planetanews Posted June 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 2, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/cristian1.jpg ფრედ უეირი პირველი არჩევნები საქართველოში 2008 წელს რუსეთთან ხანმოკლე ომში ქვეყნის დამარცხების შემდეგ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ტრიუმფად იქცა. მისმა პარტიამ დიდ ქალაქებში დამაჯერებლად გაიმარჯვა, დამკვირვებლებმა კი განაცხადეს, რომ ხმის მიცემის პროცესი საკმაოდ პატიოსანი და სამართლიანი იყო. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველმა პარტიამ საქართველოში კვირას გამართულ არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა. ეს არჩევნები, 2008 წლის კატასტროფული ომის შემდეგ რუსეთთან, მისთვის პირველი საარჩევნო ტესტი იყო. საერთაშორისო დამკვირვებლები და ადგილობრივი ოპონენტები ამბობენ, რომ არჩევნების შედეგები საფუძველში მისაღებია, მიუხედავად იმ უამრავი პრეტენზიისა, რომელიც სახელწმიფოს მხრიდან მმართველი პარტიის მხარდაჭერასთან და არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებით არსებობდა. ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იყო, დედაქალაქ თბილისში და ზოგიერთ სხვა დიდ ქალაქში მან სულ 50% შეადგინა. თბილისის მერის პოსტისთვის საკვანძო რბოლაში მოქმედმა მერმა და სააკაშვილის თანამებრძოლმა გიგი უგულავამ ხმების 55%–ზე მეტი დააგროვა. 8 კანდიდატიდან ოპოზიციის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ალასანია უგულავას საგრძნობლად ჩამორჩა და მეორე ადგილი დაიკავა, მიიღო რა ხმების მხოლოდ 19%. მუნიციპალური არჩევნების დროს, რომელიც ამ პატარა ქვეყანაში გაიმართა, სადაც 4.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სააკაშვილის მმართველმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სავარაუდოდ ხმების დაახლოებით 60% მოიპოვა. „საბოლოო შედეგი ის არის, რომ საქართველოში დემოკრატიამ გაიმარჯვა“, – განუცხადა სააკაშვილმა მის მხრდამჭერებს მას შემდეგ, რაც კვირის კენჭისყრის შედეგები გახდა ცნობილი. მაგრამ ოპონენტები აღნიშნავენ, რომ ასეთი შედეგი დიდწილად აიხსნება ოპოზიციის დაქსაქსულობით, რომელმაც თბილისში ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებში ერთიანი კანდიდატი ვერ წარადგინა, და არა სააკაშვილის პოპულარობით, რომლის იმიჯიც მთელი რიგი სკანდალების შედეგად სერიოზულად შეილახა. „ეს დიდწილად იმის მაგალითია, თუ როგორ ირჩევენ ადამიანები შეჩვეულ ჭირს, რადგან ეშინიათ, რომ სხვები შეიძლება უარესები აღმოჩდნენ“, – ამბობს თბილისის კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების დამოუკიდებელი საერთაშორისო ცენტრის დირექტორი გიორგი ხუციშვილი, „სააკაშვილის ყველაზე ძლიერი მხარე – ოპოზიციის არაორგანიზებულობა და არაეფექტურობაა, რომელსაც ის აწყდება“. საკმარისად სამართლიანი ხმის მიცემის პროცესს თითქმის 5 000 საერთაშორისო დამკვირვებელი აკონტროლებდა, და მათგან დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ეს წინ გადაგმული ნაბიჯია, რადგან სააკაშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის დრო და დრო ავტორიტარულ მეთოდებს იყენებს. „საქართველოში ჩატარებულმა მუნიციპალურმა არჩევნებმა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მხრივ აშკარა პროგრესი ცხადყო, თუმცა რჩება მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაც აუცილებელია“, – ნათქვამია დამკვირვებლების ყველაზე მასშტაბური კონტიგენტის, ეუთოს წარმომადგენელთა მიერ ორშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში. „მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში საარჩევნო პროცესისადმი დაბალი ნდობა, შენარჩუნებულია“, – ნათქვამია ანგარიშში, „აუცილებელია შემდგომი ძალისხმევა რათა მყარად აღმოიფხვრას ისეთი დარღვევები, რომლებიც მეორდება, რომ არსებული წარმატებები განმტკიცდეს და მომდევნო საერთოეროვნული არჩევნების წინ ნდობა ამაღლდეს“. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ოპოზიციის ლიდერებს სერიოზული ზიანი მიაყენა უამრავმა ჭორმა და ვარაუდმა იმის შესახებ, რომ მათ კრემლი აფინანსებდა, რომელიც სააკაშვილის მიმართ თავის უარყოფით დამოკიდებულებას არ მალავს. როდესაც ცნობილი ოპოზიციური პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე მარტში მოსკოვს ეწვია ურთიერთობების გაუმჯობესების პირობების განსახილველად, მთავრობასთან დაკავშირებულმა ტელეარხმა ფალსიფიცირებული დოკუმენტური ფილმი მოამზადა, რომლის ავტორებიც შეეცადნენ ოპოზიციის ამ წარმომადგენლის დისკრედიტაციას და იმის ჩვენებას, რომ ის კრემლის სამსახურშია. „ოპოზიცია გარკვეულწილად დაშინებულია და იძულებულია თავი დაიცვას „რუსეთის აგენტის“ იარლიყის მიკერების კამპანიისგან“, – ამბობს ხუციშვილი, „მის წარმომადგენლებს უწევთ დაფინანსების სრული და ცალკეული წყაროების გახსნა და მუდმივად თავის მართლების რეჟიმში არიან“. ოპოზიციის ყველაზე პერსპექტიულმა წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ თბილისში დამარცხება აღიარა და მის მხარდამჭერებს უთხრა, რომ დროა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგი ციკლისთვის მზადების დაწყება, რომლებიც დაახლოებით ორ წლის შემდეგ იგეგემება. „ამომრჩევლებმა ჩვენ ერთ–ერთი საკვანძო პოლიტიკური ძალა გვიწოდეს“, – განაცხადა ალასანიამ, „ასეთი მხარდაჭერის პირობებში, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს ბრძოლას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, საარჩევნო სისტემის გამჭვირვალობის განმტკიცებისთვის… საპარალემენტო არჩევნების (2012 წელს) მოახლოებასთან ერთად ჩვენ მნიშვნელოვანი გამოცდა გველის“. შარშანდელისგან განსხვავებით, როდესაც ოპოზიციონერები რამდენიმე თვის განმავლობაში მართავდნენ დემონსტრაციებს თბილისის ქუჩებში და ცდილობდნენ სააკაშვილის გადაყენებას, დღეს, თითქოს არავინ პროტესტს არ გამოთქვამს. „არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, და ვერცერთი პარტია, ყველაზე რადიკალურიც კი ვერ დაადანაშაულებს ხელისუფლებას რაიმენაირ მასშტაბურ მანიპულაციებში“, – აცხადებს პრემიერ–მინისტრის ყოფილი მოადგილე ირინა სარიშვილი–ჭანტურია, რომელიც დღეს ზომიერ ოპოზიციონერად ითვლება, „მაგრამ არჩევნების დემოკრატიული ხასიათი თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დემოკრატიასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემები არ გვაქვს. ოპოზიცია გახლეჩილია, ხელისუფლება კი ცრუ დაპირებებს იძლევა“. „ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ და ხელახლა უნდა დავადასტუროთ, რომ წარმატების მიღწევა მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი“. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts