planetanews Posted June 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 2, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/DSC8666.jpg“ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცვხადებით, “ალიანსი” 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იწყებს მზადებას. ამის შესახებ, ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ალასანიას თქმით, “ალიანსი” ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს, ვისაც მშვიდობანი გზით საარჩევნო პირობების შექმნა სურს. “ჩვენ მომზადებული გვაქვს სათანადო ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში. ვინც დაინტერესებული იქნება მშვიდობიანი გზით ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო პირობების შექმნისთვის, მათთან კონსულტაციები გვექნება. ფაქტია, რომ ჯერ ყველამ უნდა ვიმუშაოთ, რათა მოქალაქეებს ნების გამოხატვის საშუალება მიეცეთ. ჩვენ ახლა კონცენტრირებული ვართ საარჩევნო გარემოს შეცვლაზე და ვემზადებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის”, – განაცხადა ალასანიამ. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts