Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ევროპა აღმოსავლური პარტნიორობის მიმართ ინტერესს კარგავს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_monde.jpg

 

ნატალი ნუგაირედი

 

ევროპა, რომელსაც ფინანსური კრიზისის სიმძიმე აწევს, დღეს პირველ რიგში საკუთარი შიდა პრობლემებითაა შეწუხებული და ვერაფრით ახერხებს აღმოსავლეთით მისი სტრატეგიის საბოლოოდ განსაზღვრას. 

 

ევროკავშირმა სამხრეთის მიმართულებით 2008 წლის ივლისში ხმელთაშუაზღვისპირული კავშირი ჩამოაყალიბა, ხოლო 2009 წლის მაისის პრაღის სამიტზე აღმოსავლეთისთვის პროგრამა „აღმოსავლური პარტნიორობა“ აამუშავა. ეს ფინანსური  დახმარებისა და დემოკრატიული მხარდაჭერის პროექტი რამდენიმე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაზე, ევროპის ახალ საზღვარზეა ორინეტირებული, რომელიც ბლოკის გაფართოების შემდეგ 2004 და 2007 წლებში ჩამოყალიბდა და დღეს შავი ზღვის სანაპიროებამდე აღწევს.

 

“პარტნიორობაში“ სულ ექვსი ქვეყანა (უკრაინა, ბელორუსი, მოლდავეთი, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი) მონაწილეობს, სადაც მოსახლეობა მთლიანად 76 მილიონ ადამიანს აღწევს, რომელთაგან 46 მილიონი უკრაინაშია. 2013 წლამდე დახმარების პროგრამაზე 600 მილიონი ევრო გამოიყო, რაც, სინამდვილეში, არცთუ ბევრია, თუკი ამ სახელმწიფოების სიღარიბეს და მათი ეკონომიკების არამდგრადობას გავითვალისწინებთ (გამონაკლისი მხოლოდ აზერბაიჯანია, რომელიც ერთგვარ ნავთობის საემიროდ იქცა).          

 

თუკი ამ თანხას მონაწილე ქვეყნების მოსახლეობის გათვალისწინებით განვიხილავთ, გამოდის, რომ 2011–2013 წლებში ევროპა გაიღებს 2,74 ევროს ერთ ბელორუსზე, 3,35 ევროს ერთ უკრაინელზე, 4,83 ევროს ერთ აზერბაიჯანელზე, 13,66 ევროს ერთ სომეხზე და 25,36 ევროს ერთ მოლდაველზე. ეს თანხები ვერ კი უახლოვდება იმ სახსრებს, რომლებიც 90–იან წლებში ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებზე იხარჯებოდა იმ დრომდე, ვიდრე ისინი ევროკავშირში გაწევრიანდებოდნენ. ასეთი თავშეკავების მიზეზი საკმაოდ ნათელია: ამ შორეულ, რუსეთის საზღვრებთან და კავკასიაში მდებარე რესპუბლიკებს ევროკავშირში გაწევრიანების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ. „რბილი ძალის“, ევროპის გავლენის უზრუნველყოფა ამ ქვეყნებში პირველ რიგში სხვადასხვა შეთანხმებებით, სავაჭრო თანამშრომლობით და სავიზო რეჟიმის გამარტივებით ხდება. მაგრამ საკმარისია კი ეს?

 

ახლა ევროპას, როგორც ჩანს, რეგიონში საკუთარი პოზიციებისთვის ბრძოლის ფაქტიურად არც სურვილი და არც შესაძლებლობა არ აქვს, რასთანაც უშუალოდ მისი პირადი უსაფრთხოებაც დიდიწილადაა დაკავშირებული (გაყინული კონფლიქტები, ენერგორესურსების სატრანზიტო გზები, იარაღით და ნარკოტიკით ვაჭრობა, დევნილების ნაკადი). მსოფლიო კრიზისის პირობებში, ზოგიერთი ადამიანი და პირველ რიგში გერმანიაში, იმას უფიქრდება, თუ როგორი იქნება პროგრამის დაფინანსება მომდევნო პერიოდში.

 

ნატოს გაფართოების საკითხი (ბალკანეთს მიღმა) საკმაოდ დიდი ხნის წინ მოიხსნა დღის წესრიგიდან, რის გამოც ამ სახელმწიფოების დახმარება და მათი სტაბილურობისა და დემოკრატიული ღიებულებების ზონაში მოქცევა ევროკავშირის საქმე გახდა. 2008 წლის საქართველოს ომმა საქართველოში და უკრაინის გაზის კრიზისებმა 2006 და 2009 წლებში ცხადყო, რომ ნებისმიერ, ერთი შეხედვით ლოკალურ კრიზისებსაც კი, შეიძლება გაცილებით სერიოზული და მასშტაბური შედეგები მოჰყვეს მთელი კონტინენტისთვის.    

