planetanews Posted June 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 2, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/10/200908040851-300x250.jpg“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის, გია ჭანტურიას განცხადებით, 11 ივნისიდან პირველ არხზე გადაცემები დაიხურება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჭანტურიამ განაცხადა, საინფორმაციო პროგრამა “მოამბის” გარდა, შეწყდება პოლიტიკური თოქშოუები და გასართობი პროგრამებიც. “მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან იწყება და ივლისის ბოლოს მთავრდება. დღეში დაახლოებით ხუთი მატჩის ჩვენება შედგება, რაც ძალიან დიდ დროს მოითხოვს. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გადაცემები ამ დროისთვის შეჩერდეს”, – განაცხადა ჭანტურიამ. განტურიას განმარტებით, გადაცემების დახურვას სამსახურიდან თანამშრომელთა დროებით გაშვება მოჰყვება, თუმცა, ნაწილს ისედაც ამოეწურა “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დადებული კონტრაქტი, რომელიც ახალ სატელევიზიო სეზონამდე აღარ გაგრძელდება. ”პირველ არხზე” ახალი სატელევიზიო სეზონი, ახალი საეთერო ბადით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts