Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- ირმა ინაშვილის წერილი გრიგოლ ვაშაძეს


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/11/Pen1-300x225.jpgჟურნალისტთა კავშირი “ობიექტივი” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წერილს უგზავის, სადაც, საფრაგეთში საქართველოს კონსულის გამოწვევას ითხოვს. ირმა ინაშვილის მიერ გავრცელებულ წერილს “ჯეოტოპნიუსი” უცვლელად გთვაზობთ.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს

 

ბატონ გრიგოლ ვაშაძეს!

 

გაცნობებთ, რომ 2010 წლის 25-26 მაისს ჟურნალისტთა კავშირ „ობიექტივისა“ და ფრანგული ჟურნალისტური  ორგანიზაციის „ჟურნალისტები ჟურნალისტებისათვის“ ინიციატივით ბრიუსელში, სასტუმრო  „ქროუნ პლაზაში“ გაიმართა დოკუმენტური ფილმების ორდღიანი ჩვენება და ფოტოგამოფენა.  წარმოდგენილი იყო 8 საგამოძიებო ფილმი: ნინო ზურიაშვილის, ვახტანგ კომახიძის, ირმა ინაშვილის, ლევან ანჯაფარიძის, მოძრაობა „7 ნოემბრის“ ავტორობით. პრეზენტაციის დღეებში ბრიუსელს ფრანგი კოლეგების მიწვევით ესტუმრა ქართველი ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების ჯგუფი: ნანა კაკაბაძე, ირაკლი კორძაია, ჯაბა ჯიშკარიანი, ნინო ცხოიძე, ბონდო მძინარაშვილი, ირმა ინაშვილი.   პრეზენტაციის  დაწყებისას და მსვლელობის დროს საქართველოს საკონსულომ ბრიუსელში, კონკრეტულად, კონსულმა მაია ბართაიამ ადგილობრივ ქართველებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის მასობრივად გაავრცელა მოკლე სატელეფონო გზავნილი, სადაც  ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების  ჯგუფი და მისი პარტნიორი ფრანგული ორგანიზაცია „ჟურნალისტები ჟურნალისტებისათვის“ მოხსენიებული  იყვნენ „ანტიქართულ ძალად და რუსეთის საელჩოს მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებად“. არსებობს დოკუმენტური დადასტურება, რომ  ამ სატელეფონო ტექსტურ შეტყობინებას „საქართველოს საელჩოსა და დიასპორის სახელით“ ხელს აწერს საქართველოს კონსული ბელგიაში, ქალბატონი მაია ბართაია.  ბელგიაში ვიზიტად მყოფმა ორგანიზაციებმა საჯაროდ  მიმართეს  ქალბატონ კონსულს და მოითხოვეს  დადასტურება იმისა, ნამდვილად მისი გავრცელებული იყო, თუ არა ზემოხსენებული ინფორმაცია, რაც მაია ბართაიამ ტელეკამერის წინ ღიად დაგვიდასტურა. ამასთან,  ქალბატონმა კონსულმა დააკონკრეტა, რომ ეს დავალება მიიღო უშუალოდ ელჩისგან.  ჩვენ  ვაპროტესტებთ ბრიუსელში საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს მიერ  ქართველი ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების  წინააღმდეგ განხორციელებულ დეზინფორმაციულ კამპანიას.  ვაფასებთ ამ ფაქტს, როგორც პროვოკაციას,  რამაც მიზანმიმართულად შეიყვანა შეცდომაში, როგორც ადგილობრივი ქართველები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები. მივიჩნევთ, რომ  ეს კამპანია  გათვლილი იყო ზემოხსენებული  ორგანიზაციებისა  და მისი ფრანგი პარტნიორების  დისკრედიტაციაზე, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა არა მარტო ჩვენი კოლეგების  საქმიან რეპუტაციას, არამედ საქართველოს საერთაშორისო იმიჯს.   2010 წლის 29 მაისს, თბილისში დაბრუნების შემდეგ,  საინიციატოვო ჯგუფმა გააკეთა   საგანგებო განცხადება, რომლის საფუძველზეც ქალბატონ ელჩს  ორი დღის ვადაში  უნდა წარმოედგინა  „ობიექტივის“, მოძრაობის „7 ნოემბერი“, „ყოფილი პოლიტპატიმრები- ადამიანის უფლებებისათვის“ და სხვა ორგანიზაციების  „ანტიქართულობის“  დამადასტურებელი დოკუმენტაცია.  გავიდა ორ დღეზე მეტი, მაგრამ ქალბატონი სალომე სამადაშვილი ამ  განცხადებას არ გამოხმაურებია.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენგან, როგორც საგარეო საქმეთა  მინისტრისაგან მოვითხოვთ:

 

1. გააკეთეთ  საჯარო, ოფიციალური განმარტება, ვისი დავალებით მოქმედებდა საქართველოს ელჩი ბელგიაში სალომე სამადაშვილი, როცა ქართველი ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ დეზინფორმაციას მასობრივად ავრცელებდა.

 

2. სასწრაფოდ გამოიწვიეთ ბელგიიდან, როგორც ელჩი, ისე კონსული, რომლებმაც მიზანმიმართული ზიანი მიაყენეს  ქართველ ჟურნალისტებსა და ადამიანის უფლებებათა  დამცველებს.

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...