 

კლიმატისა და მსოფლიო ეკონომიკის რეგულირების საკითხების უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, მხოლოდ სამეზობლო ურთიერთობების სისტემის აწყობას შეუძლია ევროპისთვის იმის დადასტურება, რომ მას მსოფლიო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი და აქტიური როლის თამაში შეუძლია. ის უბრალოდ ვერ შეძლებს მსოფლიო არენაზე ვერანაირი ნდობის მოპოვებას საკუთარ საზღვრებთან პრობლემური საკითხების გადაწყვეტის გარეშე.

 

აღმოსავლური პარტნიორობის იდეა პოლონეთს და შვედეთს ეკუთვნის. ეს ქვეყნები ამ ინიციტივით 2008 წლის საქართველოს კონფლიქტის შემდეგ გამოვიდნენ. პროგრამა ჩაფიქრებული იყო, როგორც 2003 წელს მიღებული სამეზობლო პოლიტიკის ერთგვარი გაფართოვება. ევროკავშირმა, რომელმაც საქართველოში რუსეთის ინტერვენციის ფაქტზე (რასაც ამ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის გამოყოფა მოჰყვა) მკვეთრი გამონათქვამებისგან თავი შეიკავა, საკუთარ გამოცდილებასა და ეკონომიკურ და ნორმატიულ ინტეგრაციაზე დაფუძნებული პარტნიორობის პროგრამა აამუშავა, რათა ახალი კრიზისების წარმოქმნა თავიდან აეცილებინა.

 

ობამას ადმინისტრაცია, რომელიც ცივი ომის შემდეგ შემორჩენილ გადაუჭრელ საკითხებს გაემიჯნა, მოუწოდებს ევროპელებს, საკუთარ მომავალზე პასუხისმგებლობა თავადვე აიღონ. ვაშინგტონმა უარი თქვა ევროატლანტიკური ზონის აქტიურ გაფართოებაზე, რაც 90–იანი წლების დასაწყისიდან მის საგარეო პოლიტიკაში ჭარბობდა. პარტნიორობის მონაწილე ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ობამას აინტერესებს – სომხეთია. ამერიკის ლიდერის ასეთი ინტერესი თურქეთთან ამ ქვეყნის ისტორიულ დაახლოებაზე იმედით აიხსნება. ყველა სხვა საკითხში, ვაშინგტონი მოსკოვთან დიალოგს ანიჭებს უპირატესობას და ამ დიალოგს საერთაშორისო უსაფრთხოების, ბირთვული განიარაღებისა და ანტისარაკეტო თავდაცვის პრობლემების ირგვლივ აგებს.            

 

თავის მხრივ პოლონეთიც ამოქმედდა და მოსკოვთან ახალი, უფრო თანამშრომლობისკენ მიმართული განწყობიდან, სარგებლის მიღებას ცდილობს. 24 მაისს, ის „აღმოსავლური პარტნიორობის“ „მეგობრების ჯგუფის“ შექმნის წინადადებით გამოვიდა, რომელიც ღია იქნება ისეთი დონორი ქვეყნებისთის, როგორებიც არიან აშშ და იაპონია. გარდა ამისა, ამ ჯგუფში გაწევრიანებას სთავაზობენ რუსეთსაც, რომელიც 2009 წელს ამ პროგრამის წინააღმდეგ გამოვიდა და ის საკუთარი გავლენის სფეროს ხელყოფის მცდელობად შეაფასა.

 

„აღმოსავლური პარტნიორობა“ – ეს პირველი მცდელობაა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებისა იმ ქვეყნებთან, რომლებიც მოსკოვის კლანჭებიდან თავის დაღწევას ცდილობენ. ის დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული მოდელის გავრცელებისკენაა მიმართული. თუმცა, პარტნიორობა, მთელ რიგი ტექნიკური შეთანხებების გარდა, მონაწილე სახელმწიფოებს პრაქტიკულად არანაირ პერსპექტივებს, ან მნიშვნელოვან დახმარებას არ სთავაზობს.         

 

ასე მაგალითად, ევროკავშირმა საჭიროდ არ მიიჩნია, უკრაინისთვის იმედი მიეცა ბლოკში (შესაძლოა არა სწრაფ) გაწევრიანებაზე, მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლის „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ ქვეყანა მთელი ძალით ცდილობდა ერთიან ევროპასთან მიერთებას. და ახლა, ცოტახნისწინანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ცენტრალური ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ქვეყანა, კვლავ რუსეთის ორბიტაზე იწყებს დაბრუნებას. შეძლებს კი ევროკავშირი აქედან საჭირო დასკვნების გამოტანას?

 

ორიგინალი 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...