Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - სცემეს თუ არა საიას დამკვირვებელი ”ნაციონალების” დამკვირვებლებმა


Recommended Posts

30 მაისს, დაახლოებით ღამის 12 საათზე, მაშინ, როცა ბათუმის #3 საარჩევნო უბანზე კომისია ბიულეტენების რაოდენობას ითვლიდა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. საჩივარი, რომლითაც საია-ს დამკვირვებელი უბნის ბათილობას ითხოვდა, მდივანმა არ ჩაიბარა. სულხან ფალავანდიშვილი ირწმუნება, რომ იგი ”ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა სცემეს. ფაქტიდან რამდენიმე წუთში ადგილზე საიას სხვა წევრები, ჟურნალისტები და ოლქის წარმომადგენლები მივიდნენ.

 

”ორი თუ სამი კაცი მირტყამდა. ერთის სახელი და გვარი ვიცი, ორის - არა”, - უთხრა სულხან ფალავანდიშვილმა #3 უბანთან მოსულ საპატრულო პოლიციას 31 მაისს. ფაქტიდან მეორე დღეს საიას ვებ-გვერდზე განთავსდა ინფორმაცია: ”დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, ზურაბ ღლონტი. დამკვირვებლის ცემის ფაქტზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენია საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს, მამუკა კენჭაძეს”.

 

საია-ს აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ, ნინო ტავლალაშვილმა 30 მაისს ნეტგაზეთი.გე-ს განუცხადა, რომ ოლქში საჩივარი შეაქვს და აყენებს უბნის საარჩევნო კომისიის წევრების პასუხისმგებლობის, ასევე, სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხს. გუშინ კი გაირკვა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით საია-ს არავის მიმართ არ დაუყენებია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. როგორც ნინო ტავლალაშვილმა `ბათუმელებს” უთხრა, ”გაირკვა, რომ უბანზე შეხლა-შემოხლა პირადული იყო. ხოლო საჩივარი, რომელიც საარჩევნო უბანმა არ ჩაიბარა, ოლქს გადაეცა განსახილველად”.

 

გუშინ საოლქო კომისიამ განიხილა საიას საჩივარი და კამათის შემდეგ, კენჭისყრით გადაწყვიტა, რომ #3 საოლქო კომიის თავმჯდომარეს ერთი წლის ვადით შეუწყდეს უფლებამოსილება.

 

საია არ ეთანხმება ოლქის გადაწყვეტილებას და, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას ცესკოში გაასაჩივრებს.

 

31 მაისს სულხან ფალავანდიშვილმა ”ბათუმელებს” უთხრა, რომ, მისი აზრით, ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას: `ხმის დათვლის პროცესის შემდეგ მიღებული ხმების რაოდენობა აღემატებოდა მოსული ამომრჩევლის რაოდენობას. ამაზე დავწერე საჩივარი უბნის ბათილობის მოთხოვნით, რის გამოც ჩემზე განხორციელდა ფიზიკური შეურაცხყოფა. კომისიის წევრმა ნაცმოძრაობიდან და ასევე ნაცმოძრაობის წარმომადგენელმა სახეში გამარტყეს”.

 

პოლიციისთვის განმარტებების მიცემის დროს საია-ს ერთ-ერთი თანამშრომლის განმარტებით, კომისიის ”ნაციონალი” წევრები ერთი ზედმეტი ბიულეტენის ამოღებას აპირებდნენ. საჩივარიც სწორედ ამის გამო დაწერა სულხან ფალავანდიშვილმა. ”ნაციონალებს ვაკლებთ ხმას, ოპოზიციას ხომ არა. რა შენი საქმეა”, - გააფრთხილეს ფალავანდიშვილი, რომელსაც საჩივრის დაწერა ვერ გადააფიქრებინეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კონფლიქტი.

 

იმავე ღამეს კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ”ბათუმელებს” ამ გაუგებრობის მისეული ვერსია შესთავაზა: ”საკონტროლო ფურცელი სიაში გატარებული არ იყო. ამიტომაც ბალანსი არ დაჯდა და ერთი ხმით სხვაობა აჩვენა”.

 

ამ აურზაურის შემდეგ კომისიის ის წევრები და დამკვირვებელი, რომელსაც საიას დამკვირვებელი ძალადობაში ადანაშაულებდა, უბნიდან გაიქცნენ. ”იმიტომ გავიდნენ, რომ დასისხლიანებულები იყვნენ”, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ალეკო ცეცხლაძემ. მამია მიგინეიშვილი, რომელიც ”ნაცმოძრაობის” დამკვირვებელი იყო ამავე უბანზე, ამბობდა, რომ აურზაური საიას დამკვირვებელმა გამოიწვია.

 

იგივე გაიმეორა კომისიის თავმჯდომარემ, მამუკა კენჭაძემაც: ”მან დაიწყო ყველაფერი. მთელი დღე მოძრაობდა უბანზე. მარეგულირებელ კომისიას არ აცლიდა მუშაობას. დათვლის პროცესში დაასკვნა, რომ ბიულეტენი ერთით მეტი იყო და დაიწყო საჩივრის წერა. ის არავის უცემია”.

 

”კომისიამ მიიღო განკარგულება და უბანმა მუშაობა დროებით შეაჩერა”, _ ამ განცხადებას უბანზე კომისიის მდივანი წერდა. მას ოლქიდან მოსული დამკვირვებელი ეხმარებოდა.

 

ნინო ბერაძემ, რომელიც ”მრეწველებს” წარმოადგენდა, მე-3 საარჩევნო უბანზე ასევე უარყო ბათუმის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტის - სულხან ფალავანდიშვილის ცემის ფაქტი: ”ეს ადამიანი ძალიან დიდ უფლებას აძლევდა საკუთარ თავს. არავის უცემია, ხელი მოკიდეს და უთხრეს, ბიჭო, რა იყოო. შენ რაო და ასე შელაპარაკდნენ, უბრალოდ”.

 

ამ ფაქტიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მოვიდა საპატრულო პოლიცია. რუსთავი 2–ისა და პირველი არხის ჟურნალისტებმა მხარეები ჩაწერეს, თუმცა ამ ინციდენტის შესახებ არც ერთ ტელევიზიას ინფორმაცია არ გადაუცია.

 

ცნობისათვის, მე-3 საარჩევნო უბანზე დამონტაჟებული იყო ვიდეოთვალიც.

 

 

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...