planetanews Posted June 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 2, 2010 [/url]http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/0-300x225.jpg“სტუდია ჯი-ენ-ეს”"-ის პროექტი “კვირის რეპორტაჟი” მომავალი კვირიდან “კავკასიის” ნაცვლად, ტელეკომპანია ” მაესტროს~ ეთერში გავა. როგორც “ინტერპრესნიუსს” გადაცემის ავტორმა ნანა ლეჟავამ განუცხადა, ამის მიზეზი მხოლოდ ის ფაქტია, რომ “მაესტრო” სატელიტზე გავიდა. ”ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი არის ერთადერთი – ტელეკომპანია “მაესტრო” გავიდა სატელიტზე და შესაბამისად, უფრო მეტი ადამიანი შეძლებს ჩვენი გადაცემის ყურებას”, – განაცხადა ლეჟავამ. მან ასევე მადლობა გადაუხადა ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორს ნინო ჯანგირაშვილს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ნინო ჯანგირაშვილმა “კვირის რეპორტაჟისთვის” ბევრი გააკეთა. დამოუკიდებელი ჟურნალისტური ორგანიზაცია – “სტუდია ჯი-ენ-ეს”"-ი 2008 წლის 10 ოქტომბერს დაფუძნდა. სტუდიის პირველი პროექტი ნანა ლეჟავას საავტორო გადაცემა “კვირის რეპორტაჟია”, რომელიც ყოველ კვირა დღეს, 21:00 საათზე ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში გადიოდა. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts