემოს ეროვნული სააგენტოს მაისის მონაცემებით, მძიმე ლითონების შემდეგი კონცენტრაცია შეინიშნა მაისში: ლითონის დასახელება სპილენძი თუთია რკინა მანგანუმი ლითონის შემცველობა მაშავერა ფონზე 0.018მგ/ლ 0.022მგ/ლ 0.311მგ/ლ 0.022მგ/ლ ლითონის შემცველობა მაშავერა 500 მ. 8.972მგ/ლ 4.804მგ/ლ 5.01მგ/ლ 1.081მგ/ლ ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია 1.0მგ/ლ 1.0მგ/ლ 0.3მგ/ლ 0.1მგ/ლ „ეს იმას ნიშნავს, რომ გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა“,- ამბობს ნინო ჩხობაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე. „მაშავერას კაზრეთულა აბინძურებს. ის დაბინძურების პირდაპირი ინდიკატორია, იმიტომ, რომ კაზრეთულამ უნდა გამოიაროს მადნეული. ეს ნიშნავს, რომ მადნეული აბინძურებს კაზრეთულას.“ ნინო ჩხობაძის აზრით, მაშავერაში ასეთი კონცენტრაციით მძიმე ლითონები, მადნეულის წყაროს გარდა, ვერ მოხვდებოდა. მისი თქმით, მძიმე ლითონების მაღალი კონცენტრაცია ორ რამეს შეიძლება დაუკავშირდეს: ან კომბინატი საერთოდ არ წმენდს ჩასაშვებ წყალს, ან იმდენად დიდი რაოდენობის ნალექი მოვიდა, რომ საწარმო ვერ მოერია ამ რაოდენობის წყალს და პირდაპირ ჩაუშვა მდინარე კაზრეთულაში. ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში, სადაც “მადნეულის” კარიერი მდებარეობს და თბილისიდან დაახლოებით 80 კილომეტრითაა დაშორებული, ბოლო თვეებში მომატებულ ნალექიანობას ადასტურებენ სინოპტიკოსებიც. “მარტშიც და აპრილშიც ბოლნისში ანომალურად ბევრი ნალექი მოვიდა“,- ამბობს სვეტა ნიორაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის ბიუროს უფროსი. მისი თქმით, მარტში მოსული ნალექების რაოდენობა 4-ჯერ აღემატება თვიურ კლიმატურ ნორმას, ხოლო აპრილში - სამჯერ. აპრილის თვეში ბოლნისში 102 მილიმეტრი ნალექი მოვიდა, როცა თვიური ნორმა 59 მილიმეტრი იყო. უცნობია, თუ როგორ უმკლავდება სააქციო საზოგადოება “მადნეულის” ხელმძღვანელობა კარიერში დაგროვილ წყალს, რომელიც ბოლო თვეებში მოსული ჭარბი ნალექების გამო დაგროვდა. ”ჭარბი ნალექის გამო ”მადნეულის” კარიერში წყალი გროვდება და გარეთ არ უშვებენ, შეგნებულად აგროვებენ”, - ასე აღწერა 22 მაისს ნეტგაზეთთან საუბარში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ საწარმოში შექმნილი “პრობლემები.” ”ახლა, ამ წუთში, ჩვენ რომ აქ ვსაუბრობთ, იქ გარემოს დაცვის ინსპექცია არის შესული, რომ ნახოს, რამე პრობლემები ხომ არ იქმნება, ” - თქვა ხაჩიძემ. “როცა დიდი როდენობით წვიმა მოდის, ღია კარიერი ირეცხება”, – ამბობს ჩხობაძე– „და პირდაპირ მდინარეში ჩადის. როცა ნალექების დიდი რაოდენობა მოდის, საწარმოს გათვლილი უნდა ჰქონდეს.” ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმა, რომელიც სააქციო საზოგადოება “მადნეულს”, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების შესაბამისად, 2009 წლის 30 ივნისს ამ ნებართვის აღებიდან 6 თვის შემდეგ უნდა დაემუშავებინა, თუმცა, ეს დოკუმენტი სამინისტროში ჯერჯერობით არ არსებობს. „არწარდგენა პირობის დარღვევას ნიშნავს”, - ამბობს ჩხობაძე - „ახლა ჩვენ არ ვიცით, შიგნით რა ხდება და რა გეგმის მიხედვით მოქმედებს მადნეული. არის ერთადერთი იმედი, რომ ყველაფერი არის ასახული ”მადნეულის“ თვითმონიტორინგის ანგარიშებში და იქნება ჩაწერილი გარემოს დაცვის ინსპექციის შემოწმების აქტში.” ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რა სანქციები გატარდება “მადნეულზე” პირობების შეუსრულებლობის გამო, გარემოს დაცვის სამინისტრომ ასეთი წერილობითი პასუხი გასცა: “სს მადნეულის წარმომადგენლის სიტყვიერი ინფორმაციით, ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმის დამუშავება დამთავრების სტადიაშია და უახლოეს მომავალში წარმოდგენილი იქნება სამინისტროში.” თუ მოხდა კაზრეთულაში ზალპური ჩაშვება, ეს იმას ნიშნავს, რომ მოხდება მდინარის დაბინძურება მძიმე ლითონებით, როგორებიცაა: სპილენძი, თუთია, რკინა, კადმიუმი და სულფატები. ნინო ჩხობაზე ფიქრობს, რომ, რადგან მაშავერაში უკვე არის მძიმე ლითონების მაღალი კონცენტრაცია, უკვე მოხდა ზალპური ჩაშვება. გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან უერთიერთობის ხელმძღვანელი ეკატერინე ბენდელიანი აცხადებს, რომ გარემოს დაცვის პოლიციის მიერ მადნეულის შემოწმების აქტი ერთ თვეში შედგება და გარემოს დაცვის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიდება. რაც შეეხება მადნეულის ზედაპირულ წ####ბზე თვითმონიტორინგის შედეგებს, სადაც ასევე არის ასახული მაშავერაში მძიმე ლითონების კონცენტრაცია, ნეტგაზეთმა უკვე გამოითხოვა გარემოს დაცვის სამინისტროსგან, თუმცა ჯერჯერობით არ მოუწოდებიათ. ერთი კვირის წინ ნეტგაზეთმა ასევე წერილობითი გაუგზავნა კითხვები მადნეულის შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოლოგიის სამსახურის უფროს ზაზა ჯიჯეიშვილს, იმასთან დაკავშირებით, მოხდა თუ არა ზალპური ჩაშვება და რა გეგმით მოქმედებდა საწარმო ავარიული სიტუაციის დროს, თუმცა, პასუხები ჯერჯერობით ვერც მადნეულისგან მივიღეთ. ”მდინარე მაშავერას ხეობის (სამხრეთ-აღმოსავლეთი საქართველო) განოყიერებადი, სარწყავი ნიადაგები გამოირჩევა სასოფლო-სამეურნეო მოსავლიანობის მაღალი პოტენციალით. თუმცა, სარწყავად გამოყენებული მდინარის წ####ბი გაჭუჭყიანებულია სამთო-მოპოვებითი მრეწველობი: სპილენძის და ოქროს საბადოების ნარჩენებით, რომლებიც განლაგებულია მდინარე მაშავერას შუა წელის მთიან რეგიონში. გარდა ამისა, გაჭუჭყიანებული წ####ბი, რომლებიც ჩამოირეცხება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან, ეროზიული მასალა და სხვა ფაქტორები განსაზღვრავენ გარკვეული ჯგუფის მძიმე ლითონების მაღალ კონცენტრაციას. საირიგაციო არხების ნაფენებსა და მდინარე მაშავერაში სპილენძის, თუთიისა და კადმიუმის კონცენტრაცია საკმაოდ მაღალია. საირიგაციო წ####ბში მძიმე ლითონების შემეცველობათა შორის განსხვავება საკმაოდ არსებითია. განსხვავებები ხანგრძლივობაში, სიხშირესა და ირიგაციის რაოდენობაში, და, აგრეთვე, მიწათსარგებლობის ტიპი და ნიადაგების კულტივაცია (მაგალითად, ღრმად ხვნა) გაჭუჭყიანების მაღალი ვარიაბელობის მიზეზია”, - ნათქვამია გერმანიის იუსტუს-ლიბიხის ნიადაგმცოდნეობის და ნიადაგის დაცვის ინსტიტუტის მიერ 2007 წელს ჩატარებულ კვლევაში. /get_img?NrArticle=1685&NrImage=2 მადნეულის კარიერი გერმანელმა მეცნიერებმა, ქართველ კოლეგებთან ერთად, კვლევა გააგრძელეს და აღმოაჩინეს, რომ მძიმე ლითონები ნიადაგიდან საკვებ ჯაჭვშიც გადადის, რაც პროექტის ხელმძღვანელმა, პიტერ ფელქს-ჰენინგსენმა 2010 წლის მაისში საქართველოს ეროვნულ აკადემიაში ჩატარებული პრეზენტაციისას დაადასტურა. პრეზენტაციას ”მადნეულის” წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts