Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- ეკა ხერხეულიძე: “დისიდენტი მამამისი იყო, თავად ცოტნე გამსახურდია კი პატიმარია”


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/12/tsotne.gamsakhurdia-newalliance.info-300x255.jpgსაპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა ხერხეულიძე დეპუტატ კონსტანტინე გამსახურდიასა და ადვოკატ ქეთი ბექაურს მოუწოდებს, “ნუ ცდილობენ ცოტნე გამსახურდიას დისიდენტად გამოყვანას”. ხერხეულიძის თქმით, “დისიდენტი მამამისი იყო, თავად ცოტნე გამსახურდია კი პატიმარია”. აღნიშნული მოწოდება ხერხეულიძემ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კიმისიის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა, რომელიც მთლიანად ცოტნე გამსახურდიასა და გლდანის ციხეში არსებულ მდგომარეობას მიეძღვნა. ხერხეულიძის თქმით, “სწორედ იმის გამო, რომ ცოტნე გამსახურდია პირველი პრეზიდენტის ვაჟია, იგი განსაკუთრებულ პატიმრადაც არის მიჩნეული, ციხის ადმინისტრაცია მის ყველა მოთხოვნას ითვალისწინებს და უფრო მეტიც, თანამშრომლებს მუდმივად უწევთ მისგან შეურაცხყოფისა და უშვერი სიტყვების ატანა”. რაც შეეხება გლდანის ციხის საავადმყოფო ნაწილში პატიმრების წამების შესახებ არსებულ ინფორმაციას, ხერხეულიძის თქმით,  იგი არაერთხელ შეხდვა პატიმრებს, თუმცა ისინი ცემისა და წამების ფაქტებს არ ადასტურებენ. აღსანიშნავია, რომ იგივეს აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც. თუმცა ორივე მათგანს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში პატიმრების არაღიარება ამგვარი შემთხვევების აპრიორი გამორიცხვის საფუძველი არ უნდა გახდეს. ლორთქიფანიძეს და ხერხეულიძეს მიაჩნიათ, რომ უკეთესი იქნება, თუ შეიქმნება კომისია, რომელშიც დეპუტატები, მათ შორის კონსტანტინე გამსახურდია და არასამთავრობო ორგანიზაციები შევლენ და მუდმივ მონიტორინგს გაუწევენ გლდანის ციხის საავადმყოფოს.

 

პირWელი

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...