planetanews Posted June 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 2, 2010 ქვეყანაში არჩევნები სულ მცირე, ორი წელი არ იქნება - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 2 ივნისს. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2010 წელს უნდა ჩატარდეს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს განცხადება კანცელარიაში მთავრობის დღევანდელ გაფართოებულ სხდომაზე გააკეთა და არ დაუკონკრეტებია „სულ მცირეში“ რას გულისხმობდა და აპირებს თუ არა ხელისუფლება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღის შეცვლას. „ჩვენ არ ვართ არჩევნების და წინასაარჩევნო კამპანიის მთავრობა, ჩვენ ვართ ქვეყნის აღმშენებლობისა და განვითარების მთავრობა. უახლოესი არჩევნები არ იქნება სულ მცირე ორი წელი, თუ უფრო მეტი არა. ვნახოთ, როგორ ჩამოყალიბდება კონსტიტუციით, ამაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა სააკაშვილმა. „წარმატებული დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები 2012 წელს და საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს შესაძლებელს გახდის, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, პრეზიდენტმა საკუთარი ძალაუფლება მშვიდობიანად, კონსტიტუციურად და დემოკრატიულად გადააბაროს სხვას“ - ნათქვამია ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts