BoDy Posted August 15, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2008 დღევანდელი საქართველო. ვისაუბროთ იდეოლოგიაზე, მმართველებზე, ახალ თაობებზე, მიმდინარე მოვლენებზე, ქართულ სულზე და ქართველი ხალხის რწმენაზე... საქართველო იყო, არის და იქნება ერი, რომელიც არ ეგუება დამცირებას, მონობას და მუდამ იბრძვის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისათვის. საინტერესოა როგორია დღევანდელი საქართველო? მე ვიტყვი, რომ სიტუაცია მაგონებს მარიონეტის ბენეფისს თოჯინების თეატრში, სადაც თითოეული თოჯინა, მარიონეტის ქვეშემრდომია! კონკრეტულად... მიხეილ სააკაშვილი არის აშშ-ს მარიონეტი, ხოლო ჩვენ ვართ მისი თოჯინები! ეს სამწუხაროა, რადგან ეს ფაქტი არის მანიშნებელი ყველაზე საშინელი მდგომარეობის რაც კი შეიძლება, არსებობდეს. ხალხი გადაქცეულია ბრბოდ... ინტელიგენცია, არისტოკრატები, ბიზნესმენები და დანარჩენი საშუალო თუ დაბალი ფენის წარმომამდგენლები, აღრეულია მასაში, რომელსაც განაგებს ტირანი... ის ტირანი, რომელიც სხვისი ქვეშემრდომია და სხვისი იდეოლოგიის მატარებელი... ჩვენ კი, მის დაკვრულზე ვცეკვავთ... საშინელმა ილუზიამ დაატყვევა ჩვენი, ქართველთა თვალთახედვა... დღევანდელობა მაგონებს სანაპიროს, რომლის განადგურებაც, აზვირთებულ ტალღებს განუზრახავთ. და რაც უფრო ახლოსაა საფრთხე, მით უფრო შენიღბულია ქვიშის მარცვლების მომავალი... ჩვენ ტაშს ვუკრავთ პიროვნებას და მის სიტყვებს ვიზიარებთ, როდესაც ახლო წარსულში მან დაანგრია ეკლესია, საკუთარ ხალხზე აღმართა ხელი და პირდაპირ, რომ ვთქვათ შეერთებული შტატების მიერ დავალებული მისია პირნათლად შეასრულა! მან გაწირა საკუთარი ხალხი. მოახდინა ომის ინსცენირება... და რუსებს ჩაუგდო ხელში მთელი შიდა ქართლი! კონკრეტულად მოგახსენებთ სააკაშვილის მისიაზე. აშშ-მ შეძლო მსოფლიოსთვის დაენახვებინა, თუ როგორი აგრესიით არის გამჭვალული რუსეთი, სანაცვლოდ მან საქართველო გამოიყენა. მოაჩვენა მთელ მსოფლიოს, თუ როგორი გულმოწყალეა თეთრი სახლი... სანაცვლოდ გადავიმტერეთ რუსეთი და მესამე მსოფლიო ომის წამოწყებას, თამამად ვთქვათ, საფუძველი ჩავუყარეთ! განვიხილოთ როგორი მარტივია ამერიკის გეგმა. დღეს კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოში დაამონტაჯებს რადარებს (ე.წ. "პატრიოტებს"), რომლის საბაზრო ფასი მილიონებს მოითვლის... ეს გამიზნულია არა რუსეთის თვითმფრინავების გასაკონტროლებლად, არამედ ამერიკის მთავრობა საკუთარი გეგმის განხორციელებას აპირებს... საქართველოს აქცევს "პლატსდარმად" და ირანს სწორედ აქედან შეუტევს... ნაწინასწარმეტყველებია, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება 2010 წლის ოქტომბერში. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან 4 ზე-სახელმწიფო და ომში გამარჯვებას მოიპოვებენ მუსულმანები... საკმაოდ დიდი ლირიული გადახვევა მომივიდა, თუმცა ეს საჭირო იყო, რადგანაც ჩვენ ვართ ამ ყველაფრის მსხვერპლი. ახლა კი კონკრეტულად თემის კიდევ ერთ-ერთ პუნქტს შევეხოთ. ქართული სული - ის დაიკარგება, თუ ქვეყნის სათავეში არ მოვა მართლმადიდებელი, სამართლიანი პიროვნება. ქართველ ხალხს ძალუძს იმ ქართული სულისკვეთების შენარჩუნება, რომელიც საუკუნეების მანძილზე ჩვენმა წინაპრებმა შეგვინარჩუნეს... ახალი თაობა - ახალი თაობის აღზრდა, უკვე ჩვენი, სწორედ ჩვენი ახალგაზრდობის ვალია... ქართველი ქალ-ვაჟი უნდა იზრდებოდეს ქართული ტრადიციების მიხედვით... უნდა შთავუნერგოთ ჩვენს მომავალ თაობას ურთიერთპატივისცემა, ძმობა, ერთგულება, მაგალითად კი საქართველოს ისტორიიდან მცირე ექსკურსი მოვუწყოთ... პატრიოტიზმის მთავარი შთამაგონებელი წყარო არის სიყვარული, სიყვარული კი თავად ღმერთია... ვეცადოთ ჩვენი შვილები, შვილიშვილები ახლოს იყვნენ უფალთან და შეიყვარონ იგი, ვინაიდან ვინც დარაზავს გულისკარს უფლის მიმართ, მას ეშმაკი შეიპყრობს... რწმენა - თავდაპირველად საჭიროა დავინახოთ, ერთი მცირე სარკმელი მაინც... ერთი ნორმალურად შექმნილი ვითარება, რომელიც ჩვენში რწმენას დაჰბადებს... ასე, რომ გარკვეულწილად ქართველ ხალხში რწმენის ჩამსახველი (უფლის რწმენის შემდეგ) უნდა იყოს ქართული ხელისუფლება, რომელიც დაკომპლექტებული უნდა იყოს რეალურად კეთილმოსურნე, პატრიოტი, ერუდირებული, მორწმუნე ხალხით... და კიდევ ყველაზე მთავარი! პოლიტიკურ იდეოლოგიას უნდა ჩაუტარდეს რეკონსტრუქცია! მე პირდაპირ ვიტყვი... არანაირი ურთიერთობა აგრესორებთან... მხოლოდ ჩვეულებრივი, საგარეო ურთიერთობები ევროპასთან. სანამ საგარეო საქმეებს მოვაგვარებდეთ, შიგნიდან გავამაგროთ ჩვენი კედელი. და ბოლოს... მე ვეძებ ისეთ ხალხს, ვინც გაიზიარებს ჩემ აზრს და შემომიერთდება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted September 3, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 3, 2008 რა ცუდიაI და II მსოფლიო ომი ისე გადავიტანეთ 1 ტყვია არ გავარდნილა საქართველოს ტერიტორიაზე, ახალ კიდე III მსოფლიო ომის პოლოგონად უნდა ვიქცეთ. ოხ ამ გლობალურ პოლიტიკას რა ვუთხარი :უსერ: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.